მრავალძარღვა არის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარე, მრავალძარღვისერბრთა ოჯახიდან. ის პრაქტიკულად ყველგან იზრდება. მდელოებს, მინდვრებს, გორაკებს შორის და შუა ტროტუარების ნაპრალებშიც კი.

მას არ გააჩნია ღერო, ფოთლები მოქცეულია ფესვში, ელიფსური ფორმის და წვეტიანი წვერით.იგი ადვილად გამოირჩევა სხვა მცენარეებისგან, რადგან ფოთლებს კვეთს ხუთი კარგად გამოხატული ვენები .

მაისიდან სექტემბრამდე მრავალძარღვა ყვავის 60 სანტიმეტრამდე სიმაღლის ყვავილით,რომელსაც აქვს გრძელი ღერო და მთავრდება ერთი ცილინდრული, დამახასიათებელი,მოყავისფრო წვერით.

ოდითგანვე ფართოდ გამოიყენებოდა მოგზაურა მიერ, როგორც ანტიმიკრობული საშუალება კანის ნებისმიერი დაზიანებს დროს. ასევე, როგორც ანტიდოტი გველისა და მორიელის ნაკბენის საწინააღმდეგოდ

თვისებები და სარგებელი

მრავალძარღვა პოპულარული გახდა მისი თერაპიული ეფექტით მწვავე ხველისა და გაციების დროს,შემდეგ უკვე დაიწყეს მისი გამოყენება დამწვრობის,წყლულების, ანთებითი პროცესების,სისხლდენის შესაჩერებლად და ჭრილობების მოსაშუშებლად.

აქტიურობის პრინციპი

მისი ეფექტურობის წყარო მოთავსებულია მის ფოთლებში და მათი შეგროვება სასურველია ყვავილობის პერიოდში. შეგახსენებთ, რომ ამ პერიოდში აქვს მაქსიმალური შემცველობა სასარგებლო ნივთიერებების,საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ შეაგროვოთ და გამოიყენოთ ნებისმიერ დროს.

შეიცავს:

გლიკოზიდებს, ფლავონოიდებს, ორგანულ მჟავებს, ტანინებს,პექტინებს, ვიტამინი A, ვიტამინი C, ვიტამინი K, კაროტინის და სხვა აქტიურ ნივთიერებებს.

მცენარის მსგავსი შემადგენლობა იძლევა შემდეგ ძირითად თვისებებს: ამოსახველებელი, ანტი-ბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო.

 უფრო ვრცლად:

  1. ხველა, გაციება, სინუსიტი, ფლეგმა, ბრონქიტი და ა.შ. მრავალძარღვას აქვს ამოსახველებელი თვისებები რაც ნიშნავს იმას, რომ ხელს უწყობს ტრაქეიდან და ბრონქებიდან ლორწოს მოცილებას. სასუნთქი გზების განთავისუფლებას და პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესებას რომელიც დაავადებულია ბრონქული ფლეგმით,ქრონიკული ბრონქიტით,ხველებით,სინუსიტით, გაციებით და სხვა კატარალური მიდრეკილებებით.
  2. ჭრილობები, დაზიანებები, მწერების და ცხოველების ნაკბენები. მცენარის ფოთლებს, ანთების საწინააღმდეგო და ანტიმიკრობული მოქმედებისათვის, ეფექტურად იყენებენ გარე გამოყენებისთვის. კანზე ჭრილობების, მწერების ნაკბენებისა და ცხოველების ნაკბენების სამკურნალოდ . მათი გამოყენება შესაძლებელია ადგილობრივად სახვევით, ან წაისვათ საჭირო ადგილას. ტკივილის შემსუბუქებისა და მიკრობების მოკვლის გარდა, მცენარე იმოქმედებს ჭრილობაზე, აფერხებს სისხლდენას და აჩქარებს შეხორცებას.
  3. კონიუნქტივიტი, ქუთუთოების და თვალის ანთება . აგრეთვე ანთების საწინააღმდეგო და ანტიმიკრობული თვისებების გამო, ფოთლების დაქუცმაცების შედეგად მიღებული წვენი ან ახალი ფოთლების ნაყენი ძალიან სასარგებლოა თვალის დაავადებებისთვის, მაგალითად კონიუნქტივიტის, ქუთუთოების და თვალის ანთების დროს, ალერგიული ხასიათისაც კი.
  4. გინგივიტი, პაროდონტოზი, ყელის ტკივილი და ფარინგიტი. მრავალძარღვა სასარგებლოა პირის ღრუს და ზედა სასუნთქი გზების ანთებითი პროცესების დროს. მის თვისებებს კიდევ უფრო აძლიერებს მისი გამოყენება მალვასთან ერთად. მომზადებულიი ცხელი მცენარეული ჩაი, უნდა იყოს გამოყენებული,როგორც სავლები რათა განიმუხტოს ანთება- გინგივიტი, პაროდონტიტი, ყელის ტკივილი და ფარინგიტი.
  5. ქავილი. აქვს ქავილის საწინააღმდეგო თვისებებიც ამიტომ ძალიან სასარგებლოა კანის გაღიზიანების შესამსუბუქებლად, რომელსაც თან ახლავს ქავილი. მაგალითად, ალერგიული დერმატიტი და მწერების ნაკბენი.

სხვა თვისებები

გამწმენდი, შარდმდენი, არეგულირებს მაღალ არტერიულ წნევას, აქვს ანემიის საწინააღმდეგო მოქმედება, ასევე აქვს მცირედ გამოხატული მოქმედება შემდეგ დაავადებებზე: გასტრიტის, კოლიტის, ენტეროკოლიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს.

როგორ გამოვიყენოთ მცენარე

მცენარის გამოყენება შეგიძლიათ ნაყენის სახით ,შიგნით მისაღებად 2-4 ჭიქა დღეში.ასევე ნაყენი, როგორც სავლები და დაქუცმაცებული(სასურველია დანაყოთ), გარე გამოყენებისთვის საფენების სახით .

უკუჩვენება

მისი მოხმარება არ არის რეკომენდებული მათთვის, ვინც ანტი-კოაგულანტებს ან კოაგულანტებს იღებს პრეპარატების სახით , რადგან პირველ რიგში მცენარე შეიძლება ჩაერიოს მის მოქმედებაში ხოლო მეორე შემთხვეაში გააძლიეროს პრეპარატის მოქმედება.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს ყაბზობა . ალერგიული რეაქცია მცენარის მიმართ.

მცენარეული ჩაი

მცენარე მცენარეული ჩაი

შემადგენლობა: მრავალძარღვას ფოთლები;
მწარმოებელი: Mauro Vallesi (იტალია)

აღმოაჩინე