სტატიაში თქვენ იხილავთ რეკომენდირებულ საკვებ მაგიდას, 0 სისხლის ჯგუფის დიეტისთვის და ძირითად ინფორმაციას რაც ამ ჯგუფს ახასიათებს.
- ხორცი
- თევზი
- სოიო
- პარკოსნები
- ბურღულეული
- ბოსტნეული
- ხილი
- თესლი და ხმელი ხილი
- მცენარეები
- სანელებლები
- ზეთები და კარაქი
- კვერცხი, რძე და წარმოებულები
- დესერტები
- სასმელები
- სოუსები
რა უნდა მივირთვათ და რა საკვებს უნდა ავარიდოთ თავი,რომ ვიცხოვროთ დიდხანს და ჯანმრთელად
სისხლის ჯგუფის დიეტა მოიცავს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, სწორად შერჩეული საკვებით, რომელიც ადაპტირებული იქნება მისი გენეტიკის მახასიათებლებთან. სინამდვილეში ეს არის კვების რეჟიმი და არა დიეტა. რადგან არის ცხოვრების წესი, რომელიც უნდა დაიცვათ მთელი ცხოვრება და არა რამდენიმე თვის განმავლობაში.თუმცა მოიხსენიება როგორც დიეტა, რადგან მოიცავს სუფრაზე მცირე მსხვერპლის ხარჯზე,ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.
ამ შემთხვევაში საუბარია სისხლის 0 ჯგუფის Rh დადებითზეც და უარყოფითზეც. რადგან კვების თვალსაზრისით, განსხვავება არ არის დადებით და უარყოფით სისხლის ჯგუფებს შორის, ამიტომ დიეტა იდენტურია ორივესათვის და საკვების ცხრილები ერთნაირია.
საქმე არ ეხება კალორიების რაოდენობის შემცირებას, არამედ საკვების არჩევას, კვების წყაროს, რაც შესაფერისია მთელი ორგანიზმის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად. ამავე დროს,იმ საკვების აღმოფხვრა, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი იმუნური სისტემისთვის და რომლის ყოველდღიურმა მიღებამ შეიძლება დროთა განმავლობაში გამოიწვიოს ანთებითი პროცესების წარმოქმნა. ანთება თითქმის ყოველთვის არის თითოეული დაავადების ცენტრში. ჯანსაღი და დაბალანსებული დიეტა პირველი ნაბიჯია, რომელიც უნდა დაიცვათ ანთების შესამცირებლად და დაავადებების განკურნების მიზნით.
0 ჯგუფის მახასიათებლები
თქვენ უნდა იცოდეთ, რომ უძველესი ცივილიზაციის პალეოლითის ეპოქაში მყოფი პირველი ადამიანები განეკუთვნებოდნენ სისხლის ჯგუფს 0. ისინი იკვებებოდნენ მხოლოდ იმით, რაც ბუნებისგან იყო მათთვის ხელმისაწვდომი. ნადირობა, თევზაობა, ხილის, ფესვების, კენკრისა და ველური ბალახების შეგროვება. ისინი არ იყვნენ ფერმერები, ენერგიის ერთადერთი წყარო იყო ხორცისა და თევზის ცილები (ზოგჯერ კვერცხები) და ნახშირწყლები. 0 ტიპის დიეტა ძალიან ჰგავს მაღალ ცილოვანი დიეტის ტიპს, რომელიც ამჟამად ძალიან პოპულარულია აშშ – ში და ატარებს პალეოდიეტას სახელს .
0 ჯგუფში შემავალ ადამიანებს აქვთ საკმაოდ ძლიერი საჭმლის მომნელებელი სისტემა , რომელიც უხვად აწარმოებს კუჭის მჟავას, რაც მათ საშუალებას აძლევს ადვილად მოინელონ ხორცისა და თევზის ცხოველური ცილები. გარდა ამისა, ბოლოდროინდელმა გამოკვლევებმა ხაზგასმით აღნიშნა ამ ხალხის ნაწლავებში ტუტე ფოსფატაზას , ფერმენტის არსებობა, რაც ცხოველური ცილებისა და ცხიმების მონელებას კიდევ უფრო ეფექტურს ხდის. მეორეს მხრივ,ისინი კარგად არ ითვისებენ მარცვლეულს და რძის პროდუქტებს რაც ნიშნავს რომ რაციონიდან უნდა იქნეს ამოღებული გლუტეინის და რძის პროდუქტები.
როგორ დაგეხმარებათ 0 ჯგუფის დიეტა?
0 ჯგუფის ადამიანებს, რომლებიც არასწორ დიეტას იცავენ, დროთა განმავლობაში შეიძლება გამოუვლინდეთ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემები. მეტნაკლებად სერიოზული, დაწყებული მარტივი თავის ტკივილიდან, საჭმლის მონელების ქრონიკული დარღვევებით, აუტოიმუნური დაავადებებით და კიბოთი. გენეტიკური განწყობილებისადმი მიძღვნილ თავში ჩამოთვლილია ზოგიერთი პრობლემა, რომელსაც ისინი ყველაზე ხშირად ხვდებიან. აქვე უნდა ითქვას, რომ 0 ტიპის სისხლის ჯგუფის ადამიანებს აქვთ უკიდურესად რეაქტიული იმუნური სისტემა , ასე რომ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ცუდ დიეტას დაიცვან, სისუსტის სიმპტომები შეიძლება ძალიან სწრაფად გამოვლინდეს. მეორეს მხრივ, მათ ასევე აქვთ თანაბრად სწრაფი აღდგენის შესაძლებლობა.
ამ დიეტის დაცვა თქვენს სხეულს საშუალებას მისცემს გააძლიეროს საკუთარი ნორმალური დამცავი სისტემა. ეს საშუალებას მოგცემთ თავიდან აიცილოთ ჯანმრთელობის მრავალი პრობლემა და თუ გაწუხებთ, შეგიძლიათ აღმოფხვრათ. ეს დიეტა ასევე სასარგებლოა ყველა მათთვის, ვისაც სურს დაიკლოს ან მოიმატოს წონაში ჯანსაღი კვებით.
გენეტიკის მახასიათებლები
0 ჯგუფის მქონე ადამიანები გლუტეინის მიმართ არიან შეუწყნარებლები : გლუტეინის ლექტინები უარყოფითად მოქმედებს სხეულზე, რადგან ისინი ხელს უშლიან ინსულინის აქტივობას, ანელებენ მეტაბოლიზმს. ამ ყველაფერმა, გარდა იმისა, რომ იწვევს წონის მატებას, გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება გამოიწვიოს უფრო სერიოზული დაავადებები, მაგალითად, დიაბეტი.
ყველაზე დაუცველები არიან ინფექციური დაავადებების მიმართ.
0 ტიპის ადამიანებისთვის დამახასიათებელმა კუჭის წვენების მაღალმა მჟავიანობამ შეიძლება გამოიწვიოს კუჭის გაღიზიანებისა და წყლულების საშიშროება, თუ არ მივაწოდეთ შესაბამისი საკვები მონელებისთვის.
დადებითი მხარეა ის, რომ 0 ჯგუფი ბევრად უფრო ნაკლებად არის მიდრეკილი კიბოს განვითარებისკენ, ვიდრე სხვა ჯგუფები.
ნებისმიერ შემთხვევაში, შესაძლებელია ყველა პათოლოგიის თავიდან აცილება, 0 ჯგუფის დიეტის სწორად დაცვით.
რჩევები წონის დაკლების შესახებ
საკვები პროდუქტები, რომლებიც 0 ჯგუფში იწვევს ჭარბ წონას და სიმსუქნეს, არის მარცვლეული და განსაკუთრებით ის, რაც შეიცავს გლუტეინს, მაგალითად, ხორბალი . ეს საკვები მეტაბოლიზმს დიამეტრულად საწინააღმდეგო მიმართულებით უბიძგებს. ამასთან, ისინი მხოლოდ ამ პრობლემას არ იწვევს. მარცვლეული ასევე ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევას,როგორიცაა თიროიდი , თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ხდება საპირისპირო რეაქცია(ჰიპერთირეოიდი). ჭარბი წონის შესაძლო მიზეზებს შორის შეიძლება იყოს პარკოსნები ,მაგალითად თეთრი ლობიო რომელიც შეიცავს მავნე ლექტინებს ნულოვანი ჯგუფისთვის.
გარდა ამისა, არ არის სასურველი რძის პროდუქტები,რადგან შეიძლება შექმნას სხვადასხვა პრობლემები, რომელთაგან ყველაზე გავრცელებულია სითხის შეკავება და მუცლის შებერილობა.
საკვები,რომელიც არასდროს არ უნდა დაივიწყოთ 0 ჯგუფის წარმომადგენლებმა ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად და წონის დასაკლებად არის ხორცი,თევზი და ბოსტნეული.
სტრესი, ფიზიკური დატვირთვა და სპორტი
0 ჯგუფის სისხლის სუბიექტები სწრაფად და ინსტიქტურად რეაგირებენ სტრესზე , ისევე როგორც მათი პალეოლითის წინაპრები,სტრესი ძირითადად მოქმედებს კუნთის სტრუქტურაზე. სინამდვილეში, 0 ჯგუფი “დაპროგრამებულია”, რომ მოახდინოს რეაგირება სტრესზე მისი ფიზიკური ძალის გამოყენებით . ამ მიზეზით, უმოძრაო ადამიანი რისკავს ზედმეტი ენერგიის დაგროვებას რაც შეიძლება გახდეს ფსიქიური დაავადებების მიზეზი, როგორიცაა დეპრესია, უძილობა, შფოთვა და პანიკის შეტევები.
ამიტომ აუცილებელია 0 ტიპის ადამიანი დარჩეს ფიზიკურად აქტიური , გარკვეული ტიპის სპორტის საშუალებით. აქ მოცემულია ფიზიკური აქტივობის რამოდენიმე სახეობა რომლებიც არის 0 ტიპის სისხლის ჯგუფის შესაბამისი.რათა სტრესი გარდაქმნას ჩვენი სხეულის პოზიტიურ ენერგიად: აერობიკა,საბრძოლო ხელოვნება,სირბილი,ცურვა,სიარული,რიტმული ტანვარჯიში,ველოსიპედით გადაადგილება,ცეკვა,ციგურაობა.
ნულოვანი ჯგუფისთვის არ არის სასურველი შავი ჩაის ან ყავის დალევა , რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის პრობლემები, როგორიცაა არითმიები და ტაქიკარდია გრძელვადიან პერსპექტივაში.
0 ჯგუფის პიროვნება
შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ მჭიდრო კორელაციაა სისხლის ჯგუფსა და პიროვნებას შორის. სინამდვილეში, წლების განმავლობაში რამდენიმე კვლევა ჩატარდა, რომლებიც აჩვენებს, რომ ადამიანის ხასიათი ასევე დამოკიდებულია სისხლის ჯგუფზე. იაპონიაში ჩატარებული ამ კვლევების შედეგად დადგინდა მათი ძირითადი მახასიათებლები(რათქმაუნდა არის გამონაკლისები და არ ეხება ყველას). ანუ სისხლის ჯგუფის 0 ადამიანი, არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის პოზიტიურად ფიქრობს , მშვიდობიანი, გულუხვი, დამოუკიდებელი, მოქნილი ხასიათით, ღიაა სიახლეებისთვის. ნულოვანი ტიპის ადამიანი არ ენდობა სხვების დახმარებას და შეუძლია გადალახოს ნებისმიერი სირთულე მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი სიმტკიცის წყალობით.
ის არ არის დაჯილდოებული დიდი ორგანიზაციული უნარებით და არ არის მიდრეკილი ჯგუფურად მუშაობისთვის. მას ურჩევნია იმუშაოს საკუთარ თავზე და შეხვდეს ყველა სიტუაციას იმ მომენტში, როდესაც ამის საჭიროება გაჩნდება. 0 ტიპის ჯგუფის ადამიანი დაჯილდოებულია დიდი თვითშეფასებით და, შესაბამისად, უკიდურესად ნდობით გამოირჩევა საკუთარი შესაძლებლობების მიმართ. ამ მახასიათებლების გამო,ის მიდრეკილია წარმატებისკენ და აქვს ყველა თვისება გახდეს ლიდერი. ნულოვანი ჯგუფის ადამიანი ასევე ძალიან მოსიყვარულე და თავდაუზოგავია. ის დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სხვებთან ურთიერთობას და დიდ პატივს სცემს სხვების გრძნობებს, იმდენად, რომ სხვების საკეთილდღეოდ ისიც მზად არის თავი გაწიროს.
მაგიდა 0 ჯგუფისთვის დაშვებული საკვებით
ქვემოთ მოცემულია ცხრილი, რომელშიც არის 0 ჯგუფის საკვები.ეს არის ყველაზე ხშირად გამოყენებული საკვების დეტალური ჩამონათვალი, დაყოფილი საკვების კატეგორიის მიხედვით (ხორცი, თევზი, პარკოსნები, ბურღულეული, ხილი და ა.შ.) და 0 ჯგუფთან შესაბამისობის საფუძველზე.
- სასარგებლო საკვები: მათი გამოყენება შესაძლებელია ყოველდღიურად. ისინი ყველაზე ტოლერანტული, მოსანელებლად ადვილი და ნოყიერია.ამასთან, მათ შეუძლიათ შექმნან პრობლემები, თუ ისინი გადაჭარბებული რაოდენობით იქნება გამოყენებული.
- ნეიტრალური საკვები: ისინი ნოყიერია, ნაკლებად მოქმედებს, ვიდრე “სასარგებლო” საკვები. ყოველთვის შეამოწმეთ მისი ტოლერანტობა და მონელება. ზოგიერთ შემთხვევაში ეს საკვები შეიძლება კიდევ უფრო ასატანი იყოს, ვიდრე ისინი, რომლებიც “სასარგებლოა”.
- მავნე საკვები: ეს არის საკვები რომელიც უნდა იყოს ამოღებული რაციონიდან, რადგან მავნეა. მიირთვათ რაც შეიძლება ნაკლებად, ან მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში. მათ, ვისაც სერიოზული დაავადებები აქვთ, მაგალითად, აუტოიმუნური დაავადებები, უნდა იყოს ამოღებული გამონაკლისების გარეშე.
დიეტა მოგცემთ საშუალებას მიაღწიოთ და შეინარჩუნოთ საუკეთესო ჯანმრთელობის მდგომარეობა და ჯანსაღი წონა.
ვისთვის არის შესაფერისი ეს დიეტა?
სისხლის ჯგუფის დიეტა არის ცხოვრების წესი, რომელიც მიზნად ისახავს ჯანმრთელობის საუკეთესო მდგომარეობის მიღწევას, ამიტომ ის ყველასთვის შესაფერისია, როგორც ჯანმრთელი ადამიანებისთვის, ასევე მეტ-ნაკლებად სერიოზული დაავადებების მქონე სუბიექტებისთვის. დიეტა შესაფერისია ნებისმიერი ასაკისთვის: მოზრდილებისთვის, უფროსებისთვის, ბავშვებისთვის.ასევე ორსული და მეძუძური დედებისთვის .
Rh ფაქტორი: სისხლის ჯგუფი 0 დადებითი თუ უარყოფითი?
Rh(რეზუს) ფაქტორი აუცილებელია, როდესაც სისხლის გადასხმაა საჭირო. სინამდვილეში, 0 Rh + (დადებითი) ჯგუფს შეუძლია მიიღოს 0 ჯგუფის სისხლის ნებისმიერი ადამიანის სისხლი, იქნება ეს დადებითი თუ უარყოფითი.
მეორე მხრივ, 0 Rh- (უარყოფითი) ჯგუფის ადამიანს, რომელიც სხვათა შორის კიდევ უფრო იშვიათია, შეუძლია მიიღოს სისხლის გადასხმა მხოლოდ 0 Rh- ჯგუფისგან. ამ სისხლის უკანასკნელ ჯგუფს მიეკუთვნებიან ” უნივერსალური დონორები “, რადგან მათი სისხლი შეიძლება გადაეცეს ყველა სისხლის ჯგუფს, იქნება ეს Rh დადებითი თუ უარყოფითი.
როგორც ავღნიშნეთ Rh ფაქტორი არ მოქმედებს დიეტაზე ამიტომ არის იდენტური.
ხორცი
0 ტიპის ჯგუფის ადამიანებისთვის აუცილებელია ხორცის ცილები . ისინი, ვინც მათ არასაკმარისად ღებულობენ, საფრთხეს უქმნიან ცხიმების მეტაბოლიზმის უნარს, სერიოზული პათოლოგიური შედეგებით , როგორიცაა დიაბეტი და გულსისხლძარღვთა პრობლემები.
0 ჯგუფის ორგანიზმის სწორი ფუნქციონირებისთვის ხორცი ” მთავარ საწვავად ” მიიჩნევა, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ფიზიკურ, ისე გონებრივ ენერგიას. არის საუკეთესო საკვები ფსიქიკის დაავადებების (შფოთვა, პანიკის შეტევები, დეპრესია და უძილობა), ქრონიკული დაღლილობის და ყველა აუტოიმუნური დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად. ხორცის პროტეინები საუკეთესო პრევენციული საშუალებაა სიმსუქნის წინააღმდეგ, ზრდის კუნთის მასას და საშუალებას გაძლევთ უფრო ეფექტურად დაწვათ ცხიმი. იდეალური იქნება უმაღლესი ხარისხის ხორცის არჩევა, მაგალითად, საძოვრებზე გაზრდილი ცხოველების, ანტიბიოტიკების და კონსერვანტების გარეშე. ხორცი არის მთავარი საკვები, 0 ჯგუფის დიეტაში და არასოდეს არ უნდა გამოგრჩეთ
- სასარგებლო საკვები : ცხვრის ხორცი, ძროხის ხორცი, ირემი, გული და ღვიძლი (არა ღორის ხორცი), თხის ხორცი და ხბოს ხორცი.
- ნეიტრალური საკვები : იხვი, კურდღელი, ქათამი, ინდაური, ხოხობი.
- მავნე საკვები : გარეული ღორი, ღორის ხორცი და ბატი.
არ არის რეკომენდირებული: ყველა შებოლილი ხორცი და ზოგადად პურიანი, ასევე ხორცის ამოვლება ფქვილში და ცხიმში შეწვა. ხორცის და რძის პროდუქტების კომბინაცია.
თევზი
თევზი და ზღვის პროდუქტები წარმოადგენს ცილების, ისევე როგორც პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების (ომეგა -3) დამატებით და მნიშვნელოვან წყაროს , ფონდამენტალურ, როგორც ქრონიკული ანთებითი დაავადებების და აუტოიმუნური დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის. იოდის შემცველი თევზი ძალიან სასარგებლოა ფარისებრი ჯირკვლის ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და აღსადგენად .
- სასარგებლო საკვები : ქაშაყი, პაიკი, ვირთევზა, ქორჭილა, ხმლის თევზი, ქარვის კალმახი, კალმახი,ორაგული, სარდინი, სკუმბრია, ზუთხი,კამბალა.
- ნეიტრალური საკვები : ანჩოვი, გველთევზა, ლობსტერი, კობრი, მიდიები, კრევეტები, კიბორჩხალა, მიწის ლოკოკინები, ზღვის კაპარჭინა, ოსტრეა, ხიზილალა, თინუსი.
- მავნე საკვები : შებოლილი ქაშაყი,შებოლილი ორაგული, ლოქო, რვაფეხა, მოლუსკი.
შემწვარი, შებოლილი და პურიანი თევზი არ არის რეკომენდებული და უმჯობესია ახალი თევზი. მოერიდეთ თევზისა და რძის კომბინაციას.
კვერცხი, რძე და წარმოებულები
თუ ნულოვან ჯგუფში ხართ, თავი უნდა შეიკავოთ რძისა და რძის პროდუქტებისგან , რადგან თქვენს ორგანიზმს მათი კარგად მეტაბოლიზება არ შეუძლია. გარდა იმისა, რომ იწვევს არასასურველი წონის მატებას (რძე ადიდებს და იკავებს სითხეებს), რძის დალევამ ან ყველის ჭამამ (ან სხვა წარმოებულებმა) შეიძლება გამოიწვიოს ანთება და დაღლილობა . რძე ასევე იწვევს ლორწოს უამრავ გამომუშავებას , ამიტომ იშვიათი არ არის ხველა, ცემინება ან სურდო ჭიქა რძის დალევის ან ყველის ჭამის შემდეგ. გამოცდილების თანახმად, რძის პროდუქტები ასევე პასუხისმგებელია მრავალ კიბოს განვითარებაზე, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია ქალებში ძუძუს, საშვილოსნო და საკვერცხეების და მამაკაცებში პროსტატის კიბო. ზოგიერთი რძის პროდუქტი, როგორიცაა ახალი ყველი და ფეტა უკეთესად იტანჯება, მაგრამ მათი მიღება მხოლოდ ზოგჯერ უნდა მოხდეს და არა ყოველდღე. კვერცხი შეგიძლიათ მიირთვათ.
- სასარგებლო საკვები : კვერცხი (კვირაში 2 – დან 5 – მდე, მოერიდეთ მოხარშულ კვერცხს, ან შემწვარს კარაქით).
- ნეიტრალური საკვები : ფეტა, თხის ყველი, ძროხის და კამეჩის რძის სულუგუნი,ნადუღი.
- მავნე საკვები : ყველა სხვა რძის პროდუქტი (მათ შორის იოგურტი).
უსაფრთხოებისთვის,თუ გაქვთ სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები, მიზანშეწონილია, თავიდან იქნას აცილებული ყველა რძის პროდუქტი, კერძოდ, ისინი სრულად უნდა მოიხსნას. საშვილოსნოს, საკვერცხის, მკერდისა და პროსტატის სიმსივნის დროს. რძე და რძის პროდუქტები არასოდეს უნდა იყოს შერწყმული ხორცით, თევზითა და პარკოსნებით.
ზეთები და კარაქი
მცენარეული ცხიმები ყოველთვის კარგად არ მოინელებიან, ამ სისხლის ჯგუფის წარმომადგენლების მიერ. მაგალითად, ზედმეტმა ზეითუნის ზეთმა , მიუხედავად იმისა, რომ ნეიტრალურ საკვებად არის მიჩნეული, შეიძლება ზოგს პრობლემები შეუქმნას. 0 ჯგუფის დიეტაში საუკეთესო და რეკომენდებული ზეთი არის ყურძნის ზეთი ( ყურძნის თესლის ზეთი). ასევე გირჩევთ სელის ზეთს , მდიდარი პოლიუჯერი ცხიმებით (ომეგა -3), რომელიც ძალიან სასარგებლოა მათთვის, ვისაც სურს სისხლში ქოლესტერინის დონე შეამციროს.
- სასარგებლო საკვები : ყურძნის ზეთი (ყურძნის თესლის ზეთი),სელის ზეთი, ბრინჯის ზეთი, გოგრის თესლის ზეთი.
- ნეიტრალური საკვები : კარაქი, ვირთევზას ღვიძლის ზეთი, კანაფის თესლის ზეთი, ზეითუნის ზეთი, სოიოს ზეთი,მზესუმზირის ზეთი.
- მავნე საკვები : არაქისის ზეთი, სიმინდის ზეთი
ყოველთვის სასურველია მიირთვათ ნედლი ან ბევრი წვის გარეშე.
თესლი და ხმელი ხილი
ჩირი არის ცილებისა და ცხიმოვანი მჟავების (ომეგა -6 და ომეგა -3), აგრეთვე ვიტამინებისა და მინერალების დამატებითი წყარო. ისინი განსაკუთრებით შესანიშნავია, როგორც საჭმლის საჭმელად ან მიირთმევენ საუზმეზე. განსაკუთრებით გირჩევთ სელის თესლს. იმუნური სისტემის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანი როლი უჭირავს კაკალს,რომლებსაც აქვთ ძლიერი დეტოქსიკაციური მოქმედება მთელ ორგანიზმზე.
მნიშვნელოვანია 2-3 ნუშის ან თხილის მიღება ხველის, თავის ტკივილის,დახშული ნესტოების და ხელების კანკალის დროს . მაგრამ ფრთხილად იყავით, ნუ გადააჭარბებთ დოზას, რადგან გადაჭარბებულმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ანთებითი ბუასილი და ჰერპესი. თესლის დაფქვის შედეგად მიღებულ ფქვილს შეუძლია შესანიშნავად ჩაანაცვლოს მარცვლეულის ფქვილი დესერტების მომზადებისთვის .
- სასარგებლო საკვები : კაკალი (მოვერიდოთ ზაფხულში) და გოგრის თესლი.
- ნეიტრალური საკვები : ნუში, წაბლი (არ აურიოთ რძის პროდუქტებს), თხილი, მზესუმზირის თესლი, ნუშის კარაქი, სეზამის კარაქი.
- მავნე საკვები : ანაქარდი, არაქისი, ბრაზილიური კაკალი, საკმლის ხის ნაყოფი და ყაყაჩოს თესლი.
რაც შეეხება შაქრიან ჩირს (ქლიავი, ფინიკი, ლეღვის ჩირი და ა.შ.), სასურველია შეამოწმოთ, რომ იგი არ არის დამუშავებული და არ არის დამატებული შაქარი.
სოიო
ძროხის რძისა და იოგურტის მოყვარულთათვის, სოიოს წარმოებულები შეიძლება ბევრად ჯანმრთელი ალტერნატივა იყოს. ამიტომ შეიძლება გადაწყვიტოთ შეცვალოთ რძე სოიოს რძით, იოგურტი სოიოს იოგურტით და ყველი ტოფუთი(სოიოს ყველი). ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სოიო უცნობ ფაქტორად რჩება, იმის გათვალისწინებით, მისი ყველა წარმოებული პროდუქტი ყოველთვის კარგად მოინელება ჯგუფი 0 ადამიანების მიერ. ამიტომ, თავსებადობა ინდივიდუალურად უნდა შემოწმდეს. ფრთხილად იყავით პროდუქტებზე, ყოველთვის შეამოწმეთ ეტიკეტები თუ რას შეიცავს ის.
- ნეიტრალური საკვები : სოიოს სასმელი, სოიოს ყველი (ტოფუ), სოიოს იოგურტი.
პარკოსნები
სასურველია შეირჩეს შესაბამისი პარკოსნები მაგალითად წითელი სოიო, რათა პროტეინების საჭირო რაოდენობა დააკმაყოფილოს, 0 ჯგუფს შეუძლია ადეკვატურად გამოიყენოს ზოგიერთ პარკოსანში ნაპოვნი ცილები. პარკოსნები, ცილების გარდა, ასევე შეიცავს ნახშირწყლების საკმაოდ რაოდენობას (სახამებელი), მაგრამ ბურღულეულისგან განსხვავებით, ისინი არ წარმოქმნიან წონის მატებას, არ იწვევენ სისხლში შაქრის მატებას, არ ზრდის არტერიულ წნევას და არ იწვევს ქოლესტერინის ზრდას. ამ მიზეზის გამო,შეგიძლიათ თმამად გამოიყენოთ პარკოსნები.
- სასარგებლო საკვები : წითელი სოიო, შავი თვალის ბარდა.
- ნეიტრალური საკვები : ახალი ბორლოტის ლობიო, წიწაკა, შავი და წითელი ლობიო, მწვანე ლობიო, ცერცვი, ლუპინი, ბარდა, მწვანე და ყვითელი სოიო.
- მავნე საკვები : გამხმარი ბორლოტის ლობიო, თეთრი ლობიო ესპანეთიდან, ოსპი.
არ არის რეკომენდებული პარკოსნების შერწყმა რძის პროდუქტებთან, ხილთან და ბურღულეულთან. 0 ჯგუფის დიეტაში პარკოსნებს შეუძლიათ შეცვალონ პური, მაკარონი და ბურღულეული.
ბურღულეული
ბურღულეული, სახამებელი და განსაკუთრებით გლუტენი არის ნამდვილი აქილევსის ქუსლი 0 ჯგუფში. ყველაზე ცუდი ხორბალია , მაგრამ სიმინდს, ქერს და სხვებს (განსაკუთრებით ისინი, რომლებიც შეიცავს გლუტენს), ასევე აქვს მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა ჯანმრთელობაზე. პირველ რიგში მეტაბოლიზმზე, რომელსაც მნიშვნელოვნად ანელებს. რაც იწვევს წონის, სისხლში შაქრის, არტერიული წნევის და ქოლესტერინის ზრდას. გარდა ამისა, ბურღულეულის დაუფიქრებელი და მუდმივი მოხმარება შეიძლება გახდეს ანთებითი მოვლენების, ფარისებრი ჯირკვლის, ღვიძლისა და თირკმელების პათოლოგიების მიზეზი. ყველაფრისთვის, საუკეთესო ტოლერანტული მარცვლეული (მიუხედავად იმისა რომ არ არის ნამდვილი მარცვლეული) არის კინოას მარცვალი .
- ნეიტრალური საკვები : ამარანტი, წიწიბურა, ფეტვი, კინოა, ბრინჯი (ყველა ტიპის)
- მავნე საკვები : შვრია, ქატო და ხორბალი, კუსკუსი,იფქლი, კარტოფილის სახამებელი, სიმინდი, სიმინდის სახამებელი, ქერი, ჭვავის და სხვა.
ყოველთვის უმჯობესია სადილზე თავიდან აირიდოთ სახამებელი, განსაკუთრებით ასაკის მატებასთან ერთად. ისინი ახდენენ არტერიული წნევის, ქოლესტერინის, შაქრისა და წონის ამაღლებას. წიწიბურა უნდა იქნეს ამოღებული ზაფხულში. კინოა ძალიან კარგი ელემენტია, მაგრამ არ არის რეკომენდებული ორ წლამდე ასაკის ბავშვებში და მეძუძური დედებისთვის. ბრინჯთან უმჯობესია არ მიირთვათ ღვინო, ლიმონი და გოგრა.
ბოსტნეული
ბოსტნეული არის ვიტამინების, მინერალების, ანტიოქსიდანტების და ბოჭკოვანი ნივთიერებების ღირებული წყარო. ბოსტნეულის ყოველდღიური, მრავალფეროვანი და თანმიმდევრული მოხმარება ეხმარება სხეულს მრავალი დაავადების თავიდან ასაცილებლად და აღსაკვეთად , ამიტომ რეკომენდებულია თითოეული კერძის მიღება ცოტაოდენი ნედლი ან მოხარშული ბოსტნეულით. სასურველია ყოველთვის ახალი, ორგანული და სეზონური . ბევრი ბოსტნეული მდიდარია კალიუმით,რაც აუცილებელი ელემენტია სხეულიდან უჯრედული წყლის გამოსაყოფად,რომ არ მოხდეს უჯრედული წყლის გაზრდა( წყლის შეკავება ). 0 ჯგუფის ადამიანებს აქვთ უფრო თხელი სისხლი, ვიდრე სხვა სისხლის ჯგუფებს, ამიტომ ისინი სხვებზე მეტად არიან მიდრეკილნი სისხლის შედედების პრობლემებისადმი . ამ მიზეზით გირჩევთ მოიხმაროთ მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, მდიდარი K ვიტამინით , როგორიცაა მწვანე კომბოსტო, ისპანახი.მეორეს მხრივ, არტიშოკი შესანიშნავია ღვიძლის დაავადებების პროფილაქტიკისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლისთვის , საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად და შეკრულობის წინააღმდეგ .
ზოგიერთი ზღვის წყალმცენარეებმა , რომლებიც ზღვის ბოსტნეულია, შეიძლება დიდი დახმარება გაუწიოს 0 ჯგუფის წარმომადგენლებს. გირჩევთ განსაკუთრებით ლამინარიას , რომელიც ასტიმულირებს იმუნურ სისტემას ,ათავისუფლებს პათოგენური მიკროორგანიზმების და სოკოებისგან, მაგალითად, Candida და Helicobacter Pylori.
- სასარგებლო საკვები : არტიშოკი, კომბოსტო და სოიოს კომბოსტო, ბროკოლი,ვარდკაჭაჭა, ხახვი, წითელი და თეთრი ტკბილი კარტოფილი, პრასი, ისპანახი, დენდელიონი და გოგრა.
- ნეიტრალური საკვები : თეთრი კომბოსტო, ჭყიმი, კიტრი, ცერეცო, სოკო, ენდო, სალათის ფოთოლი, მწვანე ზეთისხილი, ბულგარული წიწაკა, პომიდორი, ოხრახუში, ბოლოკი, ნიახური, კოჭა და ყაბაყი.
- მავნე საკვები : ყვავილოვანი კომბოსტო, ბრიუსელის კომბოსტო, წითელი კომბოსტო, ქამა სოკო, ბადრიჯანი, შავი ზეთისხილი და კარტოფილი.
უმჯობესია მოერიდოთ ნიორს, თუ გაწუხებთ საჭმლის მომნელებელი სისტემის ანთება. მოერიდეთ არტიშოკის სალათს და ისპანახს, თუ ნაღვლის ბუშტი გაქვთ ამოღებული. მოერიდეთ შემწვარი ან პურიანი სოკოს მოხმარებას და უმჯობესია საერთოდ არ მიიღოთ თუ ღვიძლის პრობლემები გაქვთ.
ხილი
ლეღვი საუკეთესოა 0 ჯგუფისთვის, მაგრამ ფრთხილად იყავით, ნუ გადააჭარბებთ რაოდენობას. მიუხედავად იმისა, რომ იგი ანტიოქსიდანტებისა და ვიტამინების ძვირფასი განძია, ხილი შეიძლება გახდეს ყველა ჯგუფისთვის ასევე 0 ჯგუფისთვის საშიში, განსაკუთრებით მაშინ, თუ იგი ზედმეტად და არასეზონურად არის მოხმარებული . ნაყოფი შეიცავს ფრუქტოზას და შაქარს, რომელიც, როგორც ჩანს, ცუდად ასატანი ხდება ცივი სეზონის დროს,მეტაბოლიზმის შენელების გამო. რაც იწვევს სახსრების და კუნთების პრობლემებს (კუნთების და სახსრების ტკივილი.ასევე- საშვილოსნოს ყელის ტკივილი, ზურგის ტკივილი, ართრიტი, ართროზი და ა.შ.). ეს განსაკუთრებით ეხება ხანდაზმულ ადამიანებს, თუმცა ამ ტიპის შემთხვევები ასევე გვხვდება ახალგაზრდა სპორტსმენებში, რომლებიც ფრუქტოზას შემცველ დანამატებს ხშირად იყენებენ.
- სასარგებლო საკვები : ლეღვი (ახალი ან მშრალი) და ქლიავი (ახალი ან მშრალი).
- ნეიტრალური საკვები : ანანასი, გარგარი, საზამთრო, ალუბალი, ფინიკი, მსხალი, კივი, ჟოლო, ლიმონი, მანგო, ბროწეული, ვაშლი, ყვითელი ნესვი, მოცვი, პაპაია, მსხალი, შავი და წითელი მოცხარი, ყურძენი.
- მავნე საკვები : ფორთოხალი, ავოკადო, მარწყვი, მანდარინი, ნესვი, მაყვალი.
სასურველია სეზონური ხილის მიღება. იგი არასოდეს უნდა იყოს შერწყმული ბურღულეულთან, სახამებლიან საკვებთან და პარკოსან კულტურებთან. მინიმუმამდე უნდა იქნეს დაიყვანილი ხილის მოხმარება ართრიტით ან სახსრების პრობლემების მქონე ადამიანებში, ჭამონ ბევრად მეტი ბოსტნეული, რადგან ის არ შეიცავს შაქარს და ზოგადად ხილის მიღება სასურველია მხოლოდ დილის საათებში ან ჭამამდე ან შამის შემდეგ 2 საათის შუალედით თუ მაინც მიირთმევთ, უკეთესად მოინელება როდესაც ხორცისა და თევზის კერძთან ერთად იქნება შერწყმული.
სანელებლები
ბევრ სანელებელს აქვს სამკურნალო თვისებები, რომლებიც სასარგებლოა 0 ჯგუფის ადამიანების საჭმლის მომნელებელი ფუნქციების გასაუმჯობესებლად და მრავალი დაავადების თავიდან ასაცილებლად. მათ შორის, კურკუმა რომელიც შეიცავს კურკუმინს, ძლიერი ანთების საწინააღმდეგო თვისებების მქონე პიგმენტს, განსაკუთრებით სასარგებლოა ქრონიკული ანთებითი დაავადებების თავიდან ასაცილებლად , რომელთა მიმართაც 0 ტიპის სუბიექტები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი.
მიხაკი შესაფერისია კუჭის წყლულის საწინააღმდეგოდ . ჩვეულებრივი არომატული სანელებლების გამოყენება, როგორიცაა ბეგქონდარა,თავშავა და როზმარინი, გარდა საჭმლის მონელებისა, ორგანიზმს ეხმარება პათოგენური ბაქტერიებისა და სოკოების წინააღმდეგ ბრძოლაში
- სასარგებლო საკვები : კურკუმა, კაიენის წიწაკა და კოჭა
- ნეიტრალური საკვები : დაფნის ფოთოლი, კამა, ჩერვილი, კბილი, კვლიავი, ტარხუნა, ცერეცოს თესლი, ლუდის საფუარი, პიტნა, შავი პილპილი, როზმარინი, სალბი, მარილი, ქონდარი, მდოგვი ძმრის გარეშე , სოიოს სოუსი, ზაფრანა.
- მავნე საკვები : ძმარი (ყველანაირი), ღვიის კენკრა, დარიჩინი, კეტჩუპი, ჯავზი, თეთრი წიწაკა, მდოგვი ძმრით.
მცენარეები
უამრავი მცენარე და ფესვი არსებობს, რომელთა გამოყენება 0 ადამიანის გენოტიპს შეუძლია ჯანმრთელობის პრობლემების გადასაჭრელად.
კუნელი სასარგებლოა გულის დაავადებების დროს;
ჯანჯაფილი ახდენს დამცავ მოქმედებას კუჭის კედლებზე და ხელს უშლის ისეთი დარღვევების თავიდან აცილებას, როგორიცაა რეფლუქსი, გულძმარვა და ჰიტალური თიაქარი , ნულოვანი ჯგუფის ადამიანებს უფრო მეტად აქვთ მიდრეკილება მსგავსი დაავადებების მიმართ, წვენების ზედმეტი წარმოების გამო.
ჯანჯაფილს ასევე აქვს ძლიერი ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებები , მაგრამ ის არ არის რეკომენდებული ჰიპერტენზიის მქონე პირებისთვის.
0 ტიპის ადამიანებისთვის დამახასიათებელი კუჭის წვენების მაღალმი მჟავიანობამ შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება და კუჭის წყლულების საშიშროება . ამ კონტექსტში, ძირტკბილა შეიძლება სასარგებლო იყოს, რადგან ის შეიცავს ნივთიერებებს, რომლებსაც აქვთ დამცავი და ანტისპასტიკური მოქმედება კუჭის კედლებზე. მაგრამ ფრთხილად იყავით, ძირტკბილა ასევე უკუნაჩვენებია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ ჰიპერტენზიის პრობლემები.
მალვას ფესვს, ფოთლებს და ყვავილებს ასევე აქვს კარგი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, მთელ საჭმლის მომნელებელ სისტემაზე და ამ მხრივ შეიძლება გამოყენებულ იქნას.
ჭინჭრის ფესვი და ექსტრაქტები სასარგებლოა პროსტატიტისა და პროსტატის ჰიპერტროფიის დროს, უფრო მეტიც, როგორც ჩანს, მას აქვს საინტერესო ლექტინი, რომელსაც შეუძლია შეტევა სოკოზე .
კუნელი არის შესანიშნავი საშუალება ვინც განიცდის ჰიპერტენზიას და მათთვის, ვისაც აქვს გულის დაავადებები , მაგრამ ეს არ შეიძლება იყოს მიღებული კომბინაციაში სხვა მედიკამენტებთან.
- სასარგებლო საკვები : რომაული გვირილა, ცერეცო, პიტნა, პასიფლორა, თელა,დინდგელი, ასკილი,ბაბუაწვერა, ცაცხვი და კოჭა.
- ნეიტრალური საკვები : კუნელი, გულყვითელა, გვირილა, ძირტკბილა, ოხრახუში, სალბი, ცერეცოს თესლი,ბეგქონდარა.
- მავნე საკვები : ფარსმანდუკი, იონჯა, ალოე, კოწახური, ექინაცეა, კრაზანა,კასია(სენა,სინამაქი), სამყურა.
დესერტები
შავი შოკოლადი ნებადართულია, მაგრამ ნუ გადააჭარბებთ. ყველა ტკბილეული უნდა იქნას გამოყენებული მწირი რაოდენობით , რადგან შაქარი ზრდის წონას, არტერიულ წნევას, ქოლესტერინს და სისხლში შაქარს. ყველა ტკბილეული, გამონაკლისის გარეშე, ყოველთვის უნდა იქნას აცილებული საღამოს კვებაზე, სასურველია დღის პირველ ნაწილში.
- სასარგებლო საკვები : კერატი
- ნეიტრალური საკვები : ნუშის რძე, თაფლი, ნეკერჩხლის სიროფი, ჭარხლისა და ლერწმის შაქარი, შავი შოკოლადი.
- მავნე საკვები : საღეჭი რეზინი,სხვა ტკბილეული.
უშაქრო ტკბილეული ყველაზე უარესია, რადგან ისინი სინამდვილეში არ არსებობს და შეიცავს სხვა სახის შაქრებს (დამატკბობლებს), რომლებიც გაცილებით უარესია, ვიდრე ჩვეულებრივი საქაროზა.
სასმელები
რამდენიმე სასმელია, რომელთა მიღება 0 ტიპის სუბიექტს თავისუფლად შეუძლია,მაგალითად ვარდკაჭაჭას ყავა , მწვანე ჩაი (ძალიან მსუბუქი), წითელი მჟავე და ზოგიერთი მცენარეული ჩაი. ცოტა ღვინო არ არის უკუნაჩვენები, თუმცა უმჯობესია თავიდან იქნას აცილებული სულფიტებით მდიდარი ღვინოები, ან ალკოჰოლის მაღალი შემცველობით. ყავა უკუნაჩვენებია , რადგან იგი აძლიერებს კუჭის მჟავიანობა, ეფექტი, რომლიც ნულოვანი სისხლის ჯგუფის წარმომადგენლებს ნამდვილად არ სჭირდება. გარდა ამისა, თავიდან უნდა იქნას აცილებული შავი ჩაი, რადგან იწვევს არტერიული წნევის მომატებას, ტაქიკარდიას, არითმიას, ძილის დარღვევას და გაღიზიანებას. უმჯობესია მწვანე ჩაი .
- სასარგებლო საკვები : ბუნებრივი წყალი, ვარდკაჭაჭას ყავა, ცაცხვის ჩაი.
- ნეიტრალური საკვები : ლუდი (არა სიმინდის ან ხორბლის,უკეთესია ბრინჯის), გვირილა, კარკადე(ვისაც არ აწუხებს მაღალი წნევა), ძალიან ღია მწვანე ჩაი, თეთრი ღვინო და წითელი ღვინო (ზომიერად).
- მავნე საკვები : გაზიანი სასმელები, ყავა, ძლიერ ალკოჰოლური სასმელები, შავი ჩაი და სხვა.
ქერის ყავა არ არის რეკომენდებული, რადგან იგი შეიცავს გლუტენს. ღვინოს აცილება საუკეთესოა საღამოს. შეგიძლიათ გამოიყენოთ საცხობი ზეთის ნაცვლად.
სოუსები
- ნეიტრალური საკვები : სოუსები შეგიძლიათ გამოიყენოთ მწვანე ზეთისხილით, პომიდორით, ოხრახუშით,რეჰანით,ტოლერანტული ზეთებით დამზადებული მაიონეზით, ნებადართულია ხილის მურაბები.
- მავნე საკვები : კეტჩუპი, ბადრიჯანი და შავი ზეთისხილის სოუსები, ყველანაირი ძმრის ან / და ნაღების შემცველი სოუსები.
სასურველია ხელნაკეთი სოუსები , კონსერვანტების, გამასქელებლების ან ქიმიური დანამატების დამატების გარეშე.
რეგულაციები
საუზმემდე ერთი საათით ადრე, ექიმები გვირჩევენ , 1-2 ჭიქა თბილი წყალის დავლევას . ჯანსაღი ჩვევაა ნაწლავის დარეგულირება და შემდეგი საკვების მონელების გაუმჯობესება. მნიშვნელოვანი დეტალი რაც დილით საუზმეს შეგიძ₾იათ დაამატოთ არის კაკალი, თხილი, ნუში ან ჩირი.
ვინც შეჩვეულია დილით საუზმობას გაღვიძებისთანავე, კვლავ შეუძლია გააგრძელოს მისი მიღება უპრობლემოდ. ამასთან, უნდა ითქვას, რომ 0 ტიპის ადამიანებისთვის იდეალური საუზმეა მარილიანი , რადგან 0 ჯგუფის ხალხი ნაკლებად იტანს შაქარს და განსაკუთრებით ფრუქტოზას, შაქარს, რომელსაც შეიცავს ხილს და თაფლი. განსაკუთრებით მათ, ვისაც სერიოზული და მძიმე პირობები აქვთ (მაგალითად, აუტოიმუნური დაავადებები ან კიბო), თავი უნდა აარიდონ შაქარს ან სხვა ტკბილ პროდუქტებს, როგორიცაა შავი შოკოლადი, ხილი და თაფლი.
მარცვლეულისა და შაქრის კომბინაციამ, ერთსა და იმავე კვებაზე შეიძლება გამოიწვიოს საჭმლის მონელების სერიოზული პრობლემები
მოდით ახლა გადავხედოთ 0 ჯგუფის ტიპიური საუზმის პრაქტიკულ მაგალითებს .
ტკბილი საუზმე
- მწვანე ჩაი, სოიოს იოგურტი და რამდენიმე წიწიბურას ორცხობილა,კაკალი 2-3.
- ვარდკაჭაჭას ყავა და ნუშის ნამცხვრის ერთი ნაჭერი (დამზადებული ნუშის ფქვილით, შაქრით და კვერცხით),კაკალი 2-3.
ნუშის რძე , ხილი, რომელიც ნებადართულია ჯგუფი 0სთვის და 2-3 კაკალი.
ბეგქონდარას მცენარეული ჩაი და წაბლის ფქვილის კექსი ერთი ნაჭერი,კაკალი 2-3.
მარილიანი საუზმე
*კარკადე, 2-3 კაკალი და ათქვეფილი კვერცხი.
*წიწიბურას ფაფა.
*შემწვარი ქათამი ან ინდაური და კარგად გაკეთებული კინოა.
*კანელინის ლობიო, თინუსით და ბოსტნეულით.
ეს მხოლოდ პრაქტიკული მაგალითებია 0 ჯგუფისთვის. მრავალი სხვა შეგიძლიათ მოამზადოთ და მიირთვათ თქვენი ჯგუფის შესაფერისი პროდუქტებით გაკეთებული.
რაც შეეხება სხვა მნიშვნელოვან რჩევებს საკვებთან დაკავშირებით
- როგორც უკვე ვისაუბრეთ ხილის მიღება ძირითადი კვების დროს არ არის რეკომენდირებული.
- დღის განმავლობაში სასურველია ორი ძირითადი და ორი მსუბუქი კვება , რაც მოიცავს:
მსუბუქი კვება- მწვანე ჩაი,ნუშის რძე,ჩიკორიას ყავა, კვერცხი (ათქვეფილი,შემწვარი), ხილი (სეზონური და ჯგუფის შესაფერისი), კაკალი ,თხილი,ნუში,ჯემი, შესაბამისი ორცხობილა და ა.შ.
ძირითადი კვება-ბურღულეული, თევზი,ხორცი და რათქმაუნა ბოსტნეული. საღამოს კვებაზე უმჯობესია არ მივირთვათ ბურღულეული(მხოლოდ თევზი ან ხორცი ბოსტნეულთნ კომბინაციაში).
- კვების შემდეგ სასურველია სიარული, უკიდურეს შემთხვევაში ჯდომა (არავითარ შემთხვევაში წამოწოლა)
- აზრები ორად იყოფა წყლის მიღებასთან დაკავშირებით.თუმცა,როდესაც ვიკვებებით ჯანსაღად საკმარისია მაშინ მივიღოთ წყალი როდესაც გვთხოვს ორგანიზმი.
და ბოლოს, ექიმი რომელმაც გამოსცადა სისხლის ჯგუფის დიეტა და გამოსცა მრავალი წიგნი, არ ითხოვს მისი გჯეროდეთ. ამბობს, რომ სცადოთ ჯანსაღად კვება, თქვენი ჯანმრთელობისთვის.