ჭინჭარი (Urtica) არის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარე ჭინჭრისებრთა ოჯახიდან. ფოთლები აქვს წაწვეტებულ-გილისებრი,ჭრილებით. ყვავილები გრძელ ღეროზე აკინძული წვრილი,  ერთსაფარიანია. შეკრებილია უბეებში თავთავისებრ ყვავილედებად და აქვს მომწვონო-მოთეთრო შეფერილობა. ფოთლები დაფარულია მსუსხავი ბუსუსებით და ხაოებით, რომლებიც დანაწილებისას და შეხებისას აზიანებენ კანს, რომელიც იწვევს მწარე ტკივილს, ქავილს და მსუბუქ ანთებით პროცესს.

მაგრამ ჭინჭარი არ არის მხოლოდ მსუსხავი მცენარე, იგი შეიცავს დიდი რაოდენობით აქტიურ ინგრედიენტებს , რომლებიც მას სამკურნალო ბალახად აქცევს. განსაკუთრებით სისხლის და შესაბამისად, მთელი ორგანიზმის გასაწმენდად. ვნახოთ რა თვისებები აქვს ჭინჭარს.

1. ანტიანემიური

ფოთლები შეიცავს უხვად ქლოროფილს , მცენარეთა სამყაროს მწვანე საღებავს (რომლის ქიმიური შემადგენლობა ძალიან ჰგავს ჰემოგლობინის შემცველობას, რომელიც ჩვენს სისხლს წითლად აფერებს), რაც მცენარეს ანიჭებს ძლიერ ანტისანემიურ თვისებას . იგი გამოიყენება ანემიის დროს, რომელიც გამოწვეულია რკინის ნაკლებობით ან სისხლის დაკარგვით, რადგან მასში შემავალი რკინა და ფოლიუმის მჟავა ასტიმულირებს სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნას.

2. აჩერებს სისხლდენას

ჭინჭრის ფოთლებიმცენარეს აქვს აგრეთვე ვასკონსტრუქციული თვისებები (იკუმშება სისხლძარღვები) და ჰემოსტატიკური (აჩერებს სისხლდენას), ამიტომ იგი განსაკუთრებით გამოიყენება ცხვირისა და საშვილოსნოს სისხლდენის დროს. ის ასევე ძალიან სასარგებლოა იმ ქალებისთვის, რომლებსაც მენსტრუაციის დროს ჭარბი გამონადენი აწუხებთ.

3. გამაჯანსაღებელი, მატონიზირებელი და აღმდგენი

ჭინჭარი ასევე რეკომენდებულია ავადმყოფობის, არასწორი კვებისა და დაღლილობის შემთხვევაში , რადგან ფოთლები ძალიან მდიდარია მინერალური მარილებით, განსაკუთრებით ფოსფორით, მაგნიუმით, კალციუმით, სილიციუმით, მანგანუმით და კალიუმით; და A, C და K ვიტამინები, რომლებიც მას რემინერალიზაციურს, აღდმგენსა და გამამხნევებელს ხდის.

4. გამწმენდი

მას აქვს გამწმენდი, შარდმდენი და ტუტე მოქმედება : ნაჩვენებია რევმატიული დაავადებების, ართრიტის, პოდაგრის, თირკმელებში ქვების,სილის, ჰიპერგლიკემიის, ცისტიტის დროს და საერთოდ, როდესაც საჭიროა დეტოქსიკაციური მოქმედების წარმოება.ჭინჭარს აქვს უნარი გაასუფთაოს სისხლი და ხელი შეუწყოს მეტაბოლიზმის დროს წარმოქმნილი მჟავას ნარჩენების აღმოფხვრას, რაც მჭიდრო კავშირშია ყველა ამ დაავადებასთან.

5. საჭმლის მომნელებელი

კარგი შედეგები მიიღება საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოების დარღვევებში, მისი გამოყენების შედეგად. რადგან ის შეიცავს მცირე რაოდენობით კრეატინს , ჩვენი ნაწლავის ზოგიერთი უჯრედების მიერ წარმოქმნილ ჰორმონს, რომელიც ასტიმულირებს პანკრეასის წვენის, კუჭისა და ნაღვლის ბუშტის აქტივობას. ჭინჭარი ამით ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და აუმჯობესებს საკვების ათვისების უნარს.

6. სასარგებლოა დიარეის დროს

ტანინის არსებობის წყალობით მას აქვს შემკვრელი თვისებები და ამიტომ წარმატებით გამოიყენება დიარეის შესაჩერებლად , ასევე კოლიტის ან დიზენტერიის შემთხვევაში .

7. მეძუძური დედებისათვის

ჭინჭარს აქვს გალაქტოგენური მოქმედება , შეუძლია გაზარდოს დედის რძის გამოყოფა. ამიტომ, საჭიროების შემთხვევაში მიიღება ძუძუთი კვების დროს.

8. სამკურნალო საშუალებაა კანისა და თმისთვის

გარე გამოყენებისთვის აქვს დამამშვიდებელი ეფექტი, გამოიყენება კანის ქრონიკული დაავადებების დროს : ეგზემა, კანის გამონაყარი და აკნე , ასუფთავებს, აღადგენს და ხდის კანს უფრო ლამაზს. იგი ასევე გამოიყენება ალოპეციის წინააღმდეგ . საუკეთესო შედეგები მიიღება მისი ნაყენის მიღებით და ამავე დროს ადგილობრივი აპლიკაციების გაკეთებით.

მისი ნაყენი გამოიყენება თმის ცვენის დროს, საკმარისია მისი ნაყენი გადაივლოთ დაბანილ თმაზე.

ყოველ გაზაფხულზე და შემოდგომაზე, დღეში 2-3 ჭიქა ნაყენის დალევა,დიდ სარგებელს მოუტანს თქვენს ჯანმრთელობას და ენერგიას .