A სისხლის ჯგუფის მახასიათებლები
A ჯგუფის პირველი გამოჩენა უკავშირდება ნეოლითის პერიოდს, როდესაც პრეისტორიულმა ადამიანებმა მიატოვეს მარტოხელა,მოხეტიალე მონადირეების ცხოვრება. დაიწყო შეკრება და დასახლდა ორგანიზებულ თემებში.
ჯგუფის დიეტა შედეგია ადამიანის მიერ მონადირე-შემგროვებლის როლიდან მწარმოებელ-ფერმერის როლზე გადასვლის .
მთავარი ფაქტორი, რამაც გამოიწვია A ჯგუფის ევოლუცია, სავარაუდოდ უნდა განისაზღვროს გადარჩენისთვის ბრძოლაში.
გადარჩენისთვის აუცილებელი გახდა გარდაქმნები, რომლებმაც წარმოქმნეს A სისხლის ჯგუფი.ნივთიერებების სრულად გამოყენების აუცილებლობიდან გამომდინარე შეიქმნა ნახშირწყლების საფუძველზე შექმნილი საკვები.
შედეგად მიღებული საჭმლის მომნელებელი ადაპტაციები კვლავ ცნობადია A ჯგუფის სუბიექტების საჭმლის მომნელებელ სტრუქტურაში: მცირე მარილმჟავა კუჭში და ბევრი დისაქარიდი ნაწლავში, იდეალური მდგომარეობაა ნახშირწყლების ეფექტურად მონელებისათვის, მაგრამ ისინი ასევე ქმნიან უფრო მეტ ფაქტორს. ძნელია ხორცის ცილების, განსაკუთრებით წითელი ხორცის მეტაბოლიზაცია .
ამიტომ, გარდა ზოგიერთი გამონაკლისისა, რომელიც წარმოადგენს თეთრ ხორცსა და თევზს, A ჯგუფის დიეტა ყველაზე უკეთ შეესაბამება ვეგეტარიანული ტიპის დიეტას.
როგორ დამეხმარება A ჯგუფის დიეტა?
მათ, ვინც A ჯგუფის სისხლს მიეკუთვნება,აქვთ განსაკუთრებით დელიკატური ორგანიზმი, მათი იმუნური სისტემა სუსტი და უფრო მგრძნობიარეა ჰორმონალური დისბალანსისა და ფიზიკური,გონებრივი სტრესის მიმართ. ეს ყველაფერი, სხვა სისხლის ჯგუფებთან შედარებით მეტად ზრდის საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიების განვითარების რისკს , როგორიცაა დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და სხვადასხვა სახის კიბო. გენეტიკური მიდრეკილებისადმი მიძღვნილ თავში ეს თემა უფრო კონკრეტულად არის განხილული.
ექიმ Mozzi-ის A ჯგუფის შესაბამისი კვების დაცვით და მისი რეკომენდაციით,რაც მოიცავს ასევე, სპორტის გარკვეულ სახეობებს, ფიზიკურ აქტივობასა და დასვენების ტექნიკას, თქვენ გექნებათ შესაძლებლობა გააუქმოთ ყველა რისკ -ფაქტორი და მნიშვნელოვნად გააუმჯობესოთ თქვენი ზოგადი ჯანმრთელობა .
ეს დიეტა ასევე დაგეხმარებათ, თუ ცდილობთ წონის დაკლებას, ან წონის მომატებას (იგულისხმება კუნთების მასა), ან თუ ხართ სპორტსმენი და ეძებთ ბუნებრივ გზას თქვენი სპორტული შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად .
ეს არის Rh(რეზუს ) დადებითი ჯგუფის დიეტა თუ Rh უარყოფითი ჯგუფის ?
Rh ფაქტორი (რეზუსი) გადამწყვეტია დონაციის შემთხვევაში. როდესაც საქმე ეხება საკვების თავსებადობას დიეტა იდენტურია როგორც A ჯგუფის რეზუს დადებითი(Rh +) , ასევე A ჯგუფის რეზუს უარყოფითი ადამიანებისთვის (Rh-) . ასე რომ, შესაძლო პირადი აუტანლობის გარდა, სასარგებლო, ნეიტრალური და მავნე საკვები იგივეა. რაც ნიშნავს,რომ კვების თვალსაზრისით არ არსებობს სხვაობა A დადებით და უარყოფით სისხლის ჯგუფს შორის, ამიტომ კვების ცხრილები არ განსხვავდება.
ექიმი მოცი არის ექიმი, რომელმაც პირველად შემოიტანა სისხლის ჯგუფის დიეტა ევროპაში, მან ამ დიეტის წყალობით მოახერხა მრავალი პაციენტის განკურნება. ყველაზე მრავალფეროვანი, ხშირად ოფიციალური მედიცინისთვის სერიოზული და განუკურნებელი დაავადებებისგანაც კი.
ექიმის კვლევებისა და გამოცდილების მიხედვით,როგორც ავღნიშნეთ, A სისხლის ჯგუფის სუბიექტები ყველაზე მეტად არიან მიდრეკილნი გულის დაავადებების, დიაბეტის და მრავალი სახის კიბოს განვითარებისკენ. როგორიცაა მკერდის, კუჭისა და თავის ტვინის კიბო. ამ პრეტენზიის მიზეზი არის ის, რომ კიბოს უჯრედებს აქვთ მაღალი მიდრეკილება A ჯგუფის ანტიგენის მიმართ და არ ცნობს მათ მავნედ.
გარდა ამისა, სისხლის ამ ჯგუფს ახასიათებს ბუნებრივი მიდრეკილება, განავითაროს ბაზალური კორტიზოლის უფრო მაღალი დონე და გამოიმუშაოს იგი სტრესის საპასუხოდ. კორტიზოლი არის თირკმელზედა ჯირკვლის დონეზე გამომუშავებული ჰორმონი, რომელიც აფერხებს სხეულის არასაჭირო ფუნქციებს, მოკლევადიან პერსპექტივაში, რაც უზრუნველყოფს სასიცოცხლო ორგანოების მაქსიმალურ მხარდაჭერას. ის ჩვეულებრივ წარმოიქმნება ინტენსიური ფიზიკური აქტივობის ან ტრავმის შემდეგ (ფიზიკური ან გონებრივი). დროთა განმავლობაში კორტიზოლის მუდმივი ჭარბი გამომუშავება რამდენიმე უარყოფით გავლენას ახდენს სხეულზე
1. ამცირებს იმუნურ დაცვას;
2. ამცირებს კოლაგენისა და ძვლის მატრიქსის სინთეზს, რითაც ზრდის ოსტეოპოროზის რისკს;
3. ზრდის სისხლში შაქარს;
4. თავის ტკივილი და კონცენტრაციის დარღვევა დღის განმავლობაში;
5. დარღვეული და წყვეტილი ძილი;
6. სექსუალური სურვილის დაქვეითება;
7. კუნთოვანი მასის დაკარგვის და ცხიმოვანი მასის (ცხიმის) გაზრდის ტენდენცია.
რაც ნიშნავს, რომ A ჯგუფის ადამიანებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანია კორტიზოლის დაბალი დონის შენარჩუნება . ამისთვის სწორი კვების დაცვას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს და ამავდროულად არის რელაქსაციის ვარჯიშები,სპორტული აქტივობები, რომლებიც ძალიან სასარგებლოა ამ მხრივ.
ჯერჯერობით მხოლოდ ნეგატიურ მხარეზე ვისაუბრეთ. მაგრამ, A ჯგუფში ყოფნას მხოლოდ მინუსები არ აქვს. ფაქტობრივად ისტორიის მანძილზე ეს სისხლის ჯგუფი ყოველთვის გამოირჩეოდა, დიდი გამძლეობით ინფექციური დაავადებების მიმართ. როგორიცაა- ჭირი, ჩუტყვავილა, ტუბერკულოზი და ქოლერა.ახასიათებთ დაბალი კუჭის მჟავიანობა,როს გამოც ნაკლებად სავარაუდოა, განვითარდეს კუჭის წყლულები, გასტრიტი ან მსგავსი პრობლემები.
ნებისმიერ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნოთ, თუ როგორ არის შესაძლებელი სისხლის A ჯგუფის დიეტის სწორად დაცვით მინიმუმამდე დაიყვანოთ რისკის ფაქტორები და, შესაბამისად, მიდრეკილება ზემოთ აღნიშნული დაავადებებისადმი. ამავდროულად, გაუმჯობესდეს თქვენი ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა.
ჯგუფი A: რჩევები წონის დაკლებისთვის
წითელი ხორცი არის იმ საკვებს შორის, რომლის თავიდან აცილებაც უნდა მოხდეს
A ტიპის ადამიანებში, მეტაბოლიზმის შენელების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი – მდგომარეობა, რომელიც ემყარება სიმსუქნეს და ჭარბ წონას – არის წითელი ხორცის, შემწვარი ხორცისა და ძეხვეულის ჭარბი მოხმარება . თუ 0 სისხლის ჯგუფის ადამიანებისთვის ხორცის ცილები აჩქარებს მეტაბოლიზმს, რაც მას უფრო ეფექტურს ხდის. A ჯგუფის წევრებზე მათ აქვთ უარყოფითი გავლენა, სინამდვილეში ისინი მიდრეკილია მათი ცხიმის სახით შენახვაზე .
წონის მომატების კიდევ ერთი მიზეზი, A ჯგუფის ადამიანებში, არის რძის პროდუქტები. კერძოდ, ძროხის რძე,უცხიმო და დაძველებული ყველი,რაც ძალიან ცუდად შეიწოვება და შეიძლება გამოიწვიოს მეტაბოლიზმის შენელება. რძის პროდუქტები ასევე ხშირად პასუხისმგებელნი არიან სითხეების დაგროვებაზე (წყლის შეკავება), ასევე ეგრეთ წოდებულ “შეშუპებულ მუცელზე”. ამ მიზეზების გამო, ექიმი მოცის ერთ-ერთი მთავარი რჩევა A სისხლის ჯგუფის ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ წონაში დაკლება და ჯანმრთელი სხეული, არის მთლიანად აღმოფხვრას რძე და მისი ყველა წარმოებული.
ასევე, თავიდან უნდა იქნეს აცილებული მარცვლეულის, ხორბლის (როგორც პური და მაკარონი) გადაჭარბებული მოხმარება. და ბოლოს, A ჯგუფის სუბიექტები ძალიან ბევრ წონას იმატებენ მაშინაც კი, როცა ისინი მუდმივად სტრესის ქვეშ არიან . ეს გამოწვეულია კორტიზოლის ჭარბი წარმოებით. სინამდვილეში, სტრესის ჰორმონები ხელს უწყობენ ინსულინის წინააღმდეგობას და ჰორმონალურ დისბალანსს. გარდა ამისა, სტრესულ სიტუაციებში კუნთოვანი ქსოვილი იწვის ცხიმოვანი ქსოვილის ნაცვლად. ასე რომ, დიეტის გარდა, დასასვენებელი ფიზიკური აქტივობები ასევე ხელს უწყობს წონის დაკლებას.
სტრესი, ფიზიკური დატვირთვა და სპორტი
კორტიზოლის ჭარბი რაოდენობით გამომუშავებას ხელს უწყობს სტრესი. როდესაც ადამიანი იმყოფება სტრესულ ვითარებაში, სხეულის რეაქცია ხდება გონებრივ დონეზე: სხეულში გამოთავისუფლებული ადრენალინი ასტიმულირებს ნერვულ ცენტრებს, რაც იწვევს შფოთვას, გაღიზიანებას და ჰიპერაქტიურობას . დროთა განმავლობაში ამ ვითარებამ შეიძლება შეარყიოს იმუნური სისტემის ეფექტურობა და კარი ღია დატოვოს ინფექციების, გულის დაავადებების და კიბოს სხვადასხვა ფორმებისთვისაც კი.
როგორ შევამციროთ სტრესი?
გარდა ადეკვატური დიეტისა , კორტიზოლის გამომუშავების შესამცირებლად და სხვადასხვა სტრესულ სიტუაციებთან პოზიტიურად გასამკლავებლად, ძალიან სასარგებლო იქნება ისეთი ფიზიკური ვარჯიშის განხორციელება, რომელიც გონებრივ რელაქსაციას უწყობს ხელს , მაგალითად იოგა, სწრაფი სიარული, ზოგიერთი სახის საბრძოლო ხელოვნება, გოლფი, ცურვა, ცეკვა, აერობიკა და სხვა მსუბუქი,გასართობი სპორტი. ასევე მნიშვნელოვანია ყოველდღიური გაჭიმვის ვარჯიშები, კუნთების ელასტიურობის გასაუმჯობესებლად (A სისხლის ჯგუფის ადამიანების კიდევ ერთი სუსტი წერტილი).
დამამშვიდებელი სპორტული აქტივობები არ ნიშნავს ფიზიკური დატვირთვის თავიდან აცილებას,ეს ნიშნავს სხეულის და გონების ვარჯიშში ერთდროულად ჩართვას . ფაქტობრივად, ყველაზე კონკურენტუნარიან სპორტს ეწირება ფიზიკური ენერგია, არანაკლებ მნიშვნელოვანია გონებრივი ენერგიაც ყოველდღიური სტრესის დასაბალანსებლად.
კორტიზოლის დაბალი დონის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია რეგულარულად იძინოთ, დაისვენოთ მინიმუმ 7-8 საათის განმავლობაში . დილის საათებშ მზის სხივების ზემოქმედება კიდევ ერთი სასარგებლო „ხრიკია“ კორტიზოლის დონის შესამცირებლად.
საუზმის არ გამოტოვება,რეგულირებული კვების რეჟიმი და საკვების კარგად ღეჭვა კიდევ ერთი, პატარა საიდუმლოა, კორტიზოლის დაბალი დონის შესანარჩუნებლად. განსაკუთრებით საუზმე უნდა იყოს „კვების მეფე“, ცილებისა და ნახშირწყლების დაბალანსებული კომბინაციით. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი კვება მეტაბოლური მოთხოვნილებების დასაბალანსებლად და სტრესზე რეაქციისთვის. ფაქტიურად, საუზმის გამოტოვება ხელს უწყობს ჰიპერკორტიზოლიზმს (ანუ კორტიზოლის წარმოების ზრდას). ნუ გადააჭარბებთ ყავას . მიუხედავად იმისა, რომ კარგად იტანენ A ჯგუფის ადამიანები და სასარგებლოა, რადგან ის ზრდის კუჭის მჟავიანობას (ამიტომ აუმჯობესებს ხორცის მონელებას), კოფეინის გადაჭარბება ნიშნავს კორტიზოლის წარმოების სტიმულაციას. ასე რომ, უმჯობესია შემოიფარგლოთ 1-2 ჭიქა ყავით დღეში.
A ჯგუფის პიროვნება
A ჯგუფის პიროვნება
შეიძლება არ იცოდეთ, მაგრამ არსებობს მჭიდრო კავშირი პიროვნებასა და სისხლის ტიპს შორის . ამ კუთხით რამდენიმე კვლევა ჩატარდა, განსაკუთრებით იაპონიაში, სადაც სისხლის ჯგუფს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. თავის მხრივ, ექიმი მოციც ადასტურებს, რომ მათ შორის მართლაც არსებობს კავშირი.
A ტიპის ხალხი თავდაპირველად კარგად ეგუებოდა ხალხმრავალ თემებში ცხოვრებას, მდგომარეობა, რომელიც ხელს უწყობს გამორჩეული ფსიქოლოგიური მახასიათებლების განვითარებას. ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება, რომელიც ინდივიდს უნდა ჰქონდეს ამ პირობებში გადარჩენისთვის, არის თანამშრომლობის ძლიერი სული . ჩვენი A ტიპის წინაპრები, ფაქტობრივად, უნდა ყოფილიყვნენ სოციალურად მისაღები, მოწესრიგებული, კანონების პატივისცემით დაჯილდოვებულნი, კარგი თვითკონტროლით. სინამდვილეში, ისინი კარგად ახერხებენ შფოთვის და აგრესიის დათრგუნვას, რადგან სწორედ ამას მოითხოვს სოციალური ცხოვრება. თუმცა, ეს მახასიათებელი ხდის მათ მიდრეკილს ზედმეტი სტრესის დაგროვებისკენ, რამაც გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა სახის პათოლოგია.
რაც შეეხება ტიპიურ მახასიათებლებს, რომლებიც გვხვდება A ჯგუფის სუბიექტებში, იაპონური სისხლის ჯგუფის დოქტრინის მიხედვით (ketsuekigata) ისინი მშვიდი, სერიოზული, სტაბილური და ლოიალური პიროვნებები არიან. მათ აქვთ გადამწყვეტი და მოაზროვნე ხასიათი, ისინი ძალიან ფრთხილად ფიქრობენ თავიანთ სვლებზე, გამოირჩევიან სიზუსტით. გარდა ამისა, მათ, ვინც მიეკუთვნება A გენოტიპს, აქვთ ნაზი, თავშეკავებული და მოკრძალებული ხასიათი, ისინი არიან ზედმიწევნითი, სისტემატური, ორგანიზებული და პუნქტუალური.ამ სისხლის ჯგუფის ადამიანს ურჩევნია მშვიდობიანი ურთიერთობები. ნელია ნდობაში, იცავს წესებს და სოციალურ წესრიგს, იცის როგორ დათრგუნოს ემოციები, ჩვეულებრივ პესიმისტური ხასიათისაა, სიმშვიდის მოყვარულია.
საკვების ცხრილი A ჯგუფის დიეტისთვის
ქვემოთ იხილავთ ცხრილს, A სისხლის ჯგუფის საკვების შესახებ. როგორც დაწერილია წიგნში ” ექიმი მოცის დიეტა “. ეს არის ყველაზე გავრცელებული ჩამონათვალი, რომელიც იყოფა საკვების კატეგორიის მიხედვით (ხორცი, თევზი, რძის პროდუქტები, პარკოსნები, მარცვლეული, ბოსტნეული და ა.შ.) და ეფუძნება A ჯგუფთან თავსებადობას.
სასარგებლო საკვები: შეგიძლიათ გამოიყენოთ ყოველდღიურად. ისინი ყველაზე ამტანი, მოსანელებლად ადვილი, ნოყიერი, ძალისა და ენერგიის მატარებლები არიან. თუმცა, მათაც შეუძლიათ შექმნან პრობლემები, ზედმეტი რაოდენობით გამოყენების შემთხვევაში.
ნეიტრალური საკვები: ისინი მკვებავია, ნაკლებად მოქმედი ვიდრე “სასარგებლო” საკვები. ყოველთვის შეამოწმეთ მისი ტოლერანტობა და მონელება. ზოგიერთ შემთხვევაში, ეს საკვები შეიძლება იყოს უფრო ტოლერანტული, ვიდრე ის, რომელიც მოიხსენიება როგორც “სასარგებლო”.
მავნე საკვები: ეს არის ის საკვები, რომელსაც უნდა მოერიდოთ, რადგან ისინი მავნეა თქვენი ჯგუფისთვის და ამიტომ მიზანშეწონილია მათი გამოყენება რაც შეიძლება ნაკლებად, ან იშვიათად. მძიმე პათოლოგიების მქონეებმა საერთოდ უნდა ამოიღონ რაციონიდან.
A სისხლის ჯგუფის დიეტის დაცვით თქვენ შეძლებთ იპოვოთ და შეინარჩუნოთ ჯანმრთელობის საუკეთესო მდგომარეობა, მიაღწიოთ ჯანსაღ წონას, გააუმჯობესოთ თქვენი სპორტული აქტივობა და თავიდან აიცილოთ, ასევე გააუმჯობესოთ/განკურნოთ მრავალი დაავადება, ხშირად სერიოზულიც.
ვისთვის არის შესაფერისი ეს დიეტა?
სისხლის ჯგუფის დიეტა არის ცხოვრების წესი, ჯანმრთელობის საუკეთესო მდგომარეობის მისაღწევად და შესანარჩუნებლად. ასე რომ, შესაფერისია ნებისმიერი ასაკის და მდგომარეობის ადამიანისთვის-მოზრდილებისთვის, ხანდაზმულებისთვის, ბავშვებისთვის,ორსული და მეძუძური დედებისთვის.
ხორცი
A ჯგუფის საჭმლის მომნელებელ სისტემას არ გააჩნია აუცილებელი ნივთირებები ხორცის , განსაკუთრებით წითელი ხორცის სწორად მოსანელებლად . მათ აქვთ კუჭის დაბალი მჟავიანობა და დეფიციტი ტუტე ფოსფატაზას, ფერმენტის, რომელიც წარმოიქმნება ნაწლავის მიერ და აუცილებელია ცხოველური ცილების,ცხიმების მეტაბოლიზმისთვის. A ჯგუფის ადამიანებისთვის წითელი ხორცის მოხმარება მნიშვნელოვნად ზრდის კუჭის კიბოს განვითარების რისკს, ამიტომ ექიმი მოცი გვირჩევს საერთოდ მოვერიდოთ მას.
მათ შორის ყველაზე მავნე საკვები არის ღორის ხორცი და ძეხვეული( ლორი, სოსისი და ა.შ.).პროდუქტები,რომლებიც შეიცავს ნიტრატებს, რაც ზრდის კუჭის კიბოს განვითარების რისკ ფაქტორს.
სხვადასხვა სახის ხორცს შორის გამონაკლისი არის ქათმის, ინდაურის და ციცარის თეთრი ხორცი , რომელიც ჩამოთვლილია “ნეიტრალურ” საკვებს შორის. ამასთან, ხორცის გარეშეც შეგიძლიათ მიიღოთ საკმარისი ცილები და ცხიმები, თევზითა და კვერცხით ჩანავლებით. რომლიც გაცილებით მარტივი მოსანელებელია A ჯგუფის სისხლის ჯგუფის მქონე ადამიანებისთვის.
სასარგებლო საკვები : –
ნეიტრალური საკვები : ქათამი, ინდაური,ციცარი
მავნე საკვები : ყველა დანარჩენი
თევზი
A ჯგუფის დიეტაში თევზი ფუნდამენტური საკვებია . თავისი თვისებების წყალობით, თევზი არის საუკეთესო საკვები წყარო აქტიური ქსოვილების ასაშენებლად,ვიტამინებისა და ცხიმოვანი მჟავების საპოვნელად, რომლებიც აუცილებელია მთელი ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის. სინამდვილეში, ბევრი თევზი მდიდარია ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავებით, რომელთა გულ-სისხლძარღვთა პრევენციული თვისებები კარგად არის ცნობილი , რომლის მიმართაც A ტიპის ადამიანები უფრო მიდრეკილნი არიან. ომეგას სერიის ცხიმოვანი მჟავები ასევე თამაშობენ გადამწყვეტ როლს უჯრედების ზრდის ფაქტორების წარმოების კონტროლში და შესაბამისად, კიბოს გაჩენის წინააღმდეგ ბრძოლაში .
უნდა დავამატოთ,თევზს აქვს მცირედ გამოხატული ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ამიტომ მისი მიღება განსაკუთრებით ნაჩვენებია ქრონიკული ანთებითი დაავადების და აუტოიმუნური დაავადებების დროს.
ზოგიერთი თევზი თავიდან უნდა იქნას აცილებული, რადგან ისინი შეიცავს ლექტინებს ან პოლიამინებს, რომლებიც მავნეა A ჯგუფის ორგანიზმისთვის. მათ შორის ყველაზე უარესია კიბოსნაირები და მოლუსკები.
მცირე ყურადღება უნდა მიექცეს ლოკოკინას (ე.წ. “მიწის ლოკოკინას”)მისი მოხმარება განსაკუთრებით რეკომენდებულია A ჯგუფის ადამიანებისთვის,მით უფრო ქალებისთვის, რადგან იმუნური სისტემის გაძლიერების გარდა, ის შეიცავს ძლიერ ლექტინს, რომელიც ებრძვის და ანადგურებს ძუძუს კიბოს ორ ყველაზე გავრცელებულ ფორმაზე პასუხისმგებელ კიბოს უჯრედებს.
სასარგებლო საკვები : კობრი,თეთრი თევზი, მიწის ლოკოკინები, ვირთევზა, ქორჭილა, ორაგული (უცხიმო), სარდინი, სკუმბრია, ცისარტყელა კალმახი
ნეიტრალური საკვები : პაიკი, ხმალის თევზი, თინუსი, ორაგული, კალმახი.
მავნე საკვები : ანჩოუსი, გველთევზა, ლობსტერი, ქაშაყი, ხიზილალა, მიდიები, კრევეტები, კრაბი, ჰაკი, ზღვის კაპარჭინა, ხამანწკები, ლოქო, რვაფეხა, შებოლილი ორაგული, მოლუსკები.
ბევრ ცხიმში შემწვარი და შებოლილი თევზი არ არის რეკომენდებული. უპირატესობა მიანიჭეთ ნატურალურს და არა დაკონსერვებულ თევზს. მოერიდეთ თევზისა და რძის პროდუქტების კომბინაციას.
რძე, წარმოებულები და კვერცხი
რძე, იოგურტი და ყველი აძლიერებს ლორწოს წარმოქმნას სასუნთქ სისტემაში, ამიტომ რძის პროდუქტებს უნდა მოერიდოს ყველა ადამიანი, ვისაც აქვს სინუსიტის, ბრონქიტის, გაციების, ხველების, ასთმის ან რესპირატორული დაავადებების პრობლემები.
რძისა და რძის პროდუქტების ყოველდღიურმა მოხმარებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ღვიძლს, ხელი შეუშალოს თირკმლებს ფუნქციონირებაში და გამოიწვიოს ნაწლავის ანთება , შესაბამისად-საკვები ნივთიერებების შეწოვის გაძნელება. შემთხვევითი არ არის, რომ ექიმი მოცი რეკომენდაციას უწევს რძის პროდუქტების გამორიცხვას ყველა იმ ადამიანს, ვისაც აწუხებს ანემია და ქრონიკული დაღლილობა.
რძე და მისი წარმოებულები შეიცავს ცხოველურ ჰორმონებს, მათ შეუძლიათ ხელი შეუშალონ ადამიანის ჰორმონებს, შექმნან დისბალანსი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული უარყოფითი შედეგები დროთა განმავლობაში. ექიმი მოცი საშვილოსნოს, საკვერცხეების და სარძევე ჯირკვლების სიმსივნეების განვითარებაზე პასუხისმგებელ მთავარ კომპონენტად რძის პროდუქტებს ასახელებს . სიმსივნეები, რომელთა მიმართ A ჯგუფის ადამიანები უფრო მიდრეკილნი არიან, რძისა და წარმოებულების თავის არიდება იქნება ფუნდამენტალური ჯანმრთელობისთვის.
საუკეთესო ტოლერანტული რძის პროდუქტებია ახალი და მჭლე პროდუქტები, მით უკეთესი, თუ ისინი თხა ან ცხვარია. მაგრამ თუ გადაწყვეტთ მთლიანად უარი თქვათ რძის პროდუქტებზე, თქვენს სხეულს შეუძლია მხოლოდ მადლობა გადაგიხადოთ.
კვერცხი შესანიშნავი წყაროა ცილის და შეიძლება მოხმარებული იქნეს ყოველ დღე. ისინი რა თქმა უნდა არ გამოიწვევენ ქოლესტერინის მატებას!
სასარგებლო საკვები : კვერცხი
ნეიტრალური საკვები : ფეტა (ახალი თხის და ცხვრის ყველი), უცხიმო სულუგუნი , ძროხის და თხის ნადუღი, თხის იოგურტი
მავნე საკვები : ყველა სხვა რძის პროდუქტი (განსაკუთრებით ცხიმიანი და სეზონური)
თუმცა, დარწმუნებული რომ იყოთ, მიზანშეწონილია უარი თქვათ ყველა რძის პროდუქტზე. კერძოდ, ისინი მთლიანად უნდა იყოს ამოღებული რაციონიდან- საშვილოსნოს, საკვერცხის, სარძევე ჯირკვლისა და პროსტატის სიმსივნეების შემთხვევაში. რძე და რძის პროდუქტები არასოდეს უნდა იყოს შერწყმული ხორცთან, თევზთან და პარკოსნებთან. კვერცხი არ არის რეკომენდირებული ბევრ ზეთში ან კარაქში შემწვარი.
ზეთი და კარაქი
A ტიპის სუბიექტს შეუძლია ზომიერად გამოიყენოს სხვადასხვა სახის მცენარეული ზეთები, რომელთაგან ზოგიერთი ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის უკეთ მუშაობას. განსაკუთრებით ცივი დაწურვით მიღებული ზეითუნის ზეთი , რომელიც მდიდარია მონოუჯერი ცხიმოვანი მჟავებით, ხელს უწყობს ქოლესტერინის შემცირებას და იცავს გულს. სელის ზეთი და კანაფის თესლის ზეთი მდიდარია ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავებით, რომლებიც ასევე სასარგებლოა ქოლესტერინის შესამცირებლად,ასევე აქვს ძლიერი ანთების საწინააღმდეგო თვისებები.
რეკომენდირებულთა სიაში ტქვენ ასევე ნახავთ ყურძნის წიპწის ზეთს,ცივი დაწურვის,ის ნაკლებად გაჯერებულია ცხიმით.
სასარგებლო საკვები : მზესუმზირის ზეთი, ზეითუნის ზეთი, ბრინჯის ზეთი, გოგრის თესლის ზეთი, ყურძნის თესლის ზეთი, არაქისის კარაქი.
ნეიტრალური საკვები : ვირთევზას ღვიძლის ზეთი, ნუშის ზეთი, მზესუმზირის კარაქი, ნუშის, თხილის და სეზამის კარაქი.
მავნე საკვები : არაქისის ზეთი, სიმინდის ზეთი, სეზამის ზეთი, ცხოველური წარმოშობის კარაქი
ყოველთვის მიზანშეწონილია მათი ჭამა უმი, მოერიდეთ მოხარშვას ან შეწვას.
თესლი და ჩირი
თესლი და ჩირი
თესლი და ჩირი შეიძლება იყოს პროტეინის მნიშვნელოვანი დამატებითი წყარო , ასევე უჯერი ცხიმების, ვიტამინების და მინერალების. ბევრ ამ საკვებს, მათ შორის ნიგოზს , აქვს პოლიამინების კონცენტრაციის დაქვეითების თვისება, ნივთიერებები, რომლებიც აუცილებელია უჯრედების ზრდისთვის, რომელთა მაღალი კონცენტრაცია საშიშია, რადგან ხელს უწყობს კიბოს უჯრედების განვითარებას.
სხვადასხვა თესლებს შორის ექიმი მოცი გვირჩევს გოგრის თესლს , რომელიც განსაკუთრებით სასარგებლოა მამაკაცებისთვის, რადგან ისინი დადებით როლს ასრულებენ პროსტატის სხვადასხვა დაავადების პროფილაქტიკასა და მკურნალობაში.
სასარგებლო საკვები : არაქისი, ნიგოზი და გოგრის თესლი
ნეიტრალური საკვები : წაბლი, ნუში, თხილი, მზესუმზირის თესლი, კანაფის თესლი, ყაყაჩოს თესლი, სეზამის თესლი
მავნე საკვები : კეშიუ, ბრაზილიური თხილი და ფისტა
რაც შეეხება ჩირს (ქლიავი, ფინიკი, ლეღვის ჩირი და ა.შ.) მიზანშეწონილია შეამოწმოთ, რომ არ არის დამუშავებული და არ არის დამატებული შაქარი. ექიმი მოცი გვირჩევს არ გადააჭარბოთ რაოდენობას და არ მიირთვათ ზაფხულში ნიგოზი.მოერიდეთ წაბლის რძესთან შერწყმას.
სოიო
A სისხლის ჯგუფის ადამიანები არიან ისინი, ვსითვისაც ყველაზე მეტი სარგებელი მოაქვს სოიოს და მის წარმოებულებს. სოიოზე დაფუძნებული პროდუქტები შეგიძლიათ მიიღოთ ყოველდღე.
სოიოს პროდუქტები, როგორიცაა მისო, ნატო, ტემპე და სოიოს სოუსი, შეიცავს ანტიოქსიდანტებს და იზოფლავონებს კიბოს საწინააღმდეგო თვისებებით , აუმჯობესებს რკინის შეწოვის სიჩქარეს და ზრდის თუთიის ხელმისაწვდომობას. ტემპე ასევე შეიცავს ვიტამინ B12-ს , რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია A ჯგუფის ვეგეტარიანელებისთვის. და ბოლოს, ასევე რეკომენდებულია სოიოს მოხმარება ცუდი ქოლესტერინის დონის შესამცირებლად .
სოიოს რძე და სოიოს იოგურტი ძროხის რძისა და იოგურტის ჯანსაღი შემცვლელია. თუ რძის გარეშე ნამდვილად არ შეგიძლიათ, გადადით სოიოს რძეზე.
სასარგებლო საკვები : სოიოს ყველი (ტოფუ), სოიოს რძე, სოიოს იოგურტი
ნეიტრალური საკვები : –
მავნე საკვები : –
პარკოსნები
A ჯგუფის ადამიანები დიდ სარგებელს ნახულობენ ცილებით, რომლებიც გვხვდება ბევრ ლობიოში და პარკოსნებში. ზოგადად, ამ კატეგორიის საკვები, თევზის, კვერცხისა და ბოსტნეულის სწორ არჩევანთან ერთად, საკმარისზე მეტია სისხლის A ჯგუფის სუბიექტების უზრუნველსაყოფად ძირითადი მასალით, რომელიც აუცილებელია მათი აქტიური ქსოვილების მასის ასაშენებლად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოია, რადგან ისინი არსებითი ამინომჟავების შესანიშნავი წყაროა და შეიცავს ლექტინს, რომელსაც შეუძლია გააძლიეროს იმუნური დაცვა კიბოს სხვადასხვა ფორმის წინააღმდეგ.
ექიმი მოცი რეკომენდაციას უწევს პარკოსნებს, როგორც სრულყოფილ შემცვლელს არა იმდენად ხორცისა და თევზის, არამედ მარცვლეულის . მიუხედავად იმისა, რომ A ჯგუფის ადამიანები კარგად ითვისებენ მარცვლეულში შემავალ ნახშირწყლებს, განსაკუთრებით ხანდაზმულ ასაკში, მათი ხშირი მოხმარების შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს წონის, ქოლესტერინის, არტერიული წნევის და სისხლში შაქრის მატება. პარკოსნებს არანაირი გავლენა არ აქვს მათზე, ამიტომ მათი მოხმარება უპრობლემოდ შეიძლება.
სასარგებლო საკვები : წითელი სოიო, შავი თვალის ლობიო, ოსპი, ყვითელი და მწვანე სოიო.
ნეიტრალური საკვები : ახალი ბორლოტის ლობიო, ცულისპირა, კანელინის ლობიო, მწვანე ლობიო,ცერცვი, ბარდა
მავნე საკვები : ხმელი ბორლოტის ლობიო, მუხუდო, თეთრი ლობიო ესპანეთიდან.
არ არის რეკომენდებული პარკოსნების შერწყმა რძის პროდუქტებთან, ხილთან და მარცვლეულთან.
ამარანტი და მარცვლეული
A ტიპის ადამიანები არიან ისინი, ვინც ყველაზე მეტად ადაპტირებულია მარცვლეულზე დაფუძნებულ დიეტაზე, განსაკუთრებით თუ ბიოლოგიური წარმოშობისაა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ პურის და მაკარონის ჭამა სურვილისამებრ შეიძლება, სინამდვილეში ხორბალი წარმოადგენს ერთ-ერთ იმ მარცვლეულს, რომელსაც A ჯგუფისთვის უბრალოდ შეუთავსებელია. ხორბალი ადუნებს კუნთოვან ქსოვილს , რაც მათ ანიჭებს ნაკლებ ტონუსს და ხდის ნაკლებად რეაქტიულს. გარდა ამისა, დღევანდელი ხორბალი შეიცავს გლუტეინის მნიშვნელოვან რაოდენობას , ასე რომ, თუ თქვენ გაქვთ აუტანლობა ან ხართ მგრძნობიარე ამ ცილის მიმართ,უნდა მოერიდოთ ხორბალს, ისევე როგორც სხვა მარცვლეულს, რომელიც შეიცავს გლუტეინს, მათ შორის შვრია.
ხორბალი, ისევე როგორც რძის პროდუქტები, ზრდის ლორწოს გამომუშავებას , ამიტომ მას ასევე უნდა მოერიდონ მტვრისა და ბალახის მიმართ ალერგიის მქონე პირებმა და რესპირატორული პრობლემების მქონე ადამიანებმა. სულ უფრო მეტი კვლევა არსებობს, რომლებიც ხორბლის მოხმარებას უკავშირდება, რამდენიმე აუტოიმუნურ დაავადებას , როგორიცაა ფსორიაზი, კრონის დაავადება, ლუპუსი და ა.შ. ასე რომ, თუ რომელიმე ჩამოთვლილი პათოლოგია გაწუხებთ, ექიმი მოცი მკაცრად გირჩევთ, რომ მთლიანად უარი თქვათ პურის, მაკარონის, პიცის და ზოგადად ყველა იმ სახამებლის შემცველი პროდუქტების მოხმარებაზე, რომელიც დაფუძნებულია ხორბლის ფქვილზე.
კინოა, წიწიბურა და ამარანტი არის “ფსევდომარცვლეული” , არ შეიცავს გლუტენს და არ მიეკუთვნება მათ დიდ ოჯახს. ასე რომ, თუ თქვენ გაქვთ ალერგიის პრობლემა, ფსევდომარცვლეულებს უპირატესობა ენიჭებათ. განსაკუთრებით მითითებულია ამარანტის მოხმარება , რადგან ის შეიცავს ლექტინს, რომელსაც აქვს ძლიერი ანტისიმსივნური აქტივობა მსხვილი ნაწლავის უჯრედების წინააღმდეგ.
სასარგებლო საკვები : ამარანტი და წიწიბურა.
ნეიტრალური საკვები : სიმინდის სახამებელი, შვრია, სიმინდი, ფეტვი, კინოა, ბრინჯი (ყველა სახეობა), სორგო, ტაპიოკა.
მავნე საკვები : კუსკუსი, ხორბლის ქატო, კამუტის ქატო, კარტოფილის სახამებელი, ხორბალის ფქვილი, მუსლი, ჭვავი, სეიტანი, ხორბლის მარცვალი.
ექიმი მოცი ყოველთვის გვირჩევს ვახშმის დროს თავი აარიდოთ სახამებლის შემცველ საკვებს, განსაკუთრებით ასაკის მატებასთან ერთად. ისინი ზრდიან არტერიულ წნევას, ქოლესტერინს, სისხლში შაქარს და წონას. წიწიბურას უმჯობესია მოერიდოთ ზაფხულში. კინოა ძალიან კარგი ელემენტია, მაგრამ არ არის რეკომენდებული ორ წლამდე ასაკის ბავშვებში და მეძუძურ დედებში გამოყენება, რეკომენდებულია ყოველთვის კარგად მოხარშული მიირთვათ. ბრინჯი უმჯობესია არ მიირთვათ ღვინოსთან, ლიმონთან და გოგრასთან ერთად. ექიმი მოცი ყოველთვის გვირჩევს, თავი აარიდოს ყველა მარცვლეულს, რომელიც შეიცავს გლუტენს, მაშინაც კი, თუ თეორიულად ისინი წარმოადგენენ A გენოტიპის ტოლერანტულ საკვებს.
ბოსტნეული
A ჯგუფის დიეტაში ბოსტნეული უბრალოდ აუცილებელია და უნდა მიირთვათ ყოველ კვებაზე, თავისთვად სეზონური და ორგანული. როგორც არაერთხელ ვთქვით, სისხლის ეს ჯგუფი სხვებზე მეტად მიდრეკილია სხვადასხვა ტიპის სიმსივნის განვითარებისკენ. ბოსტნეული, ვიტამინების, მინერალური მარილების, ანტიოქსიდანტების, ფერმენტების და ცხიმოვანი მჟავების ძვირფასი შემცველობის წყალობით, წარმოადგენს თქვენს საუკეთესო მოკავშირეს ამ დაავადებების გაჩენის თავიდან ასაცილებლად და საბრძოლველად.
ყველაზე მეტად რეკომენდებულ ბოსტნეულებს შორის გვხვდება ბროკოლი და სავოის კომბოსტო, მდიდარი ვიტამინებითა და ანტიოქსიდანტებით, რომლებსაც შეუძლიათ გააძლიერონ იმუნური სისტემა და თავიდან აიცილონ სხვადასხვა სახის კიბოს უჯრედების წარმოქმნა.ასევე სასარგებლოა ქამა(შამპინიონი) სოკო , რომელიც შეიცავს სპეციალურ ლექტინებს, რომლებსაც შეუძლიათ კიბოს წინააღმდეგ ბრძოლა. ასევე რეკომენდირებულია ხახვი , კვერცეტინის შემადგენლობის გამო (ძლიერი ანტიოქსიდანტი) და ნიორი- ბუნებრივი ანტიბიოტიკი და სისხლის გამათხელებელი. ძვირფასი შემცველობის გამო ხახვი , განსაკუთრებით შესაფერისია A ჯგუფის ადამიანებისთვის, რომლებიც არიან უფრო მიდრეკილი გულ-სისხლძარღვთა დაავადების და ინსულტისაკენ.
არტიშოკი განსაკუთრებით რეკომენდირებულია ღვიძლის და სანაღვლე გზების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. თუმცა, არტიშოკი არ არის რეკომენდებული, მათთვის, ვისაც ნაღვლის ბუშტი აქვს ამოღებული.
A ტიპის ადამიანებს შეუძლიათ ბოსტნეულის უმეტესობის ჭამა, მაგრამ მათ ფრთხილად უნდა მოერიდონ ძაღლყურძენისებრთა ოჯახის ყველა ბოსტნეულს. კერძოდ- პომიდორს, კარტოფილს, ბადრიჯანს და წიწაკას. ყველა ეს ბოსტნეული შეიცავს ლექტინებს, რომლებიც ნამდვილად საზიანოა საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის.
სასარგებლო საკვები : ნიორი, არტიშოკი, სტაფილო, ვარდკაჭაჭა, ხახვი, ალფა-ალფა, ლობიოს ყლორტები,სოიოს ყლორტები, პრასი, ოხრახუში,ჭარხალი,ბაბუაწვერაას ფოთლები, ისპანახი,სავოის კომბოსტო და გოგრა.
ნეიტრალური საკვები : ზღვის მცენარეები, სატაცური, ბრიუსელის კომბოსტო,ჭყიმამხალი, კიტრი, დაიკონი, კამა, სოკო,ვარდკაჭკაჭა,ვარდკაჭკაჭა ენდოვი, მწვანე ზეთისხილი, ბოლოკი, რუკოლა, შალოტი, ნიახური, ტრიუფელი, ყაბაყი
მავნე საკვები : თეთრი კომბოსტო, ჩინური კომბოსტო, წითელი კომბოსტო, ბადრიჯანი, კარტოფილი, წითელი და თეთრი ტკბილი კარტოფილი, ჩილი, წიწაკა,ბულგარული წიწაკა და პომიდორი.
ექიმი მოცი გვირჩევს, მოერიდოთ ნიორს, თუ საჭმლის მომნელებელი სისტემის ანთება გაქვთ.უმჯობესია მოერიდოთ სოკოს მოხმარებას, თუ ღვიძლის პრობლემები გაქვთ. მიირთვით მხოლოდ სეზონური ბოსტნეული.
ხილი
ხილი მდიდარია ვიტამინებითა და ანტიოქსიდანტებით, ამიტომ ის შეიძლება იყოს მოქმედი მოკავშირე A ჯგუფის ადამიანების ჯანმრთელობისთვის. თუმცა, მისი უზომოდ გამოყენება არ შეიძლება, რადგან ის შეიცავს უამრავ ფრუქტოზას , შაქარს, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ანთებითი ფენომენი ჭარბი მოხმარების შემთხვევაში, განსაკუთრებით ცივ სეზონზე. ამ მიზეზით, ექიმი მოცი გვირჩევს დღეში 1 ან მაქსიმუმ 2 ხილის მიღებას, სასურველია საუზმეზე ან დღის პირველ ნახევარში.
ყველაზე რეკომენდებულ ხილებს შორის ძირითადად ლიმონი და გრეიფრუტი გვხვდება, რომლებიც შესანიშნავი გამწმენდებია. ანანასი ხელს უწყობს წონის დაკლებას, აქვს დაბალი შაქრის შემცველობა და მოქმედებს როგორც საჭმლის მომნელებელი საშუალება ხორცთან ან თევზთან ერთად (არასოდროს მარცვლეულთან ან პარკოსნებთან). შავი ყურძენი შეიცავს ლიკოპენებს, მაგრამ განსხვავებით პომიდვრისგან თავსებადია A ჯგუფის ადამიანებისთვის.
აკრძალულ ხილებს შორის ვხვდებით ფორთოხალს. თუ A ჯგუფში ხართ, უკეთესია უარი თქვათ მასზე, თუნდაც ძალიან მოგწონდეთ. სინამდვილეში, ისინი აღიზიანებენ კუჭის კედლებს და შეუძლიათ ხელი შეუშალონ აუცილებელი მინერალების შეწოვას. ასევე, თუ ჭარბად ჭამთ, ამან შეიძლება გამოიწვიოს კუნთების და სახსრების ტკივილი .
სასარგებლო საკვები : გარგარი, ლეღვი, ლიმონი, მოცვი, მაყვალი, გრეიფრუტი, ქლიავი, ქიშმიში.
ნეიტრალური საკვები : საზამთრო, ავოკადო, ხურმა, ოპუნცია, მარწყვი, თუთა, კივი, ჟოლო, ბროწეული, ვაშლი, ყვითელი ნესვი, მსხალი, ატამი , შავი და წითელი მოცხარი, თეთრი და წითელი ყურძენი, ხურტკმელი.
მავნე საკვები : ფორთოხალი, ბანანი, მანდარინი, ნესვი, ქოქოსი, პაპაია.
ხილის მიღების დროს ყოველთვის გასათვალისწინებელია რომ იყოს სეზონური. არასოდეს არ უნდა იყოს შერწყმული მარცვლეულთან, სახამებლის შემცველ საკვებთან და პარკოსნებთან.
სანელებლები და მსგავსი
სანელებლები წარმოადგენს ძვირფას მოკავშირეს, არა მხოლოდ სამზარეულოში, ჩვენი კერძების გემოს გასაუმჯობესებლად, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც, ჩვენი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად და მრავალი დაავადების თავიდან ასაცილებლად. ზოგიერთი სანელებელი,იდეალურად მოქმედებს A ჯგუფზე, რადგან ისინი მდიდარია სასარგებლო თვისებებით, რომელსაც შეუძლია გააძლიეროს იმუნური სისტემა,რაც როგორც ვიცით, სხვა სისხლის ჯგუფებთან შედარებით პრობლემურია A ჯგუფისთვის.
მაგალითად, ულუმბო (უცხო სუნელი) არის ფართოდ გამოყენებული სანელებელი ახლო აღმოსავლეთის სამზარეულოში, ის ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, არეგულირებს ქოლესტერინს და სისხლში შაქარს, აუმჯობესებს ღვიძლის მუშაობას . კურკუმა- შეიცავს კურკუმინს, გამოიჩევა ძლიერი ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით, ასევე აქვს უნარი შეანელოს ნაღვლის ბუშტში ქვების წარმოქმნა და ხელი შეუშალოს მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარებას.
რეკომენდირებულია ქინძის თესლის გამოყენება , სანელებლის, რომელიც აუმჯობესებს ღვიძლის მიერ ნაღვლის მჟავას სინთეზს და ხელს უწყობს ცუდი ქოლესტერინის (LDL) შემცირებას და კარგის (HDL) მატებას . ქინძს ასევე აქვს დეტოქსიკაციის თვისებები რამდენიმე მძიმე მეტალის წინააღმდეგ.
ასევე გამოიყენეთ ყველაზე გავრცელებული არომატული სანელებლები, როგორიცაა როზმარინი, ორეგანო, პიტნა და სალბი , რომლებიც შესანიშნავი მოკავშირეა თქვენი საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის. თუმცა, თუ გასტროეზოფაგური რეფლუქსი გაწუხებთ, პიტნის მიღება არ არის რეკომენდებული.
სასარგებლო საკვები : მისო (მხოლოდ სოიო), თამარი (მხოლოდ სოიოს სოუსი), მდოგვი (ძმრის გარეშე), ჯანჯაფილი
ნეიტრალური საკვები : დაფნის ფოთოლი, ანისული, ღვიის კენკრა, რეჰანი, ბერგამოტი, დარიჩინი, ქინძი, ძირა, კურკუმა, ტარხუნა,მწვანე ხახვი, კამის თესლი, ლუდის საფუარი,მარჯორამი, პიტნა, მუსკატის კაკალი, ორეგანო, როზმარინი, მარილი , სალბი, ქონდარი, ბეგქონდარა,ზაფრანა.
მავნე საკვები : ძმარი (ყველა სახის), კაპარი, ჟელატინი, გლუტამატი, კეტჩუპი, მაიონეზი, წიწაკა (ყველა სახის), ჩინური რევანდი,ბოსტნული ძმრით..
მცენარეები და ჩაი
კარგი კვების გარდა, A ჯგუფის ადამიანებს შეუძლიათ დაეყრდნონ სამკურნალო თვისებების მქონე მრავალი მცენარის კენკრის და ფესვების გამოყენებას, რომლებსაც შეუძლიათ შეავსონ მათი გენეტიკური ხარვეზები.
იმუნური სისტემის გასაძლიერებლად ,ინფექციების და კიბოს პათოლოგიების გაჩენის საწინააღმდეგოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ ხისებრი ალოე ან ალოე ვერა. ასკილი განსაკუთრებით მდიდარია C ვიტამინით, ასევე ძალიან სასარგებლოა ამ მიზნით . ასკილის ექსტრაქტი ძალზე ეფექტურია აუტოიმუნური დაავადებების დროს, ანთებითი მდგომარეობის შესამცირებლად.
გინკო ბილობა არეგულირებს სისხლის მიმოქცევას,ხელს უშლის შედედების წარმოქმნას,ეხმარება გააუმჯობესოს მეხსიერება და აქვს მნიშვნელოვანი სტრესის საწინააღმდეგო მოქმედება , რადგან ის გავლენას ახდენს კორტიზოლის გამომუშავებაზე.
სტრესთან საბრძოლველად, ასევე ძალიან სასარგებლოა ზოგიერთი მცენარე „ადაპტოგენური“ მოქმედებით , როგორიცაა ჯინსენგი მამაკაცებისთვის (უკუნაჩვენებია თუ გაწუხებთ ჰიპერტენზია) და ციმბირული ჟენშენი (Eleutherococcus senticosus) ორივე სქესისთვის.
სასარგებლო საკვები : ალფა-ალფა, ალოე,ოროვანდი , კუნელი, გვირილა, ბაყაყურა, ექინაცეა,ულუმბო, ჯინსენგი, კრაზანა, პროპოლისი, ასკილი, ბაბუაწვერა, ვალერიანა, კოჭა.
ნეიტრალური საკვები : ფარსმანდუკი , არყი,წიწმატურა , გულყვითელა, ევკალიპტი,ვირისტერფა, კამის თესლი, პიტნა, ოხრახუში, ძირტკბილას ფესვი, სალბი, ანწლი, ცაცხვი და ცოცხანა( verbena officinalis)
მავნე საკვები : მჟაუნა, სიმინდის ულვაში, სვია, კატაპიტნა, წიწაკა (ყველა სახის), რევანდი და წითელი სამყურა.
ტკბილეული
დესერტები ყოველთვის უნდა იქნას მიღებული ზომიერად და სასურველია დღის პირველ ნახევარში. თაფლი არის ძალიან კარგი შაქრის შესაცვლელად,ასევე აგავას სიროფი,რომელსაც აქვს დაბალი გკლიკემიური ინდექსი ვიდრე თაფლს.
თუ გაწუხებთ ალერგია ბალახზე ან მტვერზე , მოერიდეთ ყავისფერ შაქარს და ნაცვლად გამოიყენეთ ჩვეულებრივი თეთრი შაქარი (ან ჭარხლის შაქარი, თუ იშოვით). ლერწმის,ყავისფერი შაქარი მიიღება Graminaceae ოჯახის მცენარისგან, ამიტომ შეიძლება გამოიწვიოს სასუნთქი სისტემის პრობლემები.
პროდუქტები ფორმულირებით “შაქრის გარეშე”, როგორიცაა გამაგრილებელი,გაზიანი სასმელები, ტკბილეული და საღეჭი რეზინი, ყოველთვის შეიცავს დამატკბობლებს. ისინი ძირითადად სინთეზური დამატკბობლებია, რომლებიც განსაკუთრებით საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის და ამიტომ თავიდან უნდა იქნას აცილებული.
სასარგებლო საკვები : მელასა(ჭარხლის შავი ბადაგი)
ნეიტრალური საკვები : ბრინჯის და შვრიის სასმელები, შავი შოკოლადი, ნუშის რძე, ქერის ალაო, თაფლი, ნეკერჩხლის სიროფი, აგავას სიროფი, ჭარხალის და ლერწმის შაქარი.
მავნე საკვები : ასპარტამი, საღეჭი რეზინი, უშაქრო ტკბილეული სინთეზური დამატკბობლებით, ფრუქტოზა, მალტოდექსტრინი და ქსილიტოლი
უშაქრო ტკბილეული ყველაზე ცუდია, რადგან ისინი რეალურად არ არსებობს და შეიცავს სხვა ტიპის შაქარს (დამატკბობლებს), რომლებიც ბევრად უფრო მავნეა ვიდრე ჩვეულებრივი საქაროზა. გამოიყენეთ მარცვლეულის შემცველი სასმელები სიფრთხილით. ექიმი მოცი ურჩევს ყველას და განსაკუთრებით მათ, ვისაც ალერგია აქვს ბალახზე, მოიხმარონ თეთრი შაქარი და არა ლერწამის (რადგან როგორც ავღნიშნეთ მცენარეული წარმოშობისაა).
სასმელები
ბუნებრივი წყლის გარდა, რომელიც კარგია სისხლის ყველა ჯგუფისთვის, A ჯგუფის დიეტა ასევე მოიცავს თეთრი ან წითელი ღვინის გამოყენებას . კერძოდ, წითელი ღვინო, თუ ის არის კარგი ხარისხის, შეიცავს სულფიტებს და მისი ზომიერად მიღება, დადებითად მოქმედებს გულის ჯანმრთელობაზე . თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ არ დალიოთ იგი ბრინჯის ან სხვა ნახშირწყლების შემცველ კვებასთან ერთად, მაშინ როცა ის შესანიშნავად არის შერწყმული ხორცთან ან თევზთან ერთად. თუმცა ლუდი ნამდვილად მავნეა და ამიტომ უნდა მიიღოთ იშვიათად.
ყავა არის დაშვებული და იმის გათვალისწინებით, რომ იზრდება კუჭის მჟავიანობა, არის დამატებით დახმარება საჭმლის მონელებისთვის, თუ მას მიიღებთ ცხელს და შაქრის გარეშე. ექიმი მოცი გვირჩევს არ გადავაჭარბოთ 2ჭიქა ყავას დღეში.
მწვანე ჩაი არის უაღრესად სასიკეთო სასმელი A ჯგუფის წევრებისთვის.ის მდიდარია ანტიოქსიდანტებით, დადებიტად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე და უზრუნველყოფს დამატებით დაცვას სიმსივნური უჯრედების წარმოქმნისგან . შავი ჩაი აღიზიანებს კუჭს და თავიდან უნდა იქნას აცილებული.
სასარგებლო საკვები : ნატურალური წყალი, ვარდკაჭაჭას ყავა, მწვანე ჩაი, ბანჩას ჩაი, წითელი ღვინო (ზომიერად)
ნეიტრალური საკვები : ყავა (ზომიერად), ჟენშენის ყავა (რძის გარეშე), კარკადე, კამის ჩაი, თეთრი ღვინო (ზომიერად)
მავნე საკვები : უშაქრო,გამაგრილებელი სასმელები, გაზიანი ან კოლაზე დაფუძნებული სასმელები, ლუდი, ძლიერი ალკოჰოლური სასმელები, სიდრი, შავი ჩაი და კოფეინის გარეშე ჩაი.
ქერის ყავა არ არის რეკომენდებული, რადგან ის შეიცავს გლუტენს. ღვინოს უმჯობესია მოერიდოთ საღამოს. ექიმი მოცი გვირჩევს მის გამოყენებას საკვები მოხმარებისთვის,ზეთის ნაცვლად.
სოუსები
სასარგებლო საკვები:
ნეიტრალური საკვები: ნებადართულია ხილის მურაბები, რეჰანზე დაფუძნებული სოუსები (პესტო, ნებადართულია ყველით), არტიშოკი, ოხრახუში და სოიო; მდოგვი ძმრის გარეშე.
მავნე საკვები: ძმარი, კაპერსი, კეტჩუპი და სხვა პომიდვრის საწებელი, მაიონეზი, ნაღების შემცველი სოუსები, შავი ზეთისხილი, წიწაკა(ყველა ტიპის), მწნილი ძმრით, ტკბილი ბოსტნეული.
საუზმე სისხლის A ჯგუფისთვის
ყველაზე “რთულ” კვებას შორის მათთვის, ვინც ემზადება სისხლის ჯგუფის დიეტის დასაცავად , რა თქმა უნდა არის საუზმე.განსაკუთრებით თუ მიჩვეული ხართ დღის დაწყებას ერთი ჭიქა რძით, ან კაპუჩინოთი, ხილის იოგურტით, კარაქით. ყველაფერი ძალიან კარგია, ეჭვგარეშეა, მაგრამ ჯანსაღი თვალსაზრისით, ეს საუზმე ნამდვილად ყველაზე ცუდია.უმჯობესია დაივიწყოთ რძე და იოგურტი(ცხოველური წარმოშობის), ხორბლის შემცველი ნებისმიერი პროდუქტი და ორცხობილა, რომელიც ასევე შეიცავს დიდი რაოდენობით პალმის ზეთს, შაქარს და ხშირად რძის პროდუქტებს, როგორიცაა კარაქი და ნაღები.
მოდით, ვნახოთ საუზმის რამდენიმე მაგალითი A ჯგუფის დიეტისთვის , რომელიც შეესაბამება მითითებებსა და საკვების კომბინაციებს, რომლებიც რეკომენდირებულია ექიმი მოცის მიერ, თავის წიგნში.
დასაწყისისთვის წყალი და ლიმონი
საუზმემდე ნახევარი საათით ადრე მაინც, ექიმი მოცი ურჩევს A ჯგუფში მყოფ ადამიანებს დალიონ ერთი ჭიქა თბილი წყალი, ნახევარი ლიმონის (ან მთელი ლიმონის, თუ გსურთ) წვენით. ლიმონს, მიუხედავად იმისა, რომ არის მჟავე, აქვს შესანიშნავი ტუტე, შარდმდენი და გამწმენდი თვისებები,ასევე მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ნაწლავების რეგულარობას. ასე რომ, ეს ძალიან შესაფერისი საშუალებაა აგრეთვე მათთვის, ვისაც აწუხებს გაღიზიანებული ნაწლავი (კოლიტი).
ჭიქა ნელთბილი წყლისა და ლიმონის დალევიდან ნახევარი საათის შემდეგ შეგვიძლია მოვამზადოთ კარგი და უხვი საუზმე. დაიმახსოვრეთ,როგორც ექიმი ამბობს თვის წიგნში,საუზმე არის ყველაზე მნიშვნელოვანი კვება და არ უნდა გამოტოვოთ , რადგან მისი გამოტოვება ნიშნავს კორტიზოლის (სტრესის ჰორმონის) დონის ამაღლებას და ეს ცუდია !
მოდით ახლა ვნახოთ ტიპიური საუზმის რამდენიმე პრაქტიკული მაგალითი სისხლის A ჯგუფისთვის, როგორც ტკბილი, ასევე მარილიანი. ექიმი მოცი სერიოზული პრობლემების შემთხვევაში, როგორიცაა სიმსივნე და აუტოიმუნური დაავადებები გვირჩევს მარილიან საუზმეს.
ტკბილი საუზმე
- ყავა, ნებადართული და სეზონური ხილი და შემწვარი კვერცხი;
- ჭიქა ნუშის რძე და ერთი ნაჭერი წაბლის ქვილის კექსი.
- მწვანე ჩაი, სოიოს იოგურტი, მუჭა მოცვი და 3-4 თხილი;
- ჭიქა სოიოს რძე, 2-3 ლეღვის ჩირი და მოხარშული კვერცხი;
- კარკადე, 2-3 წიწიბურას ფქვილის ნამცხვარი, ზემოდან ცოტა ქლიავის ჯემი;
- მწვანე ჩაი და 2 წაბლის ფქვილის ბლინი თაფლით;
- ჭიქა სოიოს რძე, 3-4 კინოას ნამცხვარი და სეზონური ხილი, თქვენი არჩევანით, A ჯგუფისთვის შესაფერისი;
- ჭიქა ვარდკაჭაჭას ყავა, გამომცხვარი ვაშლი დარიჩინით და ათქვეფილი კვერცხი.
მარილიანი საუზმე
- მწვანე ჩაი, 3-4 კატლეტი კვერცხით და კანელინის ლობიოთი და რამდენიმე მწვანე ზეთისხილი;
- ჭიქა ნუშის რძე (შაქრის გარეშე), 2-3 კინოას გალეტი და ნაჭერი ინდაურის მკერდი;
- მცენარეული ჩაი (მაგალითად,ბეგქონდარა, პიტნა, ან სხვა ნებადართული მცენარეი), გამომცხვარი ომლეტი ბოსტნეულით და 5-6 ნუშით;
- ჭიქა ნუშის რძე (უშაქრო), თეფში კინოა ბოსტნეულით და ორაგული;
- ყავა, წიწიბურას კრეკერი გაწურული ნადუღით და 4-5 ნიგოზი;
- ასკილის ჩაი, ათქვეფილი კვერცხი ბოსტნეულით (მაგ. ვარდკაჭაჭა) და 5-6 არაქისი;
- ვარდკაჭაჭას ყავა, ჩაშუშული ბოსტნეული, გამომცხვარი გოგრა და სკუმბრია;
- კარკადე, სოიოს იოგურტი აფუებული ამარანტით და შემწვარი კვერცხით.
ეს საუზმის მხოლოდ რამდენიმე მაგალითია.
რეცეპტი A სისხლის ჯგუფისთვის
რეცეპტებს შორის ყველაზე მოთხოვნადი დესერტებია კინოას ფქვილის, ნუშის ან წიწიბურას ფქვილისგან დამზადებული დესერტები, რომლებიც თავსებადია A ტიპის ჯგუფთან, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას პურის, ბისკვიტის ან გემრიელი ნამცხვრების მოსამზადებლად.
ორცხობილა წიწიბურას ფქვილით
ინგრედიენტები:

1. წიწიბურის ფქვილი – 200გრ;
2. შაქარი – 30გრ;
3. საცხობი საფუარი – 4გ;
4. საშუალო ზომის კვერცხი – 1;
5. ნუშის რძე – 80მლ;
6. ჯემი გემოვნებით – 180გრ.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ: შეარჩიეთ ხილის ჯემი, რომელიც შეესაბამება თქვენს სისხლის ჯგუფს.
მომზადება:
ცომის მოსამზადებლად თასში აურიეთ მშრალი ინგრედიენტები: ფქვილი, შაქარი და საფუარი. შუაში დაამატეთ კვერცხი და დაიწყეთ მორევა, შემდეგ რძის დამატებით მოზილეთ გლუვი და ნაზი ცომი. გაყავით ორ ნაწილად, სათითაოდ გააბრტყელეთ ფქვილ მოყრილ პერგამენტის ქაღალდზე, წაუსვით სასურველი ჯემი, ფრთხილად გადაკეცეთ ქაღალდის დახმარებით და დაჭერით სასურველ ზომებად. იგივე ქაღალდითვე გადაიტანეთ ჟარონაზე და აცხვეთ უკვე გახურებულ ღუმელში,180 გრადუსზე 25-30 წუთის განმავლობაში.
