მინდვრის შვიტა არის მრავალწლიანი,ბალახოვანი მცენარე, ფოთლების და ყვავილების გარეშე, დაახლოებით 30-60 სმ. სიმაღლით, იგი ფართოდ არის გავრცელებული და იზრდება 2500 მ-მდე ტენიან, თიხნარ ადგილებში, ნაკადულების ნაპირებთან, მინდვრებში,ტყეებსა და ფერდობებზე.მცოცავი ფესვისგან ვითარდება ორი,სრულიად განსხვავებული ღერო. პირველი (გენერაციული) ამოდის ადრე გაზაფხულზე და აქვს დაუტოტავი ღერო, მოყავისფრო ფერის. მეორე ღერო (ვეგეტაციური) ამოდის ზაფხულის დასაწყისში , არის რგოლებად დატოტვილი და აქვს მწვანე ფერის ზეაღმართული ღეროები. მედიცინაში გამოიყენება ვეგეტაციური ღეროები.ხალხურ მედიცინაში შვიტა ყოველთვის იყო შესანიშნავი დამხმარე საშუალება ოსტეოპოროზის დროს. ასევე, ჰიპერტენზიის, თირკმლის და შარდის ბუშტის დაავადებების,კბილის, თმის ,ფრჩილების მოვლისა და სიძლიერისთვის. ბოლოდროინდელმა გამოკვლევებმა ისიც აჩვენა რომ მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი კომპონენტი, კერძოდ ორგანული სილიციუმი ძალზე მნიშვნელოვანია კიდევ უფრო სერიოზული დაავადების წინააღმდეგ ბრძოლისთვის, როგორიცაა ტუბერკულოზი.
შემადგენლობა
შვიტას მთლიანი ღერო გამოიყენება მედიცინაში, შეიცავს აქტიურ ინგრედიენტებს : სილიციუმს, კალციუმს,კალიუმს,მაგნიუმს,რკინას,მანგანუმს,მთრიმლავ ნივთიერებებს,გლიკლოზიდებს,ლინოლის მჟავას,ოლეინის მჟავას,სტეარინის მჟავას,ეკვიზეტინს,ფიტოსტეროლს,ფლავანოიდებს,საპონოზიდებს და C ვიტამინს.
გამოყენება
1.ანემია;
მინდვრის შვიტა გარდა იმისა, რომ შეიცავს რკინას, აქვს ჰემატოპოეზური თვისებები, ანუ ის ხელს უწყობს სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნას . ამ მიზეზით რეკომენდებულია მცენარეული ჩაის მიღება ანემიის, ასთენიის და ზოგადი სისუსტის დროს.
2.ოსტეოპოროზი, ოსტეოპენია, მოტეხილობები და ძვლის დაზიანებები;
შვიტა არის მცენარეთა ერთ-ერთი სახეობა, რომელსაც აქვს ორგანული სილიციუმის ყველაზე მაღალი კონცენტრაცია. სილიციუმი ასტიმულირებს კალციუმის მეტაბოლიზმს, ხელს უწყობს კოლაგენის წარმოქმნას, აძლიერებს ძვლებს და შემაერთებელ ქსოვილებს . გარდა ამისა, როგორც ჩანს, ფლავონოიდები, სილიციუმის სინერგიით, განსაზღვრავენ ოსტეობლასტების რაოდენობის ზრდას (უჯრედები, რომლებიც ქმნიან ახალ ძვალს) და მათ უფრო მგრძნობიარე აქტივობას, რითაც შეუძლიათ შეამცირონ ოსტეოკლასტების როგორც რიცხვი, ასევე აქტივობა (უჯრედები, რომლებიც ანადგურებენ ძვალს). ამ მიზეზის გამო, რეკომენდებულია მისი მიღება ფხვნილად ან მცენარეულ ჩაის სახით, დემინერალიზაციის, მოტეხილობების, დეკალციფიკაციის, ოსტეოპენიისა და ოსტეოპოროზის შემთხვევების თავიდან ასაცილებლად და სამკურნალოდ.
3.ფრჩხილების და თმის სისუსტე;
მისი შემცველობის წყალობით და ძლიერი რემინერალიზირებელი მოქმედებით,შვიტა რომელიც მიიღება ფხვნილად ან მცენარეული ჩაის სახით, შესაფერისია ადვილად მტვრევადი ფრჩხილების ან სუსტი თმის და ალოპეციის(თმის ცვენა) პრობლემების მქონე ადამიანებისთვის, გარდა ამისა, მცენარეული ჩაი, რომელიც გარედან გამოიყენება თმის დასაბანად, აძლიერებს მას და ეწინააღმდეგება ქერტლის წარმოქმნას
4.თირკმლებისა და შარდის ბუშტის დაავადებები;
დავიწყებულიშვიტა ერთ დროს წარმოადგენდა თირკმლებისა და შარდის ბუშტის მრავალი დაავადების სამკურნალო პრეპარატს. ამ დაავადებების შესანიშნავიამისი მიღება მცენარეული ჩაის სახით, ასევე მისი აბაზანები.
კერძოდ, რეკომენდებულია მისი გამოყენება:
- თირკმელში ქვები, სილა;
თირკმლის და საშარდე გზების ინფექციები(ცისტიტი,ურეთრიტი.) 5.წყლის შეკავება, ფეხების შეშუპება, ჭარბი წონა; ძალიან სასარგებლოა მათთვის, ვისაც აწუხებს წყლის შეკავება, ფეხების შეშუპება, ცელულიტი, სიმსუქნე და ჭარბი წონა. რეკომენდირებულია დალიოთ4-5 ჭიქა შვიტა ყოველ დღე ზედიზედ ექვსი დღის განმავლობაში. ამ მცენარის შარდმდენი მოქმედების წყალობით, სითხის ჭარბი რაოდენობა აღმოიფხვრება უხვი შარდის გამოყოფის გზით.
6.ჰიპერტენზია ;
ცნობილი შარდმდენი თვისებების წყალობით, შვიტა ასევე ღირებული დახმარებაა ჰიპერტენზიით დაავადებულთათვის. ამ მცენარეული ჩაის დღეში ორი ან სამი ჭიქა არის უსაფრთხო საშუალება არტერიული წნევის შესამცირებლად.შენიშვნა : შვიტა უკუნაჩვენებია მათთვის, ვინც უკვე იღებს არტერიული წნევის წამლებს.
7.შინაგანი და გარეგანი სისხლდენა;
შვიტა არის ძლიერი ბუნებრივი ჰემოსტატიკური საშუალება , რომელსაც შეუძლია სისხლდენის ბლოკირება.შინაგანი სისხლდენის დროს (ფილტვები, თირკმელები, კუჭი, საშვილოსნო და ა.შ.) რეკომენდირებულია მცენარეული ჩაი, 2- 3 ჭიქა დღეში.გარეგანი სისხლდენის დროს წყლულები, ჭრილობები და ა.შ. შეიძლება გამოყენებულ იქნას ნაყენი კომპრესების სახით, ასუფთავებს ჭრილობას და აჩერებს სისხლდენას.
8.კბილების მოვლა და ღრძილებიდან სისხლდენა ;
აგრეთვე ჰემოსტატიკური მოქმედების გამო,შვიტა შეიძლება გამოყენებულ იქნას სავლების სახით ღრძილების სისხლდენის დასაბლოკად და პირის ღრუს წყლულების შეხორცებისთვის.ასევე აძლიერებს კბილის მინანქარს, სწორედ ამ მიზეზით არის ბევრი კბილის პასტის შემადგენელი ინგრედიენტი.
9.პოდაგრა და ოსტეოართროზი;
ძლიერი შარდმდენი მოქმედების გამო შვიტას ჩაი ემსახურება ჭარბი შარდმჟავების აღმოფხვრას, რითაც ხელს უწყობს რევმატიზმისა და პოდაგრის ტკივილების შემცირებას. რეკომენდირებულია დღეში 1-2 ჭ. ჩაი.
10.ფეხების ოფლიანობა .
ამ შემთხვევაში თქვენ გამოგადგეთ 1-2 ჭიქა შვიტას ნაყენი, ან აბაზანები.
როგორ მოვამზადოთ?
მცენარეული ჩაი (ნაყენი) : ჩაის კოვზ შვიტას გამხმარ ღეროებს(ორმაგი თუ მცენარე ახალია) დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი , დააფარეთ თეფში და გააჩერეთ 10 წუთის განმავლობაში.შემედ შეგიძლიათ გაფილტროთ და მიირთვათ.· ფეხის აბაზანები : ჩაყარეთ 5 ჩაის კოვზი ხმელი შვიტა ერთ ლიტრ ცივ წყალში და გააჩერეთ დაახლოებით 12 საათი.შემდეგ ოდნავ გაათბეთ, გაფილტრეთ იგი და დაამატეთ თბილი წყალი ისე რომ ფეხი დაფაროს. ფეხის აბაზანის ხანგრძლივობა უნდა იყოს 20 წუთი.
უკუჩვენებები
ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს უკუნაჩვენებია შვიტას მცენარეული ჩაი და ექსტრაქტები (შიდა მოხმარებისთვის), გარდა ამისა, მათი გამოყენება რეკომენდებული არ არის შარდმდენი პრეპარატების მიღების შემთხვევაში. უკუნაჩვენებია მიღება მცენარეში არსებული ერთი ან მეტი აქტიური ინგრედიენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.
გაფრთხილება : შვიტას (Equisetum)– ის უამრავი სახეობა არსებობს, რომელთაგან ზოგიერთი ტოქსიკურია ადამიანისთვის (მაგალითად Equisetum palustre). ასე რომ, თუ არ ხართ დარწმუნებული, გირჩევთ მოერიდოთ შეგროვებას.