ვირისტერფა (Tussilago farfara) არის  მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარე რთულყვავილოვანთა ოჯახიდან.ყვავილიანი ღერო სიმაღლით 10-24სმ. დაფარულია თხელი, ლანცეტისებური, ღეროზე მიკრული ფურცლებით, რომელზეც ადრე გაზაფხულზე(მარტი-აპრილი) ვითარდება მოყვითლო-ოქროსფერი ორმაგი ყვავილედი. ბრტყელ ყვავილსაჯდომზე გარშემორწყმულია წამწამისებრი ყვავილი, რომელსაც შუაგულში აქვს პატარ-პატარა ყვავილედები.საღამოობით და ნესტიან ამინდში კალათა იხურება და დაბლა იხრება.

ყვავილობის შემდეგ იზრდება ფოთლები. აქვს გრძელი ყუნწი და მომრგვალო-გულისებრი ფორმა რომელის კიდეები არის დაკბილული, ზედა მხარე აქვს პრიალა,მუქი მწვანე, ქვემოდან-რბილი, ბუსუსებით დაფარული.

ფართოდ არის გავრცელებული თითქმის მთელ საქართველოში როგორც ბარში ასევე მაღალმთიან რეგიონებში.უყვარს ნესტიანი,თიხნარი ნიადაგი და ხშირად შეხვდებით ტყის პირებზე,გზის ფერდობზე,მდინარეების და ნაკადულების პირას.

სამკურნალოდ გამოიყენება როგორც ყვავილი,ასევე ფოთლები. შეგროვილი მცენარე უნდა გავახმოთ ჩრდილში,კარგი ვენტილაციის პირობებში.

  1. სურდო, გაციება, ბრონქიტი

გაციების დროს დატოვეთ დასაყენებლად 4-5 წუთით 1ჩ.კ. ვირისტერფას ყვავილები ან ფოთლები, მიიღეთ ნელ-ნელა ერთი ჭიქა 3-4 ჯერ დღეში.შეგიძლიათ დაატკბოთ თაფლით.

სპაზმური ხველების დროს 1 ს.კ. ნედლეულს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ თერმოსში 30 წუთით. მიირთვით 1 ს.კ. დღეში 4-6-ჯერ, ჭამის წინ.

თუ თითო ნესტოში თითო წვეთ მცენარის წვენს ჩაიწვეთებთ, ხანგრძლივი სურდოსა და ქრონიკული რინიტის დროს, ცხვირის შეგუბებას შეამსუბუქებს.

2.ფეხების შეშუპება

2.ჩ.კ ნედლ ფოთლებს დაასხით 500მლ. ადუღებული წყალი გააჩერეთ ნახევარი წუთით და შემდეგ დაამატეთ წყალი და ჩააწყვეთ ფეხები 20წთ-ის განმავლობაში.

3. მოწევის პრობლემები:  სიგარეტის გადაჭარბებული მოხმარება ორგანიზმში რეაგირებს სუნთქვის უკმარისობით და ძლიერი და მუდმივი ხველებით.

შეგიძლიათ მიიღოთ დღეში ორი-სამი ჩაის კოვზი ახალი ფოთლის წვენი, რომელიც განზავებულია ერთ ჭიქა ხორცის ბულიონში ან თბილ რძეში.

  • ჭრილობა და ქსოვილის დაზიანება: ვირისტერფას ნედლი ფოთლები დაჭყლიტეთ ან დანაყეთ და დაიდეთ დაზიანებულ კანზე.

უკუჩვენებები

ვირისტერფას მიღება არ შეიძლება ფეხმძიმობის, ლაქტაციის , ღვიძლის დაავადებების დროს.

მკურნალობის კურსი არ უნდა აღემატებოდეს 3 კვირას.