კუნელი არის ეკლიანი და ბუჩქოვანი მცენარე, რომელიც მიეკუთვნება ვარდისებრთა ოჯახს. ის სპონტანურად იზრდება ტყეების უმეტეს ნაწილში, ზღვის დონიდან 1600 მეტრამდე. იზრდება ასევე გზის პირებზე(ამ შემთხვევაში მისი შეგროვება არ არის რეკომენდირებული დაბინძურების ფაქტორის გათვალისწინებით). ფოთლები მეტნაკლებად არის სამ ფრთიანი, გაზაფხულზე აქვს პატარა თეთრი ყვავილები მოყვითალო, წამწამის მსგავსი გულით და სასიამოვნო სურნელით. ნაყოფი არის წითელი ფერის,თესლის შემცველი რომელიც მწიფდება დეკემბერში და არის საკვები. ისინი ძირითადად გამოიყენება მურაბების, ჯემების,სიროფების დასამზადებლად.

კუნელის თვისებები

ყვავილები და ფოთლები გამოიყენება მრავალი ქიმიური პრეპარატის დასამზადებლად. მზადდება ასევე მცენარეული ნედლეული (მცენარეული ჩაი, მშრალი ექსტრაქტები და ა.შ.).

მას აქვს ფლავონოიდების, ამინების , კატეხინების, ფენოლის მჟავას, ტრიტერპენის, ფენოლკარბოქსილის მჟავების და ბევრი ისეტი აქტიური ინგრედიენტების შემცველობა რაც არაჩვეულებრივ საშუალებად აქცევს გულსისხლძარღვთა დავაავადებების დროს,განსაკუთრებით ქრონიკული დაავადებებისას.

ამ მცენარეს აქვს ძლიერი კარდიოტონური მოქმედება , რომლებიც ერთის მხრივ მოქმედებს გულის შეკუმშვის ძალის გაძლიერებაზე და მეორეს მხრივ გულის მუშაობის ცვლილებებზე. ამ მიზეზით კუნელი ძალზე ეფექტურია ტაქიკარდიის , ექსტრასისტოლებისა და არითმიების მკურნალობის დროს . იგი ასევე ხელს უშლის შესაძლო გართულებებს ხანდაზმულ პაციენტებში,გამოიყენება სტენოკარდიის ან გულის შეტევის რისკის თავიდან ასაცილებლად .

კუნელს ასევე შეუძლია გააუმჯობესოს კალციუმის კონცენტრაცია უჯრედებში, ანელებს გულის უჯრედების დეგენერაციას, რომელიც პასუხისმგებელია გულის ყველა ხანგრძლივ დაავადებაზე.

ფლავონოიდები კუნელს აძლევს ეფექტურ კარდიოპროტექტორულ მოქმედებას, რადგან ისინი იწვევენ კორონარული არტერიების გაფართოებას, რომლებიც სისხლს გულში ატარებენ, ამით აუმჯობესებენ სისხლის ნაკადს, შესაბამისად არტერიული წნევის შემცირებით .

უნდა ითქვას, რომ ეს არის ” ადაპტოგენური ” მცენარე, რადგან ის მოქმედებს მხოლოდ რეალური საჭიროების შემთხვევაში. მაგალითად, თუ ვინმეს განსაკუთრებით დაბალი წნევა აქვს, ის მცენარის ჰიპოტენზიურ მოქმედებას არ განიცდის, სინამდვილეში წნევა უცვლელი დარჩება. მეორეს მხრივ, ჰიპერტონიული პაციენტებისთვის ეს ახდენს ზეწოლის ნორმალიზებას და მოქმედებს გულზე მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.

და ბოლოს, კუნელი ასევე მოქმედებს როგორც ბუნებრივი სპაზმოლიზური, დამამშვიდებელი და ანქსიოლიზური საშუალება,ნერვოზისა და კლიმაქსური პერიოდის დროს. მცენარეული ჩაი ან კუნელის საფუძველზე მიღებული მცენარეული ექსტრაქტების მიღება ასევე სასარგებლოა  უძილობის , შფოთვითი მდგომარეობების და პანიკის შეტევების სამკურნალოდ.

მოგროვება და გამოყენება

ყველაზე დიდი რაოდენობით აქტიური ნივთიერებები გვხვდება ყვავილში და შესაბამისად ყვავილს აქვს მეტად გამოხატული მოქმედება. მოგროვება ხდება ყვავილობის დაწყების დროს, როდესაც ნაწილი ჯერ კიდევ არ არის გაშლილი. იკრიფება მოკლე ყუნწთან ერთად,გასაშრობად უნდა დააწყოთ თხელ ფენად. დაკრეფიდან არაუგვიანეს 1-2 სთ-ისა ისეთ ნაგებობებში, რომლებიც კარგად ნიავდება.

1ს.კ კუნელის ყვავილს დაასხით 250 მლ. მდუღარე წყალი, გააჩერეთ ათი წუთი და გაწურეთ. მიიღეთ თითო ჭიქა დღეში 3-ჯერ. ან საჭიროების შემთხვევაში.