როზმარინი არის მრავალწლიანი მარადმწვანე მცენარე. წარმოშობით ხმელთაშუა ზღვის სარტყელიდან, იგი ადვილად გვხვდება მთელ სანაპირო ზოლში 1500 მ სიმაღლეზე.

როზმარინის მცენარე ხასიათდება განშტოებული და ბუჩქოვანი ჩვევით,მცირე და ვიწრო ფოთლებით.მისი სიმაღლე 0,5-2მ. აღწევს.ყვავის მარტიდან ოქტომბრამდე,ყვავილები ლამაზი, ლურჯი-იისფერი ფერის მტევანშია თავმოყრილი.სპონტანურად იზრდება ზღვასთან ახლოს .

როზმარინი ძალიან პოპულარულია იტალიაში და სამხრეთ საფრანგეთში. ინტენსიური გემოვნების წყალობით, როზმარინი იდეალურია შემწვარი თევზის, ხორცისა და მრავალი ბოსტნეულის შესაკმაზად , სოუსების მოსამზადებლად და ყველაზე მეტად იყენებენ როგორც სანელებელს გრილსა და მარინადებში.

თვისებები

გარდა იმისა რომ ფართოდ ცნობილი,გამოყენებადია სამზარეულოში,იყენებენ ბაღის დეკორაციისთვისაც და რაც ყველაზე მთავარია ფიტოთერაპიაში , რადგან მას სხეულისთვის მრავალი სასარგებლო თვისება აქვს.

 ძირითადად იყენებენ როზმარინის ფოთლებს, მაგრამ გამოიყენება ყვავილებიც , რომლებიც ზაფხულში უნდა შეგროვდეს.

მცენარის აქტიური ინგრედიენტებია : ეთერზეთები (ევკალიპტოლი, პინენი, კონფორნი, ლიმონენი), ფლავონოიდები, ფენოლური მჟავები, ტანინები, მინერალური მარილები, ვიტამინი C, კარნოზინის მჟავა და როზმარინის მჟავა, პოლიფენოლი ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებებით .

მრავალმა სამეცნიერო კვლევამ აჩვენა, რომ როზმარინის აქტიურ ინგრედიენტებს აქვთ სუპერქსიდის ანიონის, ძალიან ტოქსიკური და რეაქტიული თავისუფალი რადიკალების ინჰიბირების უნარი, რომელიც პასუხისმგებელია უჯრედების დაჟანგვაზე.

მახსოვრობისთვის

როზმარინი ოდითგანვე ცნობილი იყო, როგორც ” მახსოვრობის ბალახი “. დღესაც არომათერაპიაში როზმარინი და განსაკუთრებით მისი ეთერზეთი გამოიყენება ადამიანის მეხსიერების და ზოგადად ფსიქიკური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად , რადგან იგი მოქმედებს დღეს დამახასიათებელ სტრესულ სიტუაციებზე, ხსნის თავის ტკივილს და სიმძიმის შეგრძნებას. ეთერზეთით სარგებლობისთვის, უბრალოდ მოათავსეთ რამდენიმე წვეთი სპეციალურ დიფუზორში, ან რამდენიმე წვეთი დაასხით მდუღარე წყალში.

როზმარინის სარგებელი მეხსიერებაზე რამდენიმე კვლევამ დაადასტურა.

კერძოდ, როზმარინის არომატი, მკვლევარების აზრით, მოქმედებს უპირველეს ყოვლისა სავარაუდო მეხსიერებაზე, რაც მომავალში განვითარებული მოვლენების დამახსოვრების შესაძლებლობას წარმოადგენს, მაგალითად, სამკურნალო საშუალების მიღების დამახსოვრება ან რამის ყიდვა.

კვლევის შედეგები შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს მეხსიერების დეფიციტით დაავადებულთა სამკურნალოდ.

საჭმლის მომნელებელი და ღვიძლის გამწმენდი

ფიტოთერაპიის დროს როზმარინის გამოყენება შესაძლებელია როგორც ნაყენის სახით, როგორც ღვიძლის გამწმენდის, ასევე მატონიზირებელი და საჭმლის მომნელებელი საშუალება . სანაღვლე გზებზე და წვრილ ნაწლავზე სპაზმოლიზური მოქმედების წყალობით, როზმარინის ნაყენი ეფექტურია მეტეორიზმის და ზოგადად ნაწლავის აშლილობის დროს, პარკუჭოვანი სპაზმების და არაადეკვატურობის შემთხვევაში. მას აქვს ქოლაგოგიის ეფექტი, ანუ ხელს უწყობს ნაღვლის გამომუშავებას და გამოყოფას, შესაბამისად სასარგებლო გავლენას ახდენს ღვიძლზე.

სხვა თვისებები

როზმარინი
  • მაღალი ქოლესტერინი და ტრიგლიცერიდები : როზმარინი, მიღებული როგორც ნაყენი ( 1ჩ.კ გამხმარი ან ორი ნედლი ფოთლები უნდა გავაჩეროთ  დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ერთ ჭიქა მდუღარე წყალში) არის შესანიშნავი ბუნებრივი საშუალება, რათა შეამციროს საერთო და ცუდი ქოლესტერინი . იგივე საშუალება ასევე მოქმედებს მათთვის, ვისაც პრობლემები აქვს ჰიპერგლიცერიდემიასთან, ან ტრიგლიცერიდებთან( ნორმაზე მეტი).
  • კბილის ტკივილი: როზმარინის ნაყენი, გამოიყენება კბილის ტკივილის დროს როგორც სავლები საშუალება.
  • სახსრების, კუნთების და ართრიტის ტკივილები : როზმარინის ეთერზეთი, ასევე კომბინაციაში (საუკეთესოა ნუშის ზეთი) შეგიძლიათ გამოიყენოთ ადგილობრივად ართრიტის, სახსრების, კუნთების და რევმატიული ტკივილების სამკურნალოდ;
  • თმისთვის : როზმარინი ასევე შესანიშნავი ბუნებრივი ხსნარია ცხიმიანი თმის, ქერტლის, თმის ცვენის საწინააღმდეგოდ,ანიჭებს თმას ბზინვარებას. საკმარისია მოამზადოთ ნაყენი მუჭა როზმარინის ფოთლებით და გააგრილოთ. დაბანის შემდეგ შეგიძ₾იათ გადაივლოთ ნაყენი , ჩამოიბანა არ არის აუცილებელი. ალტერნატივად შეგიძლიათ გამოიყენოთ რამდენიმე წვეთი როზმარინის ეთერზეთი , უნდა შეიზილოთ  წრიული მოძრაობით  დაბანამდე 10-15 წუთით  ადრე,შემდეგ კი ჩამოიბანოთ.
  • შარდმდენი : როზმარინს აქვს მცირედ გამოხატული შარდმდენი ეფექტი , შესაბამისად, ტოქსინების და ჭარბი სითხეების აღმოფხვრას (წყლის შეკავება) უწყობს ხელს.თუმცა არ მოქმედებს როგორც არტერიული წნევის დამწევი,პირიქით.
  • დაბალი არტერიული წნევის და სისხლის მიმოქცევის პრობლემები : მათთვის, ვისაც არტერიული წნევა აწუხებს (ჰიპოტენზია), დაღლილობის შედეგად გამოწვეული პრობლემები, განსაკუთრებით ზაფხულში, როზმარინი ძალზე ღირებული ბუნებრივი დახმარებაა.  როზმარინს ასევე აქვს სისხლძარღვების მატონიზირებელი მოქმედება; მიიღება როგორც ნაყენი დღეში 2-3-ჯერ, ეს ხელს უწყობს არტერიული წნევის ნორმალიზებას.  სასარგებლოა პერიფერიული სისხლის მიმოქცევის რეაქტივაციისთვის. ასე რომ, როზმარინის ნაყენი კარგია მათთვის, ვისაც სისხლის მიმოქცევის პრობლემები აწუხებს.  ეთერზეთი შეგიძლიათ შეიზილოთ ვენების პრობლემების შემთხვევაშიც.

უკუჩვენებები

მიზანშეწონილია არ მიიღოთ როზმარინის ეთერზეთი ეპილეფსიის, ორსულობის და ზოგადად,ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.