კიბოსკენ მიმავალი ყველა გზა, თუნდაც ყველაზე მოცულობითი და ფატალური, თითქმის ყოველთვის იწყება ბანალური გზით: უჯრედის დნმ-ის მუტაცია(შეცვლა). მარტივად რომ ვთქვათ, თითოეულ უჯრედს აქვს საკუთარი ბირთვი. სადაც უჯრედული დნმ მდებარეობს,ყოველდღიურად ამ მოლეკულურ სტრუქტურას თავს ესხმის სხვადასხვა გარე ელემენტები,შეუძლია შექმნას დაზიანება და შეცვალოს მისი შინაარსი. შეგვიძლია გავაკეთოთ ასეთი შედარება: დნმ მსგავსია ვიდეო ფაილის, რომელშიც ასობით გვერდია განთავსებული.ჩათვალეთ კომპიუტერი დაგრჩათ ჩართული,ვიღაცამ შეძლო გაეხსნა თქვენი ფაილი,წაშალა ზოგიერთი სიტყვა და ჩაანაცვლა სხვით,რაც ცვლის წინადადების აზრს. ეს დნმ დივერსანტები ძირითადად თავისუფალი რადიკალები და ნიტროზამინებია, შეიძლება იყოს დამაბინძურებელი ნივთიერებები(კვამლი და ტოქსიკური აგენტები), რადიოაქტიური ნივთიერებები და ვირუსები.

ჩვენს უჯრედს აქვს ასევე ყველა საჭირო მექანიზმი დნმ-ის აღსადგენად(საუბარია 10000 შემოტევა დღეში),ეს არის ოპერაცია, რომლის შესრულებასაც ეფექტურად ახერხებს.

პრობლემა ჩნდება მაშინ, როდესაც 1. იზრდება შემოტევების რაოდენობა (მეტი თავისუფალი რადიკალები). 2. როცა უჯრედი ვერ ასრულებს თავის მოვალეობას და ზარალის მზარდი რაოდენობის გამოსწორებას.

წარმოვიდგინოთ რომ ყოველთვის უფრო მეტი წინადადების გამოსწორება გვიწევდეს ჩვენს ტექსტში და ეს გავაკეთოთ არაფხიზელ მდგომარეობაში.ასეთ შემთხვევაში დაზიანება მუდმივი გახდება და დღითიდღე გაიზრდება. ასეთი უჯრედები არის საწყისი ეტაპი,მიუხედავად იმისა, რომ ისინი არის პათოლოგიური ჯერ კიდევ არ წარმოადგენენ კიბოს უჯრედებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ისინი ფლობენ განსხვავებულ გენეტიკურ მახასიათებლებს, რაც მათ ნორმალური უჯრედებისგან გამოარჩევს.

როდესაც უჯრედები ამ სტადიას მიაღწევენ, ისინი ჩვეულებრივ ააქტიურებენ აპოპტოზის პროცედურას, რაც მოიცავს უჯრედის მიერ ნებაყოფლობითი აღმოფხვრის პროცესს (მან იცის, რომ თუ მოხდა დნმ-ის შეცვლა,მარტივად რომ ვთქვათ- თავი უნდა მოიკლას).ეს კონკრეტული პროცედურა ჩაწერილია დნმ-ის ჯაჭვებში.მაგრამ თუ თავისუფალმა რადიკალებმა ასევე დააზიანეს ეს გენეტიკური ინფორმაცია, გადაიქცევა უჯრედად, რომელიც უარს ამბობს სუიციდზე.

თავისუფალი რადიკალებისა და ნიტროზამინების მიერ კიდევ ერთი უარყოფითი ზემოქმედება დნმ-ზე ეხება უჯრედის უნარს, დათრგუნოს სხვა მომიჯნავე, არასასურველი უჯრედები. ასეთი მოდიფიკაციით ნორმალური უჯრედები ვერ ახერხებენ კიბოს უჯრედების დათრგუნვას და იწყება მათი გამრავლება,მიუხედავად ნორმალური უჯრედების გარემოცვისა. ეს ფაზა ძალიან სწრაფია, მაგრამ მას ასევე შეუძლია უკუგანვითარდეს, თუ შეიცვლება ფაქტორები , რომლებიც ამ უჯრედების გამრავლებას  განაპირობებს.

გამოვლინება

ეს ფაზა შეიძლება მრავალი წლის განმავლობაში იყოს მიძინებული და იწვევს ინფცირებული უჯრედების გარდაქმნას კიბოს უჯრედებად.

გამოვლინების ფუნდამენტური ასპექტი არის მიკრო გარემოს შექმნა, რასაც ხელს უწყობენ ისეთი აგენტები, როგორიცაა თავისუფალი რადიკალები,ნოტროზამინები და ტოქსიკური ნივთიერებები.მათ შეუძლიათ გააგრძელონ სტიმულაცია, რაც გამოიწვევს უჯრედის დნმ – ის მრავალჯერად მოდიფიკაციას.

ამ გზით იქმნება პროლიფერაცია (კონცენტრირებულია ერთ წერტილში),რაც იწვევს კიბოსწინარედ მიჩნეულ დაზიანებებს, როგორიცაა პოლიპები,პაპილომები და კვანძები(კეთილთვისებიანი სიმსივნე).ამ ფაზაში ზოგიერთი დაზიანება უკუგანვითარდება(უჯრედების საწყის ეტაპზე დაბრუნება),მეორეს მხრივ, სხვები პროგრესირებენ მანამ, სანამ არ მიაღწევენ ავთვისებიან სიმსივნეს.

პროგრესირება

პროგრესირება არის ამ დაავადების ყველაზე დრამატული ეტაპი,რომლის დროსაც ნეოპლასტიკური(რომლებმაც განიცადეს მუტაცია)  უჯრედები ვითარდება უფრო ავთვისებიანი ფენოტიპისკენ,თუ სიმსივნე წარმოიქმნება ერთი უჯრედის მიერ, ნელ-ნელა ის იყოფა(იქცევა ახალ უჯრედად) .შვილობილი უჯრედები ამძაფრებს მუტაციებს, რითაც უპირატესობას ანიჭებს მის პროგრესირებას (კლონური ევოლუციის პროცესი).

დაავადების პროგრესირებას ხელს უწყობს სამი ძალიან ეფექტური პროცესი.

პირველი- იციან შეუზღუდავი რეპლიკაციის სიმსივნური უჯრედების გამრავლება(ჰიპერპლაზია).რაც ემატება აპოპტოზის ინჰიბირებას და ზრდის სიმსივნის მასის განვითარების სიჩქარეს. ეს სუპერ დაჩქარებული აქტივობა დიდ ენერგიას მოითხოვს. ამ მიზნისთვის სიმსივნური უჯრედების გამოყენებული საწვავი არის გლუკოზა (იყენებენ გლიკოზიდის პროცესს). 

მეორე ფუნქცია ეხება ამ უჯრედების უნარს, შექმნან ფერმენტები. რომლებიც ხსნიან გარეუჯრედულ მატრიქსს(სადაც უჯრედებია შეკრული),ამით იქმნება სივრცე სხვა სიმსივნური უჯრედების წარმოსაქმნელად.ეს იარაღი ასევე ფუნდამენტურია მეტასტაზის პროცესში.ამ გზით კიბოს უჯრედებს შეუძლიათ მიაღწიონ ვენებამდე და ლიმფურ ჯირკვლებამდე(ხსნიან ენდოთელიუმის კედელზე გადასასვლელს), შეჰყავთ ახალი სიმსივნური უჯრედები პირდაპირ სისხლში.

მესამე ძირითადი ფუნქცია სიმსივნის განვითარებისთვის, წარმოადგენს ფერმენტების წარმოქმნას, რომლებსაც შეუძლიათ უჯრედშიდა მატრიქსზე ახალი სისხლძარღვების შექმნა(ანგიოგენეზი). ამ გზით მათ შეუძლიათ მიაწოდონ უჯრედებს ამინომჟავები, მიკროელემენტები და გლუკოზა(სიმსივნის მასა ვერ გაიზრდება 0.5 მმ დიამეტრზე მეტი, ახალი სისხლძარღვების გარეშე).

მეტასტაზები და სიმსივნის კოლონიზაცია

სიმსივნის ამ ფაზაში უჯრედები ცდილობენ შეჭრას ჩვენს სხეულში,სიმსივნის მასის შეზღუდვის დაძლევას. ეს შეიძლება მოხდეს ორი გზით: კოლონიზაცია და მეტასტაზი.

პირველ შემთხვევაში, კიბოს მეზობელ ქსოვილებში შეჭრა ხდება კონტაქტით, ყოველთვის იყენებენ მეტალოპროტეაზებს- ცილების ჩანაცვლებით ქმნიან ადგილს მათთვის, სხვა ორგანოების გარეუჯრედულ მატრიქსში.

მეორე შემთხვევაში(უფრო საშიში) წარმოიქმნება მეტასტაზები, თავდაპირველი სიმსივნისგან განსხვავებული კოლონიები, რომლებიც შეიძლება დაიწყოს თუნდაც ერთი უჯრედით და შეუძლია ნებისმიერ სხვა ორგანოში ფესვების გადგმა(ძვლების ჩათვლით). ეს ხდება მაშინ, როდესაც კიბო აღწევს არტერიებში ან ლიმფურ ნივთიერებებში, ანადგურებს ენდოთელიუმს, შეაქვს კიბოს უჯრედები სისხლის დინებაში.

დადგენილია, რომ ერთი კუბური სანტიმეტრის კიბო ათავისუფლებს დაახლოებით 1000000 კიბოს უჯრედს ყოველ ოცდაოთხ საათში. ვენურ სისტემაში შესულ უჯრედებს გადარჩენის მცირე შანსი აქვთ( მილიონიდან ერთი) , რადგან ისინი იღუპებიან, ყოველთვის ვერ ახერხებენ ვენის კედელზე მიბმას. სიმსივნურ უჯრედებს უფრო მეტი შანსი აქვთ ფესვების გადგმის, თუ ისინი იყენებენ ლიმფურ სისხლძარღვებს(ეს არის მოტივი რომ კიბო არის ლიმფური კვანძები).

სიმსივნე და IGF-1

როგორც უკვე ვნახეთ, სიმსივნის საშიშროება დამოკიდებულია თუ როგორ სწრაფად ვითარდება ის, შეუძლია თუ არა თავისი უჯრედების ზრდის მომატება.ამ ფენომენში მნიშვნელოვან როლს ასრულებს IGF-1 ჰორმონი(ინსულინის მსგავსი ზრდის ფაქტორი).ჩვენს სხეულს შეუძლია მისი ენდოგენურად წარმოება ან საკვებიდან მიღება.გახსოვდეთ, რომ ამ სპეციალურ ჰორმონს აქვს რეცეპტორები უჯრედებში და მასთან შეკავშირებით ასტიმულირებს უჯრედების გამრავლებას.სამწუხაროდ, კიბოს უჯრედებს აქვთ ორჯერ მეტი lgf-1 დამაკავშირებელი რეცეპტორები( სიმსივნური უჯრედები ორჯერ უფრო სწრაფად მრავლდება,  ნორმალურ უჯრედთან შედარებით). ეს ნიშნავს, რომ სიმსივნეს სჭირდება Igf-1-ის რაოდენობა რეპლიკაციის(უჯრედის გამრავლება) სიჩქარის გასაზრდელად. რომლის გარეშეც ის ვერ გამრავლდება (სინამდვილეში, თითქმის ყველა სიმსივნე არის ”ჰორმონებზე დამოკიდებული”).

1995 წელს ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტში ჩატარებულმა გამოკვლევებმა ხაზი გაუსვა lgf-1- ის მნიშვნელობას კიბოს პროგრესირებაში, მკერდის, ფილტვების, პანკრეასის, პროსტატის კიბოს და მელანომის დროს. სხვა მკვლევარებმა ასევე აღმოაჩინეს კავშირი მსხვილი ნაწლავის კიბოს შემთხვევაშიც.

ამ ჰორმონს აქვს კიდევ ერთი ფუნქცია: აფერხებს უჯრედებს აპოპტოზის(თვითგანადგურების) უნარს. მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომელიც ხელს უშლის ჯანმრთელი უჯრედის კიბოს უჯრედად ტრანსფორნაციას.

LGF-1 ასევე პასუხისმგებელია ახალი კიბოს უჯრედების ზრდაზე , რადგან ის შესაძლებლობას აძლევს ახალ ქსოვილებს სწრაფად გაიზარდონ. რაც ნიშნავს, თუ ჩვენს სხეულს მივაწოდებთ IGF-1-ს მით უფრო სტიმულირებული და აქტიურია სიმსივნის უჯრედები.

სწორი კვება

იმისთვის რომ, სისმივნურ უჯრედებს არ მივაწოდოთ ენერგიის წყარო გასამრავლებლად, უნდა ამოვიღოთ რაციონიდან პროდუქტები. რომლებიც შეიცავს შაქარს და კარბოჰიდრატები რომლებსაც ჩვენი ორგანიზმი გარდაქმნის გლუკოზად( ტკბილეული,ცომეული,კარტოფილი,თეთრი ბრინჯი და ა.შ.).

 მეორე: არ მივაწოდოთ ჰორმონი რომელიც ასტიმულირებს მის ზრდას- IGF-1 (რძის პროდუქტები,წითელი ხორცი(ძროხა,თხა,ღორი)).

მესამე: თავიდან ავიცილოთ ამინოებისადა ნიტრატების კომბინაცია, რაც მჟავების დახმარებით გარდაიქმნება ნიტროზამინებად(წითელი ხორცი,განსაკუთრებით ღორის ). როგორც ავღნიშნეთ ნიტროზამინები ხელს უწყობს უჯრედის დნმ-ის შეცვლას.

განწყობა

ჩვენი სხეული დათრგუნვის შემთხვევაში, გამოიმუშავებს სტრესის ჰორმონს-კორტიზოლს. მისი ჭარბი რაოდენობა იწვევს გლუკოზის დონის მატებას სისხლში.რაც ნიშნავს იმას, რომ ვაწვდით ენერგიას სიმსივნის უჯრედებს !

ხისებრი ალოე (Aloe arborescens)

რატომ უნდა მივიღოთ ალოეს წვენი(კლასიკური რეცეპტი თაფლით და ალკოჰოლით) სიმსივნის პრევენციისთვის ან მკურნალობისთვის?

  1. აქვს პირდაპირი მოქმედება მეტასტაზებზე- ხელს უშლის მათ გამრავლებას.
  2. არის ძლიერი ანტიოქსიდანტი- ბოჭავს თავისუფალ რადიკალებს რაც ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია სიმსივნის წარმოქმნის.
  3. ასტიმულირებს იმუნურ სისტემას- როდესაც იმუნური სისტემა არის მწყობრში, უჯრედს აქვს თავისი ფუნქციები შენარჩუნებული. რაც თითქმის გამორიცხავს ახალი სიმსივნური უჯრედების წარმოქმნას,ასევე ხელს უწყობს უკვე წარმოქმნილის ლოკალიზებას.
  4. იცავს ინფექციებისგან (დაავადებები რომელიც გამოწვეულია ბაქტერიით, ვირუსით, სოკოთი ან პარაზიტით)- რაც ყველაზე  ხშირად არის მიზეზი უჯრედის დნმ-ის შეცვლის(ქრონიკული ინფექციები).
  5. წმინდავს ორგანიზმს ტოქსინებისგან- განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქიმიოთერაპიის შემდგომ პერიოდში, რადგან წმინდავს ღვიძლს(არა მარტო) დაგროვილი ტოქსინებისგან და ხელს უშლის მის დაზიანებას.
  6. აძლიერებს ორგანიზმს-გამომდინარე ყველა ამ თვისებებიდან(არა მარტო) ,სხეულის ანიჭებს სიძლიერეს და სიმნხნევეს.