ღანძილი (ლათ. Allium ursinum) მრავალწლიანი, ბალახოვანი მცენარეა ხახვისებრთა ქვეოჯახიდან. ის ვითარდება ნივრის მსგავსი ბოლქვიდან აპრილში და მაისის დასაწყისში. აქვს 15–50 სმ-მდე სიმაღლის სუსტი ღერო, მოგრძო,მწვანე ფერის ფოთოლი და წვერზე ქოლგად შეკრებილი პატარ-პატარა თეთრი ყვავილები.აქვს ნივრის სპეციფიკური სუნი. ყვავილობს მაის-ივლისში.  ღანძილს უყვარს ჩრდილი,იზრდება ნესტიან ნიადაგზე,ნაკადულების ჩრდილოვანი ნაპირების გასწვრივ და ქვეტყეებში.ეს მცენარე რომელიც გაზაფხულზე მწვანედ ფარავს მიწას, შეუძლებელია შეუმჩნევლად დაგვრჩეს,მისი შეგროვება სასურველია ყვავილობამდე აპრილ-მაისში. გარდა იმისა, რომ უგემრიელესია მისი მწნილი და ნედლი ფოთლები,აქვს შესანიშნავი სამკურნალო თვისებები.

ნათქვამია, რომ დათვები ზამთრის ძილის შემდეგ, ასუფთავებენ მათ სისხლს და არეგულირებენ მეტაბოლიზმს ამ მცენარით. ჩვეულებრივ ნიორს აქვს იგივე გამწმენდი თვისებები, მაგრამ ველური ნიორი(ღანძილი) უფრო დელიკატური და აშკარად უფრო ეფექტურია ამ შემთხვევაში.

თვისებები

  1. სისხლის და სხეულის გაწმენდა: მისი თვისებების წყალობით გამოიყენება ინტენსიური დეტოქსიკაციური მკურნალობის დროს(1,2); 

2. დიარეა: სხეულის გაწმენდასთან ერთად ღნძილს აქვს კარგი შედეგი კუჭ-ნაწკავის მოქმედების რეგულაციაში(1,2);

3. ჰემოროიდი: ერთ დესერტის კოვზ დაჭრილ ფოთლებს დაასხით 200-250 მლ. მდუღარე წყალი. დააყოვნეთ 4-5 წუთი ,გადაწურეთ და დალიეთ ნელ-ნელა,უზმოზე, ყოველ დილით;

4. პოდაგრა: ერთ დესერტის კოვზ დაჭრილ ფოთლებს დაასხით 200-250 მლ. მდუღარე წყალი. დააყოვნეთ 4-5 წუთი ,გადაწურეთ და დალიეთ ნელ-ნელა,უზმოზე, ყოველ დილით.

5. სუნთქვის უკმარისობა: გამოწვეული სასუნთქი ორგანოების ინსპირატორული დაავადებებით. კერძოდ, როდესაც ხდება შესუნთქვის გაძნელება, რადგან ბრონქები ამოვსებულია ლორწოთი. ღნძილი ახერხებს ლორწოს დაშლას და სუნთქვის უკმარისობის მოხსნას;

აადუღეთ დაჭრილი ღანძილის ფოთლები 250მლ. თეთრ ღვინოსთნ ერთად, გაფილტრეთ დაატკბეთ, თაფლით(გემოვნებით) და მიიღეთ ეტაპობრივად მთელი დღის განმავლობაში.

6. თავბრუსხვევა: თავბრუსხვევის ან წნევის შეგრძნება რომელიც გამოწვეულია მაღალი არტერიული წნევით ან ათეროსკლეროზით(1,2);

7. ყაბზობა: ღანძილი ასწიმულირებს საკვების მონელებას და არის ერთ-ერთი გამოცდილი, ეფექტური საშუალება ყაბზობის შემთხვევაში(1,2);

8.ჭიები: იმ სამკურნალო ეფექტის წყალობით, რაც მას აქვს კუჭ-ნაწლავის სისტემაზე, შეუძლია გაანადგუროს ჭიები(1,2);

9. კოლიკა: დეზინფექციური და გამწმენდი თვისებების წყალობით ღანძილი ახდენს სწრაფ განთავისუფლებას კუჭ-ნაწლავის კოლიკის დროს(1);

10. ჰეპატიტი: გამომდინარე იქიდან, რომ ღანძილს აქვს სისხლის გამწმენდი თვისებები, არის სასარგებლო ჰეპატიტის მკურნალობისას(1,2);

გამოყენების წესი(სადაც არ არის მითითებული)

  1. მოაგროვეთ ღანძილის ფოთლები,გარეცხეთ, დაჭერით და მიირთვით ნედლი. შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ოხრახუში, ყველა იმ რეცეპტში, რომელსაც სჭირდება არომატული მწვანილი, ან გარნირი. შეგიძლიათ მოამზადოთ სალათა ამ მოხარშოთ და შეკმაზოთ როგორც ისპანახი.
  2. ნაყენი: ღანძილის სამკურნალო თვისებების მთელი წლით შესანარჩუნებლად შეგიძ₾იათ მოამზადოთ ნაყენი ალკოჰოლთან ერთად. გარეცხილი,მშრალი ღანძილის ფოთლები დაჭერით და მოათავსეთ მუქ შუშის ბოთლში,შეავსეთ განზავებული ალკოჰოლით (38-40) და გააჩრეთ თბილ ადგილას ორი კვირის განმავლობაში,მიღებული ნაყენი მიიღეთ 10-15 წვეთი მცირე რაოდენობით წყლით 4-ჯერ დღეში.