არყის ხე (ლათ. Betula)  არის არყისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, რომელიც გავრცელებულია ზომიერ ან ცივ კლიმატურ რეგიონებში.

იზრდება 25 მ-მდე და ხასიათდება ქერქში შემავალი კონკრეტული ნივთიერების- ბეტულინის, არსებობით, რაც მის ქერქს ანიჭებს თეთრ ფერს,ამის გამო, არყის ხე ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს, როგორც დეკორატიული მცენარე.

ამ მცენარის ქერქი, კვირტი,განსაკუთრები ფოთლები გამოიყენება მცენარეულ მედიცინაში. როგორც ნაყენის,ჰიდროალკოჰოლური და მშრალი ექსტრაქტების მოსამზადებლად. ცნობილია როგორც შარდმდენი და გასახდომი საშუალება, ფოთლებში შემავალი ფლავონოიდების მოქმედების გამო.თუმცა, მცენარის სასარგებლო თვისებები ამით არ მთავრდება.

თვისებები

არყის ხის ნორჩი ფოთლები სავსეა სასარგებლო ნივთიერებებით – ფლავონოიდებით, რომლებიც ჩვენი ორგანიზმიდან ნარჩენების გამოდევნას და უჯრედების დაცვას უწყობს ხელს. C ვიტამინის მაღალი შემცველობა ცხიმების ბუნებრივ წვას უწყობს ხელს. გარდა ამისა, არყის ხის ფოთლებს შარდმდენი მოქმედება აქვთ,  ააქტიურებენ ნივთიერებათა ცვლის პროცესებს და ქსოვილებიდან ზედმეტ სითხეს გამოდევნიან. ასევე შეიცავს ეთერზეთებს, კალიუმის მარილებს და ბეტულინის მჟავას. ამ უკანასკნელს აქვს ანტიბაქტერიული თვისებები.

შარდმდენი: მისი თვისებები უკავშირდება ფლავონოიდების არსებობას, კერძოდ კი ქერცეტინს, რომელიც, როგორც ჩანს, ხელს უწყობს შარდის გამოყოფის დაჩქარებას,ასევე აქვს გამწმენდი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება .

ცელულიტი : წყლის შეკავება არის ცელულიტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.  მოქმედებს დიურეზის გაზრდით და ხელს უწყობს ზედმეტი სითხის მოცილებას, ცელულიტური კვანძების აღმოფხვრას და გაქრობას

წონის კორექცია: ისევ შარდმდენი მოქმედების და ზედმეტი სითხის აღმოფხვრის წყალობით,არყის ხის ფოთლები არის სწორი საშუალება ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც სურს წონაში დაკლება.

ცისტიტი : არყის ფოთლებს აქვს შესანიშნავი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება საშარდე გზებზე, ამიტომ მათი გამოყენება შესაძლებელია ცისტიტის (შარდის ბუშტის ანთების) ბუნებრივად სამკურნალოდ.

რევმატიზმი, პოდაგრა, შეშუპება და სახსრების ტკივილი : არყის ხის ფოთლები გამოიყენება ჩამოთვლილ პრობლემებთან საბრძოლველად, რადგან ის ხელს უწყობს შარდმჟავების გამოყოფას.

მაღალი ქოლესტერინი : მნიშვნელოვნად ამცირებს ცუდი ქოლესტერინის (LDL) დონეს და ხელს უწყობს კარგის (HDL) ზრდას.

თირკმელში კენჭები : ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში არყი იყო მცენარე, რომელიც ეფექტურად გამოიყენებოდა თირკმელებში კენჭების დასაშლელად(მხოლოდ მცირე ზომის!სხვა შემთხვევაში არის უკუნაჩვენები!).

როგორ გამოიყენება?

მცენარეული ჩაი : მცენარეული ჩაის მოსამზადებლად არყის ხის გამხმარ ფოთლებს(დაახლოებით 2-3 გრამი ფოთოლი) დაასხით 250 მლ მდუღარე წყალი. გააჩერეთ დაახლოებით 10 წუთით ,შემდეგ გაფილტრული და მიირთვით. რეკომენდებულია დღეში მინიმუმ 2-3 ჭიქა.

ჰიდროალკოჰოლური ექსტრაქტი: იყენებენ ნედლ მცენარეს მედიკამენტის დასამზადებლად, გამხსნელის წონის თანაფარდობა 1:10, ალკოჰოლის შემცველობა 65%.  ფოთლების ჰიდროალკოჰოლურ ექსტრაქტს აქვს უფრო სწრაფი და ეფექტური მოქმედება, ვიდრე მცენარეულ ჩაის.

შინაგანი გამოყენება: 50 წვეთი ცოტა წყალში,  2 ან 3-ჯერ დღეში,ჭამის დროს. ზუსტი დოზა დამოკიდებულია პროდუქტის კონცენტრაციაზე (თუ პროდუქტი არ არის ძალიან კონცენტრირებული, დაგჭირდებათ მეტი წვეთი დღეში) და როგორც წესი, ყოველთვის ნაჩვენებია შეფუთვაზე.

უკუჩვენებები

არყის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსული და მეძუძური ქალებისთვის .

კენჭოვანი დაავადებები(დამოკიდებულია კენჭის ზომაზე),გულისა და თირკმლის უკმარისობა, ანტიკოაგულანტებით მკურნალობის დროს. სიფრთხილით გამოიყენება დაბალწნევიან პაციენტებში და შარდმდენებთან კომბინაციაში,რადგან აძლიერებს მის მოქმედებას.