ბოლო დრომდე ოთვლებოდა, რომ ოსტეოპოროზის თავიდან ასაცილებლად და შესაბამისად ძვლის მოტეხილობების რისკის შესამცირებლად საკმარისი იყო კვების საშუალებით ორგანიზმის უზრუნველყოფა კალციუმით ,რაც მოიცავდა ბევრი რძის პროდუქტების მოხმარებას.თუმცა ეს ასე არ არის.

შვედეთის სადამკვირებლო კვლევამ რომელიც მოიცავდა 20 წლის განმავლობაში 100000- ზე მეტი მკვიდრის კვების რაციონის გაანალიზებას, კატეგორიულად უარყო რძის პროდუქტების როლი, ძვლის მოტეხილობების პროფილაქტიკაში.

საბედნიეროდ დღეს საკმაოდ ბევრი ექიმი და დიეტოლოგია რომელიც არ ურჩევს პაციენტს რძის პროდუქტების მიღებას, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი არ გამოდგებიან თქვენი ძვლებისთვის,არამედ იმიტომ, რომ შეიძლება ჯანმრთელობის სხვა მრავალი პრობლემის მიზეზი გახდეს.

ყველა ვთანხმდებით იმაზე რომ ოსტეოპოროზი არის მრავალფაქტორული პათოლოგია, ანუ მიზეზები რომელიც ძვლის ქსოვილის გაუარესებას იწვევს შეიძლება ერთზე მეტი იყოს,თუმცა ყოველთვის დაკავშირებული ცხოვრების წესთან და კვებასთან.

რა არის ოსტეოპოროზი

ოსტეოპოროზი არის ჩონჩხის სისტემური დაავადება, რომელსაც ახასიათებს ძვლის მასის შემცირება და ძვლის ქსოვილის მიკროარქიტექტურის გაუარესება, შედეგი არის ძვლების სისუსტე და მოტეხილობების რისკი. თუმცა, მის პროგრესირებასთან ერთად, ხშირად ვლინდება გარკვეული სიმპტომები:

  • აღნაგობის ცვლილება: სიმაღლის კლება, ხერხემლის გამრუდება და სიარულის მანერის შეცვლა;
  • წელის ტკივილი;
  • ზურგის ტკივილი მძიმე საგნის აწევის ან მოუხერხებელი მოძრაობის შემთხვევაში;
  • ადვილად დაღლა და ყრუ ტკივილები ზურგის არეში, სიარულის ან ერთსა და იმავე პოზაში დგომის დროს;
  • სახსრების ტკივლი, რომელიც ერთ პოზაში ყოფნის ან მოძრაობის დროს იმატებს, დაწოლისას კი ქრება.

მიუხედავად იმისა, რომ ძვლის კონსისტენციის დაკარგვა გავლენას ახდენს მთელ ჩონჩხზე, ძირითადი პრობლემები აღმოჩენილია ბარძაყის ძვლის, თეძოს, მაჯის და ხერხემლის მოტეხილობებში.

ეს არის ჩუმი პრობლემა, რომელიც შეიძლება უმეტესად არ ავლენდეს რაიმე სიმპტომს, მაგრამ გამოვლინდეს დაცემით გამოწვეული მოტეხილობის შემდეგ.

იმის გათვალისწინებით, რომ ძვლის მოტეხილობა უმეტესად იწვევს ადამიანის სიცოცხლის ავტონომიის დარღვევას მნიშვნელოვანია კარგად ინფორმირება და ახსნა, თუ რა შეიძლება იყოს მიზეზები და როგორ უნდა გაკეთდეს პირველადი პრევენცია, ცხოვრების წესისა და სწორი კვების საშუალებით.

შესაძლებელია თუ არა ოსტეოპოროზის განკურნება?

ოფიციალური მედიცინის პოზიცია : არ არის შესაძლებელი ოსტეოპოროზის განკურნება ,შესაძლებელია მხოლოდ ძვლის დასუსტების პროცესის შენელება, ცხოვრების წესის გაუმჯობესებისა და ზოგიერთი წამლის მიღების გზით.

ფაქტები ასეთია- ძალიან ბევრმა ადამიანმა შეძლო ის რაც ფაქტიურად შეუძლებელია: ძვლის მასის გაუარესების პროცესის შეცვლა.

რაც გახლდათ წლების ,შეცვლილი ცხოვრების წესის, მცენარეებისა და საკვები დანამატების ხარჯზე.

ოსტეოპოროზის ძირითადი მიზეზები

სანამ ოსტეოპოროზის რეალურ მიზეზებს გავეცნობით, დავიწყოთ იმით, რომ ძვლის მასა არ არის დროთა განმავლობაში უცვლელი და სტაბილური .

მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში, ძვალი განიცდის ფიზიოლოგიურ გადაკეთების პროცესს: ამ პროცესში ძველ და დაზიანებულ ჩონჩხის ქსოვილს ხსნიან უჯრედები, რომლებსაც ოსტეოკლასტებს უწოდებენ, ხოლო ახალ ძვალს ასწორებენ ოსტეობლასტები .

გარკვეული ასაკის შემდეგ და წლების გასვლასთან ერთად ოსტეოკლასტების აქტივობა უფრო მეტია, ვიდრე ოსტეობლასტები, სინამდვილეში კი დაბერებისთანავე ფიზიოლოგიურია ძვლის მასის გარკვეული დაკარგვა.

დიდწილად დამოკიდებულია ჰორმონალური აქტივობის შემცირებაზე,როგორც მამაკაცებში ასევე ქალებში,მენოპაუზის დადგომასთან ერთად. როდესაც შემცირდება საუბარია ოსტეოპენიაზე, უფრო სერიოზულ სიტუაციებში როდესაც დანაკარგი არის დიდი რაოდენობით უკვე საუბარია ოსტეოპოროზზე.

რატომ ხდება ეს?

  1. მენოპაუზა და ანდორპაუზა

ასაკის მატება არის ოსტეოპოროზის ძირითადი მიზეზი. განსაკუთრებით ჰორმონების წარმოების მნიშვნელოვანი ვარდნის გამო (ესტროგენი ქალებისთვის და ტესტოსტერონი მამაკაცებისთვის).

ეს ჰორმონები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ძვლის ქსოვილის ფორმირებასა და შენარჩუნებაში:

  • ხელს უწყობენ თირკმელში კალციუმის რეაბსორბციას ;
  • ისინი ხელს უწყობენ D ვიტამინის გარდაქმნას და, შესაბამისად, თავად კალციუმის ნაწლავურ შეწოვას;

მეორეს მხრივ, მათი დეფიციტი ასტიმულირებს ოსტეოკლასტების (უჯრედის ქსოვილის დაშლაზე პასუხისმგებელი უჯრედების) მეტ აქტივობას.

როგორ გამოვასწოროთ?

შესაძლებელია ესტროგენის დეფიციტის შევსება,ნაწილობრივ მაინც, ყველასთვის ცნობილი არომატული მცენარის სალბის გამოყენებით. ის ძალიან მდიდარია იზოფლავონით, მცენარეული ნაერთებით რომელიც ესტროგენების იდენტურია და სწორედ ამ მიზეზით მოიხსენიება როგოც ,,ფიტოესტროგენი,,.

სალბის გამოყენება როგორც მცენარეული ჩაი და სანელებელი ძალიან სასარგებლოა ქალებისთვის, მენოპაუზის პერიოდში და მის შემდეგ.

არა მხოლოდ ოსტეოპოროზის თავიდან ასაცილებლად, არამედ პერიოდული ტიპური სიმპტომების შესამცირებლად, როგორიცაა ალები, ღამის ოფლიანობა,საშოს სიმშრალე და ა.შ.

ფიტოესტროგენებით მდიდარი სხვა საკვები, როგორიცაა იზოფლავონები და ლიგნანები, არის: სოია, პარკოსნები, წითელი ანუ მდელოს სამყურა, მიხაკის მარცვალი, სელის, მზესუმზირის და ქუნჯუთის(სეზამის) თესლი.

  • უმოქმედობა

ფიზიკური უმოქმედობა, იქნება ეს ახალგაზრდა, თუ ხანში შესული ადამიანი, ოსტეოპოროზის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

რამდენიმე გამოკვლევამ აჩვენა, რომ მჯდომარე უფროსებს უფრო ხშირად აქვთ თეძოს მოტეხილობა, ვიდრე მათ, ვინც უფრო აქტიურია.

ასე რომ, ყველაზე მთავარი, რაც უნდა გააკეთოთ ოსტეოპენიისა და ოსტეოპოროზის რისკის თავიდან ასაცილებლად არის ყოველდღიური აქტივობა.

  • D ვიტამინის უკმარისობა

ვიტამინი D არის პროჰორმონი, რომელიც გავლენას ახდენს სისხლში და ძვლებში კალციუმის ცვლაზე.იგი ხელს უწყობს თირკმელში კალციუმის რეაბსორბციას, ფოსფორისა და კალციუმის ნაწლავურ შეწოვას და ძვლის მინერალიზაციის პროცესებს. D ვიტამინის არასაკმარისი დონე ოსტეოპოროზის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია და სამწუხაროდ მოსახლეობის 80%-ში არის დეფიციტური.

რატომ გვაქვს თითქმის ყველას D ვიტამინის დეფიციტი?

იმიტომ რომ დროის უმეტეს ნაწილს შენობაში ვატარებთ.

მზის სხივი არის D ვიტამინის მთავარი წყარო. ჩვენი კანი  ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით აწარმოებს ვიტამინ D- ს. ზაფხულში მზის ზემოქმედების 30 წუთი საკმარისია, რომ მიიღოთ 10 000 სე. D ვიტამინი.

D ვიტამინის 90%-ის შევსება ხდება მზის საშუალებით. დარჩენილი 10% შეგიძლიათ მიიღოთ ზოგიერთი საკვებიდან, მაგალითად, კვერცხის გული, ორაგული, ზოგიერთი სოკო. ხორცში მას მხოლოდ და მხოლოდ ღვიძლში ვხვდებით.

რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ, რაც უნდა იცოდეთ D ვიტამინის შესახებ:

  • მას შეუძლია დაგროვება: D ვიტამინი ცხიმში ხსნადი ვიტამინია და შეიძლება დაგროვდეს ორგანიზმში. ამრიგად, იმის გათვალისწინებით, რომ ზამთარში ძალიან მცირე რაოდენობას ვაწარმოებთ, ზაფხულის პერიოდი უნდა გამოვიყენოთ მისი მარაგის შესავსებად.
  • მზისგან დამცავი კრემები ხელს უშლიან D ვიტამინის სინთეზს. ასე რომ, დღეში მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში უნდა სცადოთ მზისგან დამცავი კრემის გარეშე გარუჯვა, დილის (10:00-12:00) საათებში.
  • სტატინები, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გამოიყენება ქოლესტერინის საწინააღმდეგო პრეპარატია, წარმოადგენს D ვიტამინის სინთეზის ძლიერ ინჰიბიტორს.
  • კანის ფერი: რაც უფრო მუქია, მელანინის მაღალი ხარისხით, მით უფრო ნაკლებად იღებს ულტრაიისფერ სხივებს, რომლებიც აწარმოებენ ვიტამინ D– ს.ამიტომ იგივე რაოდენობის შესაქმნელად,შავკანიანებს მზის სხივების ზემოქმედების მეტი დრო სჭირდებათ.სინამდვილეში, მელანინი არის პიგმენტი, რომელიც შთანთქავს ულტრაიისფერ სხივებს და აფერხებს D ვიტამინის წარმოებას.
  • ასაკი: წლების პროგრესირებასთან ერთად, გააქტიურებული D ვიტამინის რაოდენობა მცირდება. 70 წლის ადამიანს აქვს ამ ნივთიერების სინთეზისა და გააქტიურების შესაძლებლობის მეოთხედი 20 წლის ასაკთან შედარებით.
  • სხეულის წონა: ჭარბი წონის მქონე ადამიანებს, განსაკუთრებით ცხიმოვანი მასის მქონე პირებს, უჭირთ D ვიტამინის გამოყენება, რადგან ცხიმოვანი უჯრედები მას “შთანთქავენ”, რაც ნაკლებად ხელმისაწვდომია სხეულის სხვა უჯრედებისა და ქსოვილებისთვის. ამიტომ, ჩონჩხის ჯანმრთელობისთვის ასევე მნიშვნელოვანია სხეულის წონის ნორმალიზება.

ვიტამინის D მინიმუმ 30 ნგ / მლ “ნორმალურად” ითვლება. სინამდვილეში, ამ სფეროში მრავალი ექიმი და სპეციალისტი ეთანხმება ოპტიმალური ზღვრის გათვალისწინებას 60 – დან 100 ნგ / მლ – მდე. შესაძლებელია D ვიტამინის დონის შეფასება სპეციფიკური სისხლის ტესტის საშუალებით და დეფიციტის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება შესაძლო ინტეგრაციის შეფასება.

ვიტამინი D უცილებელია კალციუმის და ფოსფორის სწორად ათვისებისთვის !

  • წამალზე დამოკიდებულება

ყველა პრეპარატს აქვს უკუჩვენება, ზოგიერთმა მათგანმა შეიძლება გავლენა მოახდინოს და გაანადგუროს ძვლის მასა.

მედიკამენტიები რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ოსტეოპოროზი, არის:

  • კორტიზონი,
  • პროგესტერონი,
  • სტატინები,
  • პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორები,
  • ზოგიერთი ქიმიოთერაპიული პრეპარატი,
  • ანტიჰიპერტენზიული საშუალებები,
  • კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები.

და ბევრი სხვა!

ამ ჩამონათვალში ასევე უნდა იყოს ანტიბიოტიკები, რომელთა ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება შეცვალოს მიკრობიოტა, რის შედეგადაც ხდება დისბიოზი და ნაწლავის მალაბსორბცია (ანუ ნაწლავის მხრივ რთულია მინერალური მარილებისა და ვიტამინების ათვისება).

ამიტომ ღირს იმის გაგება, თუ რა არის ის შემთხვევები, როდესაც შესაძლებელია პრობლემის მკურნალობა უფრო ბუნებრივი მიდგომით, კვებისა და მცენარეული სამკურნალო საშუალებების გამოყენებით.

  • სიგარეტის მოწევა

250-ზე მეტი ახალგაზრდის ანალიზის შედეგად მოპოვებული მონაცემებიდან დადგინდა,თინეიჯერებს აქვთ ოსტეოპოროზის განვითარების მეტი რისკი თუ ისინი სიგარეტს ეწევიან. ასაკთან ერთად ცხადია,რომ მდგომარეობა რთულდება.

  • კვება და საკვები დანამატები

ოსტეოპოროზი შეიძლება ასევე ასოცირდებოდეს ცუდ კვებასთან და შედეგად საკვებ ნივთიერებათა ნაკლებობასთან, განსაკუთრებით ვიტამინებთან, მინერალებთან და ამინომჟავებთან.

თავის მხრივ, საკვების უკმარისობა შეიძლება ორ ფაქტორზე იყოს დამოკიდებული:

  • საკვები ნივთიერებების ნაკლებობა: არასწორი კვება არის ფენომენი, რომელიც ძალიან ხშირია. ერთფეროვანმა დიეტამ, განსაკუთრებით თუ ახალი,სეზონური ხილი და ბოსტნეული არ იქნა მიღებული, შეიძლება გამოიწვიოს იმ ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობა, რაც აუცილებელია ძვლის სიჯანსაღისთვის.
  • ნაწლავური შეწოვა : სხვა დროს პრობლემას წარმოადგენს ორგანიზმის მიერ ათვისება. ანუ მაშინაც კი, თუ ყველა საკვებ ნივთიერებას მივიღებთ, ნაწლავის ქრონიკული ანთების, ან დისბიოზის, ან უბრალოდ იმის გამო რომ ასიმილაცია არ შეგვიძლია ხდება ვიტამინების და მინერალების ნაკლებობა.

ვნახოთ დეტალურად

მინერალური მარილების ნაკლებობა

  • კალციუმი

ეს არის ყველაზე უხვი მინერალი ჩვენს სხეულში და გვხვდება ყველა ქსოვილსა და უჯრედში, თუმცა 99% ლოკალიზებულია ძვლებში და კბილებში, ხოლო დარჩენილი 1% სისხლში და ქსოვილებშია. ეს არის ძალიან უხვი მინერალი როგორც ბუნებაში, ასევე რძის პროდუქტებში,( მისი ათვისება ცხოველური პროდუქტებიდან არის თითქმის შეუძლებელი, განსაკუთრებით თუ ვხვდებით ფოსფორთან ერთად(რძეში თანაფარდობა არის 1:3)). მას ადვილად ვხვდებით ზეთოვან თესლებში, ბურღულეულში, პარკოსნებში, ბოსტნეულში, ხილში, ხორცში, თევზში, სანელებლებში, ზღვის წყალმცენარეებში და ა.შ.

  • ფოსფორი

ფოსფორი სხეულში მეორე, ყველაზე მდიდარი მინერალია. მისი დაახლოებით 85% გვხვდება ძვლებში, დარჩენილი ნაწილი ლოკალიზებულია რბილ ქსოვილებში და უჯრედგარე სითხეებში. ფოსფორი ასევე უხვი და საკმაოდ გავრცელებული ელემენტია ბუნებაში და ძნელია ფოსფორის დეფიციტის წინაშე აღმოვჩნდეთ. მას შეიცავს პარკოსნები, მარცვლეული, თევზი, კვერცხი და მრავალი ზეთოვანი თესლი.

  • მაგნიუმი

კალციუმისა და ფოსფორის შემდეგ, მაგნიუმი ძვლებში ყველაზე მეტი ელემენტია. ძვლის მეტაბოლიზმის დროს იგი მჭიდროდ ურთიერთქმედებს კალციუმთან და D ვიტამინთან.აქვს მნიშვნელოვანი როლი ოსტეოპოროზის პროფილაქტიკაში და მკურნალობაში. მაგნიუმი უხვადაა თესლებში (ნუში, კაკალი, თხილი, ჩიას თესლი, სელის თესლი, გოგრის თესლი და ა.შ.), ბოსტნეულში, პარკოსნებსა და მუქ შოკოლადში.

  • სილიციუმი

სილიციუმი ფუნდამენტურია ჩვენი სხეულისთვის, რადგან ის ქსოვილების განუყოფელი ნაწილია. ხელს უწყობს ძვლებისა და სასახსრე ხრტილების ჩამოყალიბებას, აგრეთვე შემაერთებელი ქსოვილების ფორმირებას. ხელს უწყობს ძვლის კალციფიკაციის პროცესს, კალციუმის და მაგნიუმის შეწოვის წყალობით, ხელს უწყობს ძვლის ქსოვილის მინერალიზაციას და რეკონსტრუქციას, მოტეხილობის შემთხვევაშიც კი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზრდის ფაზაში, ვინაიდან ის ეხმარება ძვლების ფორმირებასა და გაძლიერებას, მაგრამ 10 წლის ცხოვრების შემდეგ, სილიციუმის დონის დაცემა იწყება. ამ მიზეზით, ის სასარგებლოა ოსტეოპოროზისა და ართრიტის, აგრეთვე ოსტეოართრიტის და სხვა რევმატიული დაავადებების არსებობისას. სილიციუმი უნარჩუნებს კუნთებს ელასტიურობას და მყესებს მოქნილობას, ასევე იცავს ლიგატებს და ხრტილებს. ძალიან სასარგებლოა კანისთვის, რადგან ის მას ელასტიურს ხდის კოლაგენის ბოჭკოების წარმოქმნის ხარჯზე, აჩქარებს შეხორცებას ჭრილობების არსებობისას და ხელს უწყობს კანის რეგენერაციას. იგი აძლიერებს ფრჩხილებს და აჯანსაღებს თმას, აძლიერებს მის სტრუქტურას. სილიციუმის წყაროა ზოგიერთი მარცვლეული, როგორიცაა ფეტვი და ქერი, და ზოგიერთი ბოსტნეული, როგორიცაა კარტოფილი, ხახვი, ნიორი და იერუსალიმის ტოპინამბური(იერუსალიმის არტიშოკი). სილიციუმის ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა მინდვრის შვიტა. მცენარე განსაკუთრებით შესაფერისია მცენარეული ჩაის ან ფხვნილის სახით, ძვლის დაავადებების ისეთი ფორმების თავიდან ასაცილებლად და მკურნალობისთვის, როგორიცაა ოსტეოპოროზი, ართრიტი და ართროზი.

ვიტამინის დეფიციტი

ჩვენ უკვე ვისაუბრეთ D ვიტამინზე, რომელიც შეგვიძლია მივიღოთ მზის ზემოქმედებით. კიდევ ორი ​​ვიტამინი, რომლებიც ძალზე მნიშვნელოვანია ძვლის ჯანმრთელობისთვის, მაგრამ ხშირად მათ არ ვაქცევთ ყურადღებას, არის ვიტამინი C და ვიტამინი K2.

  • C ვიტამინი

ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) აუცილებელი ელემენტია კოლაგენის სინთეზისთვის, ცილა, რომელსაც ორგანიზმი ბუნებრივად აწარმოებს და რომელიც უხვად არის ძვლებში, სახსრებში და ხრტილებში. კოლაგენის ადეკვატური არსებობა ეხმარება ძვლისა და ხრტილის დაზიანების განკურნებას. აღდგენას და უზრუნველყოფს სიმტკიცისა და ელასტიურობის შენარჩუნებას. C ვიტამინი უპირველეს ყოვლისა გვხვდება ახალ ხილსა და ბოსტნეულში. ზოგიერთი ხილი განსაკუთრებით მდიდარია C ვიტამინით (ციტრუსები, ანანასი, კივი, მარწყვი, ალუბალი, მოცხარი და ა.შ.),ასევე ახალი ბოსტნეული (სალათის ფოთოლი, ისპანახი, ბროკოლი, კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო და ა.შ.). C ვიტამინის ძალიან მაღალი შემადგენლობაა ასკილის კენკრაში, რომელიც უმჯობესია გამოყენებულ იქნას როგორ ცივი მცენარეული ჩაი და არა ცხელი.

  • ვიტამინი K2

მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული და მიკროალგა (მაგალითად, სპირულინა და კლამატი) ვიტამინი K– ს მნიშვნელოვანი წყაროა. შემდეგ ამ ვიტამინს ჩვენი მეგობარი ბაქტერიები,რომლებიც ქმნიან ნაწლავის მიკრობიოტას გარდაქმნიან როგორც K2. K2 არის ბიოლოგიურად აქტიური ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს ზოგიერთი სპეციფიკური ცილის სწორ ფუნქციონირებას, რომელიც მონაწილეობს კალციუმის შეკავშირებაში ძვლებში, სხვა ქსოვილებში და სისხლის კოაგულაციაში (ანტიჰემორაგიული მოქმედება). K ვიტამინის უკმარისობამ შეიძლება გამოიწვიოს ძვლის სისუსტის მომატება.

ნაწლავური შეწოვა

ნაწლავის შეწოვის პრობლემის მქონე ადამიანებიც  შეიძლება იყვნენ ოსტეოპოროზის რისკის ქვეშ, რადგან ეფექტურად უშლის ხელს ყველა საკვები ნივთიერების სწორად ათვისებას.

ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადებები, როგორიცაა კრონის დაავადება,წყლულოვანი კოლიტი. შეიძლება გახდეს ამ პრობლემის მიზეზი. აღსანიშნავია, რომ გლუტეინისა და კაზეინის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ლატენტური ანთებითი ფორმები და თავის მხრივ შექმნას პრობლემები როგორიცაა ნაწლავის დისბიოზი და გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი (გნს).  ბევრი სხვა დაავადება, რომელსაც შეუძლია შეამციროს ჩვენი ნაწლავის შესაძლებლობა, სწორად აითვისოს ყველა საკვები ნივთიერებები.

ხშირად შესაძლებელია მნიშვნელოვანი გაუმჯობესებების მიღწევა ყველა იმ საკვების უბრალოდ აღმოფხვრით, რომლებიც შეიცავს გლუტეინს და კაზეინს.

ოსტეოპოროზისთვის სასარგებლო ბუნებრივი საშუალებები

ჩვენ ვსაუბრობთ მცენარეებზე და იმ საკვებ დანამატებზე, რომლებიც ბუნებრივად მდიდარია ნუტრიენტებით, რომლებიც მნიშვნელოვანია ძვლის ჯანმრთელობისთვის, რომლებმაც შეიძლება შეავსონ ვიტამინებისა და მინერალური მარილების ნაკლებობა.

ყველაზე მნიშვნელოვანი და უპირველეს ყოვლისა “ბუნებრივი სამკურნალო საშუალებები” არის მზე და ფიზიკური დატვირთვა. თუ D ვიტამინი დეფიციტურია (ე.ი. 30 ნგ / მლ-ზე ნაკლები), ყოველთვის შესაძლებელია მიმართოთ სამედიცინო დანიშნულებას.

რაც შეეხება მცენარეებს და საკვებ დანამატებს :

1. სალბი

ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ამის შესახებ, სალბი განსაკუთრებით მდიდარია იზოფლავონით, ფიტოესტროგენებით (ანუ მცენარეული ესტროგენებით), რომელსაც არ შეუძლია მთლიანად შეცვალოს ენდოგენური, მაგრამ ნაწილობრივ შეავსოს ბუნებრივი ვარდნა მენოპაუზის გამო.

ამასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ სალბი, რომელიც მიიღება როგორც მცენარეული ჩაი და ასევე სანელებელი სასარგებლოდ ითვლება, რადგან მან შეიძლება შეამციროს მენოპაუზის არასასურველი ეფექტები (ცხელი ციმციმები, ღამის სოდა, საშოს სიმშრალე და ა.შ.)

2. მინდვრის შვიტა

მინდვრის შვიტა ეს არის მცენარე, სილიციუმის ყველაზე მაღალი კონცენტრაციით, ძვლის ჯანმრთელობისთვის აბსოლუტურად აუცილებელი მიკროელემენტი.

3. ასკილის ნაყოფი

მანამდე ვისაუბრეთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია C ვიტამინი კოლაგენის სინთეზისთვის, რომელიც შემდეგ წარმოადგენს სტრუქტურას, რომელიც უზრუნველყოფს ჩონჩხის მოქნილობასა და სიძლიერეს. ამის გათვალისწინებით, ეს კენკრა არის C ვიტამინის ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი წყარო პლანეტაზე.

გაითვალისწინეთ, რომ 100 ასკილის კენკრა შეიცავს 2000 მგ-მდე ასკორბინის მჟავას, კონცენტრაცია 40-ჯერ მეტია ლიმონთან და ფორთოხლთან შედარებით. კენკრის მოპოვება ხდება პირველი ყინვების შემდეგ, ნოემბრიდან დეკემბრამდე.

4. წყალმცენარე

წყალმცენარე- კლამატი

მიუხედავად დიდი სიმრავლისა და საკვების ფართო არჩევანისა, რომელსაც სუპერმარკეტების თაროებზე ვხვდებით, დღეს ჩვენ ჯანსაღი საკვები პროდუქტების დეფიციტი გვაქვს.

ეს ძირითადად გამოწვეულია ინტენსიური სოფლის მეურნეობით. ასევე ქიმიური სასუქების ინტენსიური გამოყენება, რამაც არაფერი გააკეთა მიწის გაღარიბების გარდა, შეამცირა საკვები ნივთიერებების რაოდენობა, რომელსაც ხილსა და ბოსტნეულში ვხვდებით.

გარდა ამისა, სუფრაზე ჩვენამდე მოხვედრილი საკვები გადის მრავალ ფაზას,რაც გარე ფაქტორების ზეგავლენით არის გამოწვეული.ეს ნიშნავს, რომ მის მოხმარებამდე გადის მრავალი დღე მას შემდეგ, რაც მისი მოსავლის აღება მოხდა. ბევრი ვიტამინი მგრძნობიარეა ჟანგბადის და მზის სხივების მიმართ, ამიტომ ისინი დროთა განმავლობაში დეგრადირდება.

ამ თვალსაზრისით, ლურჯ-მწვანე წყალმცენარე, როგორიცაა სპირულინა და კლამატი, წარმოადგენს ძვირფას რესურსს.

სინამდვილეში, ჩვენ ვსაუბრობთ მცენარეული ხასიათის ნივთიერებებზე,რომლებსაც აქვს საკვები ნივთიერებების უკიდურესად მაღალი კონცენტრაცია და უპირველეს ყოვლისა არის უაღრესად ბიოდიზირებადი (ანუ ადვილად ათვისებადი).

მის შემადგენლობაში შედის ყველა აუცილებელი ამინომჟავა, თითქმის ყველა ვიტამინი და მინერალური მარილი, რომლებიც ბუნებაშია და დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტები.

კლამატი არის ცნობილი საკვები წყალმცენარე, რომელიც იზრდება ველურად და მიიღება უშუალოდ ტბიდან, რომელშიც ის იზრდება, კლამატის ტბა არის ორეგონში (აშშ).

მიკრო წყალმცენარეების მიღება არ უნდა ჩაითვალოს საჭმლის ჩანაცვლებად, არამედ უნდა იყოს დამატებული კვება იმ ნაკლოვანებების შესავსებად, რაზეც ნათლად ვისაუბრეთ.