ბარამბო არის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარე, ტუჩოსანთა ოჯახიდან. ხარობს ბუჩქნარებში, მეჩხერ ტყეებში, ბალახოვან და ქვიან ადგილებში, გზისპირებთან ახლოს.აქვს სწორი დატოტვილი ღერო და კვერცხისებრი ფოთლები,ლიმონის დამახასიათებელი სუნით.მისი ღერო და ფოთლები დაფარულია ბუსუსებით, ყვავილობა იწყება ზაფხულში და გვიან შემოდგომამდე გრძელდება. იგი აწარმოებს პატარა ყვავილებს, რომლებიც ვარდისფერ-თეთრი შეფერილობისაა.

შემადგენლობა

აქტიურ ინგრედიენტები ძირითადად გვხვდება ფოთლებში და ყვავილებში. შეიცავს ვიტამინებს,მაკრო და მიკრო ელემენტებსფისს,ფისებს,მთრიმლავ ნივთიერებებს,მასში წარმოდგენილია ეთერზეთი ლიმონის სუნით და 200-მდე ნაერთი.

 გამოყენება და თვისებები

  1. მეტეორიზმი: მას შეუძლია შეზღუდოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში გაზის ფორმირება, წარმოება და ხელს უწყობს მის გამოდევნას;
  2. ანტისპაზმური : ხელს უწყობს შინაგანი ორგანოების გლუვი კუნთების ბოჭკოების მოდუნებას და სპაზმის მოხსნას;
  3. საჭმლის მომნელებელი: ხელს უწყობს საჭმლის მონელებას კუჭის წვენისა და კუჭის პერისტალტიკის უკეთ გამოყოფის გზით;
  4. მენსტრუაციის დარღვევა: ხელს უწყობს ციკლის მოწესრიგებას და ამცირებს დამახასიათებელ სიმპტომებს(თვის,მუცლის ტკივილი, უხასიათობა).
  5. ოფლის გამოყოფა : აწესრიგებს ოფლის გამოყოფის დარღვევას.
  6. დამამშვიდებელი: ხსნის შფოთვას, გაღეზიანებას და ამშვიდებს ნერვულ სისტემას.

უმეტესწილად ბარამბო  გამოიყენება შფოთვის, უძილობის და ნერვული სისტემის პრობლემების დროს. მას შეუძლია იმოქმედოს უშუალოდ დაძაბულობაზე, ეთერზეთის არსებობის წყალობით, რომელიც მოქმედებს დამამშვიდებლად ნერვულ სისტემაზე.

ამ მხრივ,სასარგებლოა ბარამბო ნაყენის სახით,რისთვისაც შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ნედლი ასევე გამხმარი მცენარე.

გარე გამოყენებისთვის

კანის მცირე დაზიანებებზე ან მწერების ნაკბენზე, ხსნის ქავილს და უსიამოვნო შეგრძნებას, შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ნაყენი ,კომპრესების სახით ან ნედლი მცენარე, დასრესილი გადაისვათ მტკივან ადგილას.

ბარამბო სამზარეულოში

როგორც უკვე აღვნიშნე ბარამბოს აქვს დამახასიათებელი ლიმნის სუნი რის გამოც ფართოდ გამოიყენება სამზარეულოში, როგორც არომატული მცენარე ის უხდება სალათებს ,ხორცს და თევზს. განსაკუთრებულ არომატს ანიჭებს ასევე სოუსებს და წვნიანებს.

შეიძლება გამოყენებულ იქნას მურაბების დამატებითი არომატული შეგრძნებისთვის ან ლიქიორის დასამზადებლად.

ბარამბოს ნაყენი

მისი ნაყენის მომზადება არ საჭიროებს განსაკუთრებულ ან განსხვავებულ მეთოდს, ½ ჩ.კ მცენარეს დაამატეთ 250მლ ადუღებული წყალი და დააყოვნეთ ათი წუთით, შემდეგ გაფილტრეთ და მიირთვით, საჭიროების შესაბამისად(2-3ჭ. დღეში).

უკუჩვენება

გამომდინარე იქიდან რომ იწვევს მოდუნებას უკუნაჩვენებია ისეთი აქტივობის დროს რაც მოითხოვს ყურადღებას ან სწრაფ რეაქციას,მაგ. საჭესთან ყოფნის დროს. არასასურველია ჰიპოტონიის დროს,ორსულობის და ლაქტაციის შემთხვევაში უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან.