ხმელთაშუა ზღვის ეს დაბალი და არომატული მცენარე გავრცელებულია ქვიან და მშრალ ადგიებში,განსაკუთრებით უყვარს მზე. . ეს არის სპონტანური მრავალწლიანი მცენარე, დაახლოებით 40 სმ სიმაღლის, იგი ქმნის მკვრივ სურნელოვან ლაქებს სანაპირო რეგიონებში, ახასიათებს ქარვისფერი ნათელი ყვითელი ყვავილები, ძალიან მძაფრი და განსაკუთრებული არომატული სურნელით.
აღმოჩენები
ექიმმა ლეონარდო სანტინმა, ჩაატარა კვლევა იტალიაში, 1948 წელს, რომელმაც დაადასტურა ნეგოს თერაპიული თვისებები ადამიანის რესპირატორულ სისტემაზე,მან ასევე დაადგინა,რომ მცენარეს გააჩნია სამკურნალო თვისებები კანის განსაკუთრებული დაავადებებისთვის, როგორიცაა ფსორიაზი და ეგზემატური ფორმები.
მან დაიწყო ელიკრისოს ყვავილების ნაყენის გამოყენება რომელსაც ადუღებდა დიდი ხნით,ფსორიაზის დროს .რომელიც ძალიან ეფექტური გამოდგა.
ასევე მცენარე დაექვემდებარა მაღალკვალიფიციური მკვლევარების ანალიზს, რომლებმაც ჩამოაყალიბეს თეორია,რომ დადებითად მოქმედებს როგორც ღვიძლის დეტოქსიკაციურ აქტივობაზე ასევე თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციონირებაზე.
ფსორიაზის წინააღმდეგ მისი გამოყენება ხდება როგორც ნაყენების ასევე ეთერზეთების სახითაც,ადგილობრივი დამუშავებით. იგი ამცირებს ქავილს, ხელს უშლის ფსორიაზული დაზიანებისათვის დამახასიათებელი ქსოვილების გამრავლებას და აჩქარებს დაზიანებული ქსოვილის აღდგენით პროცესს.
ნეგოს ექსტრაქტი სასარგებლო აღმოჩნდა სასუნთქი სისტემის დაავადებებისთვის, როგორიცაა ალერგიული წარმოშობის ბავშვთა ვირუსული ტრაქეო-ბრონქიტი და ყივანახველა.
ექიმმა სანტინმა ასევე აჩვენა რომ ნუგოს ექსტრაქტი რომელიც უნდა იყოს 6%იანი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც თვალის წვეთი რომელსაც გააჩნია თერაპიული თვისებები ალერგიული კონიუქტივიტის წინააღმდეგ.
ექიმმა საინტერესო შედეგები მიიღო პირველი, 1-ლი,მე-2-ე და მე-3-ე ხარისხის დამწვრობის დროს,მიიჩნია რომ ეს იყო გამოწვეული მასში ფლავანოიდების შემცველობით. მსგავსი შედეგი დაადასტურა ნეგოს მალამოების გამოყენებამ შეშუპებაზე,ფლებიტზე,პოსტ-ფლებიტზე,ვარიკოზულ ვენებზე, ეგზემატოზურ დერმატიტზე.
თვისებები
მის თვისებებს მიეკუთვნება : ანთების საწინააღმდეგო, შეშუპების საწინააღმდეგო,ანტი ალერგიული, ანტი ერითემატოზული, ხველის საწინააღმდეგო და ამოსახველებელი საშუალება(ხელს უშლის ლორწონ წარმოქმნას და ხელს უწყობს მის გამოდევნას),ანტიჰეპატოტოქსიური.
ამ თვისებების წყალობით ნეგო მნიშვნელოვან როლს ასრულებს მრავალი დაავადების დროს, როგორც გარე ასე შინაგანი გამოყენეით, ვნახოთ უფრო კონკრეტულად რომელ შემთხვევაში შეიძლება ეს მცენარე იყოს ჩვენთვის სასარგებლო.
1.დერმატოპათია
ნეგო სასარგებლოა დერმადოპათიის ყველა შემთხვევაში, მისი ეთერზეთის გამოყენება რომელიც მზადდება მცენარის ყვავილებით და მცენარეული ზეთით მნიშვნელოვნად უწყობს ხელს პრობლემის აღმოფხვრას.
ნეგოს ზეთი რომელიც დაზიანებულ მიდამოზე დაიტანება არის ანთების საწინააღმდეგო და ანტიჰისტამინური საშუალება დერმატიტების,ეგზემის და ფსორიაზის დროს. იგი ასევე სასარგებლოა პერიფერიული სისხლის მიმოქცევის გასააქტიურებლად.
მცენარის შინაგანად გამოყენება ასევე ეფექტურია კანის ყველა ფორმის დაავადების დროს.
ნეგოს აქვს დამცავი მოქმედება მზის სხივებისგან(ფოტოპროტექტორული) ამიტომ კანზე მისი ზეთის გამოყენება მიჩნეულია როგორც მზისგან დამცავი საშუალება და კლასიკური კრემების ალტერნატივა.
მისი გამოყენება ეფექტურია ნებისმიერი სახის დამწვრობის დროს.
2.სუნთქვის დარღვევა
ნეგო ეფექტური აღმოჩნდა სასუნთქი სისტემის მრავალი დაავადების შემტვევაშიც,ნაყენის სახით რომელიც უნდა ადუღოთ ან მცენარის ჰიდროალკოჰოლური ექსტრაქტის მიღებით.
მცენარე მუშაობს ლორწოს ფორმირების ბლოკირებით და მისი მოცილების ხელშეწყობით.გარდა ამისა,ძალიან სასარგებლოა ყივანახველას და ბრონქიტის (მწვავე და ქრონიკული)შემთხვევაში.
ნეგოს აქვს შესანიშნავი ანტიჰისტამინური მოქმედება,ამიტომ ის ასევე სასარგებლოა ყველა ალერგიული რესპირატორული ფორმის დროს, როგორიცაა ასთმა, რინიტი და კონიუქტივიტი.
3.ბუასილი
ნეგოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თვისებაა ანტი- შეშუპება,რომელიც სასარგებლოა ვარიკოზული ჰემოროიდული სინდრომის დროს (შინაგანი და გარეგანი ბუასილი), როგორც სამკურნალო და ტკივილგამაყუჩებელი. ახშობს ანთებით პროცესს და ტკივილს ,ატონიზირებს ჰემოროიდული ვენების კედლებს ,ამცირებს შეშუპებას.ამ შემთხვევაშ უნდა იქნეს მიღებული მისი ნაყენი ან ალკოჰოლური ექსტრაქტი.
როგორ მოვამზადოთ ნეგოს ეთერზეთი
ნეგოს ზეთის
მოსამზადებლად გამოიყენება მცენარის ყვავილები (როგორც ნედლი ასევე გამხმარი), რომელიც უნდა მოათავსოთ მჭიდროდ შუშის კონტეინერში და შეავსოთ მცენარეული ზეთით, ისე რომ ფარავდეს ყვავილებს. უნდა მოათავსოთ მზეზე დაახლოებით 30 დღე, მნიშვნელოვანია რომ ყოველ დღე ამოატრიალოთ ქილა.
30 დღის შემდეგ შეგიძლიათ გაფილტროთ და მიიღოთ სუფთა ნუგოს ზეთი. ამ გზით დამზადებული ზეთის შენახვა შეგიძლიათ ერთი წლის განმავლობაში მუქ შუშის ჭურჭელში ან ბნელ ადგილას.
სად შევიძინოთ ნეგოს ზეთი
სავსებით გასაგებია რომ ბევრისთვის სირთულეს წარმოადგენს როგორც მხენარის მოგროვება ასევე მისი დამზადება სახლში. ამიტომ გთავაზობთ 100% ით ნატურალურ პროდუქტს რომელიც მზადდება იტალიაში და შეგიძლიათ შეიძინოთ სახლიდან გაუსვლელად და მიიღოთ მითითებულ მისამართზე .
ნეგოს ზეთი
50მლ
კომპანია: Erbe di Mauro
შემადგენლობა: მზესუმზირის ზეთი, ნეგოს ყვავილები.