დღეს ჩვენ ვსაუბრობთ გულყვითელაზე, არაჩვეულებრივ მცენარეზე. რომელიც გამოირჩევა არა მხოლოდ მისი ყვავილების სილამაზით, არამედ მრავალრიცხოვანი სამკურნალო თვისებებით.
მცენარის მოკლე აღწერა
გულყვითელა ყოველწლიური ბალახოვანი მცენარა, რთულყვავილოვანთა ოჯახიდან. არსებობს 30-ზე მეტი სახეობაა მათგან მრავალი იზრდება სპონტანურად, რამოდენიმეს გაშენება ხდება როგორც დეკორაციული ასევე სამკურნალო მიზნებისთვის.
აქვს ტოტირებული ღერო, ძირითადად ბუსუსებით დაფარული, სიმაღლეში 20-დან 60 სმ-მდეა. ყვავილობა ხდება გაზაფხულის დასაწყისში, გვიან შემოდგომამდე,არსებობს გამონაკლისები რომლებიც უძლებენ ყინვას. ფერები არის განსხვავებული, შეიძლება იყოს ყვითელ ან ნათელ ნარინჯისფერში. მზესუმზირის ყვავილის მსგავსად ის იშლება მზის ამოსვლისთანავე, მისდევს მას და მზის ჩასვლისას იხურება.
გულყვითელას შემადგენლობა და თვისებები
გულყვითელა შეიცავს უამრავ აქტიურ ინგრედიენტს, რაც ძალზე სასარგებლოა უსასრულო რაოდენობის დაავადებების სამკურნალოდ, როგორც შინაგანი, ასევე გარეგანი გამოყენებისთვის.
გამოიყენება ყვავილები და ფოთლები. თუმცა, აქტიური ნივთიერებების უმეტესი ნაწილი მოთავსებულია მის ყვავილებში.
აქტიური ინგრედიენტების კონცენტრაცია უმაღლეს დონეზეა აპრილიდან სექტემბრამდე , მოგროვება სასურველია როდესაც ტემპერატურა დღის განმავლობაში ყველაზე მაღალია (11:00 საათიდან 15:00 საათამდე). სინამდვილეში, რაც უფრო დიდია ინსოლაციის ხარისხი,მით უფრო მეტია აქტიური ინგრედიენტები.
რაც შეეხება ქიმიურ შემადგენლობას, აქტიურ ინგრედიენტებს შორის გვხვდება: ვაშლის მჟავა, ეთერზეთი (შედგება 45 ნივთიერებისგან), ფლავონოიდები, კუმარინები, ტრიტერპენოიდები, სტეროლები, პოლისაქარიდები, ლორწოვანი გარსი, ფენოლები, კაროტინოიდები და პიროგალული ტანინები .
მოდით ვნახოთ უფრო კონკრეტულად როგორ გამოვიყენოთ გულყვითელა.
გარე გამოყენებისათვის
გულყვითელა ძალიან კარგია კანის მოვლისა და წმენდისთვის .
ადგილობრივად ეფექტურად გამოიყენება,მალამოების, კრემების, ეთერზეთების, კომპრესების სახით. შეიძლება გამოყენებულ იქნას ქსოვილების აღდგენისთვის და ანტისეპტიკურ საშუალებად ჭრილობების, დამწვრობის,ნაკაწრების , ნახეთქების დროს .
ეს მცენარე მუშაობს კანის სისხლით მომარაგების ოპტიმიზაციით , ამით აუმჯობესებს მის ,,კვებას,, . ასევე ახდენს ანტიბაქტერიულ მოქმედებას.
აქვს შემახორცებელი (რეგენერაციული), ანთების საწინააღმდეგო და იმუნოსტიმულატორული თვისებები. მისი ზეთი აღიარებულია, როგორც ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო .
ფლავონოიდის შემცველობის გამო, კალენდულას ახასიათებს დამარბილებელი, დამამშვიდებელი, გამაგრილებელი და ეპითელიზაციის აქტივობები (ეს ხელს უწყობს კანის ახალი ფენების წარმოქმნას), ქსოვილის მიკროცირკულაციის ნორმალიზების მოქმედების წყალობით.
ამიტომ გულყვითელას მალამოსა და ზეთის გამოყენება რეკომენდებულია მშრალი, ნაზი,მგრძნობიარე, გახეთქილი კანის შემთხვევაში. მისი ლორწოვანი გარსი ახორციელებს სპეციფიკურ დამცავ და დამარბილებელ მოქმედებას, იზოლირებს გაღიზიანებულ კანს და არეგულირებს ტენიანობის ხარისხს, ამიტომ ასევე რეკომენდებულია მისი საფენის გამოყენება გამონაყარისთვის, მზის დამწვრობის დროს.
შინაგანი გამოყენება
გულყვითელას აქვს სხვადასხვა დანიშნულება, მიიღება როგორც მცენარეული ჩაი, ასევე ახალი მცენარის ჰიდროალკოჰოლური ექსტრაქტი.
ძირითადი თვისებები:
- ლიპიდების შემცირება : გულყვითელას შეუძლია შეამციროს ლიპიდების კონცენტრაცია სისხლში, ამიტომ ეფექტურია მაღალი ქოლესტერინის წინააღმდეგ ბრძოლაში ;
- ქოლეტური : ასტიმულირებს ღვიძლის მიერ ნაღვლის გამოყოფას და ძალზე სასარგებლოა ღვიძლის უკმარისობის შემთხვევაში;
- მენსტრუაციის დარღვევები : სასარგებლოა დისფუნქციის დროს, მარეგულირებლის როლის ასრულებს, როდესაც მენსტრუაცია არის მცირე ან ძალიან ბევრი. მას ასევე აქვს სპაზმოლიზური მოქმედება მენსტრუალური ტკივილების დროს;
- ცირკულაციის მატონიზირებელი საშუალება : მას აქვს მსუბუქი ჰიპოტენზიური და ბრადიკარდიული მოქმედება სისხლის მიმოქცევაზე, არტერიული წნევის და გულისცემის ოდნავი შემცირებით.
- წყლულის საწინააღმდეგო საშუალება : კაროტინებისა და საპონინების შემცველობის წყალობით, გულყვითელას აქვს დამცავი და ეპითელიზაციის ეფექტი კუჭის ლორწოვანზე (რაც ხელს უწყობს უჯრედის ახალი ფენების წარმოქმნას).
- პირის ღრუს ანთებითი პროცესის დროს: შეიძლება გამოყენებულ იქნას ნაყენი, როგორც სავლები.
გულყვითელას ზეთი სახლის პირობებში
ზეთის მოსამზადებლად დაგვჭირდება გულყვითელას ყვავილები (სასურველია შეაგროვოთ სრულ მზეზე, როდესაც აქტიური ინგრედიენტები უფრო მეტია) და მცენარეული ზეთი (მზესუმზირის,ზეითუნის). მჭიდროდ მოათავსეთ ყვავილები გამჭვირვალე და ჰერმეტულ მინის ქილაში,შემდეგ დაასხით ზეთი. დახურეთ ქილა და დატოვეთ მზეზე 20-40 დღე. ქილა უნდა შეანჯღრიოთ ყოველდღიურად. გაფილტრეთ ზეთი დოლბანდით და შეინახეთ გრილ,ბნელ ადგილას.