ექინაცეა ასტრისებთა ოჯახის მრავალწლიანი მცენარეა.ცნობილია მისი ცხრა სახეობა თუმცა მხოლოდ სამი მათგანია ფოტოთერაპიული თვისებებით საინტერესო. ეს სახეობებია : Echinacea angustifolia, Echinacea pallida და Echinacea purpurea.

მისი სამშობლო არის ჩრდილოეთ ამერიკა და სპონტანურად იზრდება ფოთლოვან ტყეებში. გამოიყენება როგორც სამკურნალო, ასევე დეკორატიული მიზნებსთვის.

ექინაცეა არის მცენარე რომელიც შემოდგომის მიწურულს იფიტება,ჭკნება და ამოსვლას იწყებს გაზაფხულზე,ყვავის ივნისიდან აგვისტომდე. აქვს დიდი ფერადი ყვავილები, რომელთა ჩრდილები თეთრი-მოვრდისფროა ან მეწამული ვარდისფერი.

ყვავილის შემადგენლობა

მინერალები, პოლისაქარიდები, ეთერზეთები, გლიკოზიდები, საპონინები, მთრიმლავი ნივთიერებები, ალკალოიდები, ფისი, ორგანული მჟავები, ფიტოსტერინები, პოლიენები.

ფესვის შემადგენლობა

მინერალები:კალციუმი, კალიუმი, სელენი, მაგნიუმი, მანგანუმი, თუთია, მოლიბდენი, ვერცხლი, ქლორი, რკინა, ბერილიუმი.

გლუკოზა,ინულინი,ცხიმები,ეთერზეთები,ფისი, ბეტაინი, ფენოლკარბონის მჟავა.

თვისებები და გამოყენება

ექინაცეა ცნობილია როგორც ძლიერი იმუნოსტიმულატორი,მის ამ თვისებას განაპირობებს მასში შემავალი აქტიური ინგრედიენტები, რაც უფრო მეტად ფესვშია განთავსებული.ის ახორციელებს ორგანიზმის ბუნებრივ დაცვას იმუნური სისტემის სტიმულაციით, რაც აქცევს ბუნებრივ ვაქცინად ვირუსული და ბაქტერიული შეტევების დროს.ამ მიზეზით შეიძლება გამოყენებულ იქნას პრევენციის სახითაც,სანამ დაავადება განვითარდება. იმუნოსტიმულაციური მოქმედების გარდა,მცენარეს აქვს სხვა საინტერესო თვისებებიც: ანტივირუსული,ანთების საწინააღმდეგო,ბაქტერიოსტატიკური,სოკოს საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური.

მცენარე აქტიურად გამოიყენება მრავალი მედიკამენტის დასამზადებლად,მათ შორის მალამოების და ლოსიონების რადგან მას ასევე აქვს ეფექტი გარე გამოყენებისთვის: ნაწიბურების,წლულების,დამწვრობების, ინფიცირებული ჭრილობების და დერმატიტის(მცირედ გამოხატული) დროსაც კი. სამკურნალო თვისება ემყარება მის შესაძლებლობას დააჩქაროს ქსოვილის რეგენერაცია და მოახდინოს ინფექციის ლოკალიზაცია.

ნაყენის მომზადება: 250 მლ. წყალს დაამატეთ 2გ. გამხმარი ყვავილი ან ფესვი. ადუღეთ 5-6 წუთით. შემდეგ დააყოვნეთ 10წუთი,მიღებული ნაყენი შეგიძლიათ მიიღოთ მინიმუმ 2ჭ. დღეში ერთი თვის განმავლობაში(ან საჭიროების შემთხვევაში ) ან გამოიყენოთ კომპრესების სახით, კანის დაზიანებების დროს.

ფესვების და ყვავილების გარდა ბაზარზე არის მზა ექსტრაქტები, თუმცა ყურადღება მიაქციეთ მის შემადგენლობას რომ არ იყოს მასში მავნე მალტოდექსტრინები, რაც არის პოლიმერები (შაქარი), რომლებიც შეიძლება იყოს მიღებული გენმოდიფიცირებული( გენეტიკური მოდიფიკაციით მიღებული) კვების პროდუქტებისგან.

უკუჩვენება

მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული მცენარის მიმართ ინდივიდუალური, მომატებული მგრძნობელობის და ალერგიის დროს.რომელიმე ორგანოს გადანერგვის დროს. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ექიმის კონსულტაციის გარეშე.